სოფლის მეურნეობაში დიდ როლს თამაშობს ბაქტერიული დაავადებები, რომლებიც ასუსტებენ ფრინველის მდგომარეობას, იწვევენ პროდუქტიულობის დაქვეითებას და სიკვდილს. ბაქტერიულ დაავადებებთან ბრძოლა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, პროფილაქტიკის მიზნითაც კი  დიდი რაოდენობით ფულადი სახსრები იხარჯება.

 ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით იზრდება 500 მილიარდი ბროილერი, რომელთაგან 5% კვდება მხოლოდ ბაქტერიული დაავადებებისგან. ამ დაავადებებიდან ნაწილი საშიშია ადამიანებისთვის, მაგალითად სალმონელოზის რამდენიმე ნაირსახეობა.

 ბაქტერიული დაავადებები დიდი დროის განმავლობაში აწუხებდნენ კაცობრიობას, თუმცა 1928 წელს პენიცილინის შექმნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა – ბაქტერიულ დაავადებებთან ბრძოლა გახდა შესაძლებელი. დაიწყო ბაქტერიულ დაავადებებთან ბრძოლის ახალი ერა, როდესაც იქმნებოდა სხვადასხვა სახის პრეპარატები და გამოყენებოდა ყველა ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ.

 ბაქტერია, ისე როგორც ადამიანი ვითარდება, იხვეწება და მას აქვს  დამცველობითი ფუნქციები, რომლებიც ასევე ვითარდებიან..

 თანამედროვე ცხოვრებაში გაჩნდა ახალი პრობლემა, რომელიც შეეხო მთელ კაცობრიობას და ეს პრობლემაა – ანიბიოტიკორეზისტენტობა, ანუ ბაქტერიები გახდნენ მდგრადები ანტიბიოტიკების მიმართ.

მოკლედ რომ ვთქვათ ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ანტიბიოტიკების გამოყენება დროდადრო ხდება უშედეგო, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი – ანტიბიოტიკი ვეღარ ახორციელებს საკუთარ ფუნქციას. ბაქტერიული სამყარო ვითარდება და წარმოიშობა ახალი ბაქტერიები, რომლებიც სრულად მდგრადები არიან ყველანაირი ანტიბიოტიკების წინააღმდეგ და მათ უწოდებენ – Superbug-ს.

 საქართველოში ანტიბიოტიკების მოხმარება საკმაოდ უკონტროლოა, განსაკუთრებით მეფრინველეობაში, რადგან ფრინველის ხორცის წარმოება და ახალი ფერმების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მოვლა-შენახვის წესების არ დაცვა, ჰიგიენის ნორმების დარღვევა იწვევს ფერმებში ბაქტერიული დაავადებების გაჩენას, რაც თავის მხრივ მოითხოვს ანტიბიოტიკების გამოყენებას, რადგან დღესდღეობით ბაქტერიებთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ფრინველის დასმის მაღალი როტაციის და ცუდი დეზინფექცია-დერატიზაციის გამო ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან ფერმაში და დროის განმავლობაში ისინი მოიცავენ არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ფერმას, არამედ რამდენიმეს და ეს პროცესი მზარდია, რადგან არსებობს დაავადების მექანიკური გადატანის ფაქტორები, როგორიცაა პერსონალის მუშა ხელსაწყოების მეშვეობით, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მეშვეობით. ამ გზით ბაქტერიები სწრაფად ვრცელდებიან სხვადასხვა ადგილებში, ხოლო ხელსაყრელ პირობებში ისინი სწრაფად მრავლდებიან და ყველაზე ცუდ ვარიანტში კლავენ ფრინველს.

