ჯანმრთელი შინაური ფრინველი ნებისმიერი ფერმერის მიზანია. სწორედ ამისთვის აუცილებელია კარგი დაკვირვება, ფრინველის ქცევის და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, რის შედეგად შევძლებთ დაავადების ნაადრევ გამოვლინებას.

ასპერგილოზი – დაავადება, რომელიც გამოწვეულია Aspergillus-ის გვარის ობის სოკოთი. ის დიდო რაოდენობითაა ნიადაგში და დაინფიცირება ხდება სპორების შესუნთქვით. ამ დაავადებით ავადდებიან ყველა სახლის ფრინველები, ცხოველები და ადამიანებიც კი.  დაავადება მიმდინარეობს სასუნთქი გზების დაზიანებით, ასევე სხვა ორგანოების სეროზული დაზიანებით (ღვიძლი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ელენთა, ცენტრალური ნერვული სისტემა და ა.შ.). ასპერგილოზის სოკოები გამოყოფენ მომწამლავ ნივთიერებებს – ალფატოქსინებს.

ბინადრობენ აღნიშნული სოკოები შენობის კედლებზე, იმ ადგილებში სადაც მუდმივად სინესტეა, ცხოველების საკვების შესანახ ადგილებში, საკვებში, ქვეშსაგებში, ფეკალში. სოკოს თავისუფლად შეუძლია შეაღწიოს საკვებში, სადაც მისი მდგრადობა ქიმიური პრეპარატების და ტემპერატურის მიმართ გაცილებით მაღალია.

სველი საკვების, თივის, ბალახის მჭიდროდ შენახვის დროს ხდება მათი გათბობა, რაც სოკოების გამრავლებისთვის საუკეთესო ადგილია.

სპორების გადაყლაპვის დროს ხდება ორგანიზმის დასნებოვნება, რაც იწვევს დაავადება ასპერგილოზს. ყველაზე ხშირად შინაური ფრინველი ინფიცირდება ალიმენტარული გზით, ანუ სოკოების სპორები ხვდებიან ორგანიზმში პირის ღრუდან – სპორების გადაყლაპვის გზით.

სპორების შესუნთქვის დროს ასევე შესაძლებელია დასნებოვნება, თუმცა ნაკლებად ხშირად. ფრინველი დაავადების მიმართ ყველაზე დაუცველია ინკუბაციის პერიოდში, როდესაც ასპერგილოზის სოკო მარტივად ხვდება ნაჭუჭზე.

ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს სპორების მაღალი მდგრადობა სხვადასხვა ქიმიურ საშუალებების მიმართ. საფრინველის და საკვების დეზინფექცია დაავადების არსებობის დროს გართულებული პროცესია, ასე რომ დიდი ყურადღება ენიჭება პრევენციის ღონისძიებებს. წიწილებში ასპერგილოზი ძირითადად მიმდინარეობს მწვავე ფორმით, კლინიკური ნიშნები ჩნდება დაინფიცირებიდან საშუალოდ მესამე დღეზე.

დაავადებულ ფრინველში შესამჩნევია ზრდაში ჩამორჩენა და ზოგადი სისუსტე, მათ გამოწეული აქვთ კისერი, სუნთქვა ხშირი და გართულებულია, ხშირია ცემინება და ცხვირიდან ქაფიანი გამონადენი. სხეულის ტემპერატურა ამ დროს ნორმაშია, წიწილა კვდება 2-6 დღეში. ხშირად მწვავე მიმდინარეობას თან ახლავს ბარბაცით სიარული,  კუნთოვანი კრუნჩხვები, ბიბილოს სილურჯე.

ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს ასაკოვან ფრინველს, რომლის დროსაც კლინიკური ნიშნები მკაფიოდ არ არის გამოხატული, თუმცა დაკვირვებისას შეიმჩნევა კუჭის აშლილობა ან გაუვალობა, წონაში ჩამორჩენა და სიგამხდრე.

ქრონიკული მიმდინარეობის თავისებურებებიდან აღსანიშნავია ემბრიონების სიკვდილი, კვერცხმდებლობის შემცირება, ცემინება, ხველა და სუნთქვის გაძნელება.

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული კვლევის გათვალისწინებით. მწვავედ მიმდინარე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ფრინველის იზოლაცია და შემდგომი განადგურება.

თუმცა დაავადების მკურნალობა შესაძლებელია ნაადრევ პერიოდში.

მკურნალობა

ასპერგილოზის სოკოები გამოირჩევიან მგრძნობიარობით იოდის შემცვლელი და სოკოს საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ. ასპერგილოზზე ეჭვის მიტანის დროს ხდება ფრინველის დამუშავება შემფრქვევი საშუალებებით, რადგან სპორების დიდი რაოდენობა განლაგებულია ჰაერში.

ანტიბიოტიკების გამოყენება სასურველია ინდივიდუალურად, ინექციის საშუალებით. ასევე სასურველია ფრინველის დავალევინოთ იოდის შემცვლელი პრეპარატები ან წყალში გაზავებული იოდის ხსნარი.

პროფილაქტიკის ღონისძიებები ითვალისწინებენ მოვლა-შენახვის წესების დაცვას:

  • დაუშვებელია ფრინველის მაღალი სიმჭიდროვე ფერმაში
  • აუცილებელია კარგი ვენტილაცია საფრინველეში
  • არასასურველია მტვერის არსებობა ფერმაში, განსაკუთრებით ჰაერში
  • არ გამოკვებოთ ფრინველი დაობებული საკვებით
  • შეინარჩუნეთ სიმშრალე ფერმაში

ასპერგილოზი ადამიანებში

ადამიანების დასნებოვნება შესაძლებელია ასპერგილოზის სოკოს სპორებით. დასნებოვნება ხდება სპორებით დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვით, სპორების გადაყლაპვით, დაზიანებული კანის ან ლორწოვანი გარსის საფარით. ადამიანის ორგანიზმში სოკო აზიანებს კანის საფარს, ლორწოვან გარსებს, თვალებს და სმენის ორგანოებს. იშვიათად გვხვდება ალერგიის გამოვლინება, ბრონქიალური ასთმის სახით.