აუცილებელია ანტიბიოტიკების გამოყენების სწორად ცოდნა, რადგან:

  • ერთი და იგივე ანტიბიოტიკის გამოყენება სხვადასხვა გამოზრდაზე ვერ მოგცემთ კარგ შედეგს, თითო გამოზრდის შემდეგ დარჩენილი ბაქტერიები იმუშავებენ რეზისტენტობას (გამძლეობას) კონკრეტული ანტიბიოტიკის მიმართ და შესაძლოა საერთოდ ვერ მოგცეთ შედეგი.
  • ანტიბიოტიკების გამოყენება მიზეზის გარეშე მიზანშეწონილი არ არის, თუმცა სხვა ალტერნატივის არ არსებობის შემთხვევაში, სიცოცხლის შესანარჩუნებლად მათი გამოყენება აუცილებელია. ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებისას გაითვალისწინეთ მისი როტაცია. მოდით ვნახოთ ეს ყველაფერი კოქციდიოსტატების მაგალითზე: საქართველოში და მთელ მსოფლიოში კოქციდიოზი მეფრინველეობის ერთი ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელსაც ესაჭიროება სწორი და სწრაფი მკურნალობა/პროფილაქტიკა. ფერმაში გამოზრდის ციკლის დასრულების შემდეგ ფერმერი ამოწმებს, რომ ფრინველის ჯანმრთელობას, რადგან გამოიყენა კოქციდიოსტატი და გააგრძელა კონკრეტული კოქციდიოსტატის გამოყენება შემდეგ გამოზრდებში, თუმცა გარკვეული გამოზრდის ციკლის ბოლოს შეამოწმა, რომ კოქციდიოსტატმა არ იმუშავა და  ვერ მიიღო შედეგი. ჩნდება კითხვა „რატომ?“. პასუხი მარტივია – ბაქტერიის რეზისტენტობა. დროის განმავლობაში კოქციდიამ გამოიჩინა გამძლეობა კონკრეტული პრეპარატის მიმართ. სწორედ ამისთვის აუცილებელია ანტიბიოტიკების მართვა და როტაცია. დაშვებულია ერთი პრეპარატის გამოყენება ფერმაში 2-3 გამოზრდის ციკლის განმავლობაში, შემდგომ კოქციდიოსტატი აუცილებლად უბნდა შეიცვალოს. ანალოგიური მექანიზმი მოქმედებს სხვა დაავადებების მიმართაც.

 ჩატარებულია უამრავი კვლევა, რომლებიც შეეხებიან ანტიბიოტიკების როტაციას და შედეგი შემდეგია – ანტიბიოტიკების როტაციის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ანტიბიოტიკის კლასის (ჯგუფის) დროული მოხსნა გამოყენებიდან და მათი ჩანაცვლება სხვა ანტიბიოტიკებით, შემდგომი კონკრეტული ანტიბიოტიკის დაბრუნებით, საშუალებას გვაძლევს შევამციროთ არსებულ ფერმაში ბაქტერიული ფონის არსება და ასევე შევაფერხოთ ბაქტერიების ანტიბიოტიკორეზისტენტობა. დადგენილია, რომ აღნიშნული სქემა ამცირებს ლეტალობის რაოდენობას მეფრინველეობაში და აფერხებს ზოგადი ბაქტერიული ფონის განვითარებას.

ბაქტერია ცოცხალი ორგანიზმია და ის განიცდის განვითარებას, ეს ფაქტორი ყოველთვის გასათვალისწინებელია პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების დროს. ამიტომაც ანტიბიოტიკების გამოყენება უმიზეზოდ იწვევს ბაქტერიების გამძლეობის ზრდას და დროის განმავლობაში გამოიწვევს იმას, რომ ნებისმიერი ანტიბიოტიკი იქნება უძლური დაავადებების მიმართ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოხვდეს ანტიბიოტიკი საკვებში, რადგან ის გამოიწვევს ბაქტერიული რეზისტენტობის ამაღლებას უშუალოდ ადამიანის ორგანიზმში.

აუცილებლად ჩაატარეთ სწორი და ხარისხიანი დეზინფექცია- დერატიზაცია თქვენს საფრინველეში, რადგან ბაქტერიები მრავლდებიან ძალიან სწრაფად და ისინი შეიძლება მოხვდნენ ფერმის ნებისმიერ წერტილში.

  • დაიცავით სანიტარია-ჰიგიენის წესები.
  • ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშრალე ზამთრის პერიოდშიც.
  • გაითვალისწინეთ ანტიბიოტიკების როტაცია და არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი მიზეზის გარეშე.

ანტიბიოტიკების როტაციისთვის გაითვალისწინეთ პრეპარატის  ჯგუფი და მოქმედი ელემენტები.