ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთ დღიანი ბროილერის შეფასებას. წიწილის ხარისხის განსაზღვრა განაპირობებს წიწილის პროდუქტიულობას და საბოლოო შედეგებს.

ხარისხიანი და ჯანმრთელი წიწილის მაჩვენებლები:

  • მშრალი, კარგად შებუმბლული წიწილა;
  • კაშკაშა, მრგვალი, აქტიური თვალები;
  • აქტიური და ფრთხილი წიწილა;
  • სრულად შეხორცებული, დახურული და მშრალი ჭიპლარი;
  • ფეხები უნდა იყოს ღია ფერის და შეხებაზე ცვილის მაგვარი კონსისტენციის;
  • ფეხები უნდა იყოს სუფთა, დაზიანების და სისხლჩაქცევების გარეშე;
  • წიწილას არ უნდა გააჩნდეს დეფორმაცია (ფეხების დეფორმაცია, კისრის გადაგრეხა, ფორმაშეცვლილი ნისკარტი)
  • ერთდღიანი წიწილების ერთგვაროვნება არ უნდა ცდებოდეს 80%-ს.

A – კარგი

B – დამაკმაყოფილებელი

C – დასაწუნი

მაჩვენებლებიშესანიშნავიმისაღებიდასაწუნი
1. რეფლექსებიწიწილას შეუძლია გადმობრუნება 3 წამშიწიწილას შეუძლია გადმოტრიალება 4-10 წამშიწიწილას გადმოსატრიალებლად ესაჭიროება 10 წამო ან ის ვერ ტრუალდება
2. ჭიპლარისუფთა და კარგად შეხორცებულიდახურული ან ოდნავ გახსნილი, თუმცა ოდნავ დასვრილიდაუხურავი, დაბინძურებული
3. ფეხებისუფთა, ცვილის კონსისტენციის ფეხებიშემშრალი, ფერმკრთალიგაუწლურებული, მკვეთრად ეტყობა ვენები
4. ბარძაყის სახსრებისუფთა, ლაქების გარეშეოდნავ შეწითლებულიწითელი ფერის, ძლიერი შეწითლება
5. დეფექტებისუფთა, დეფექტების გარეშეუმნიშნველო დეფექტები (მაგალთად ბუმბულის ფერის ცვლილება)კისრის გადაგრეხა, ცალი თვალი, ნისკარტის დეფორმაცია და სხვა.

რეფლექსური რეაქცია – ეს არის წიწილის ხარისხის შეფასების მარტივი ტესტი, რომელიც განსაზღრავს წიწილის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის სტატუსს. ტესტის ჩასატარებლად ზურგით მოათავსეთ წიწილა – წიწილის ყუთში. მაღალი ხარისხის და ჯანმრთელი წიწილა მარტივად ტრიალდება ზურგიდან 3 წამის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ წიწილა ზურგიდან ვერ ტრიალდება 3 წამის განმავლობაში, ან საერთოდ ვერ ბრუნდება და ვერ დგება ფეხებზე, შესატანია ეჭვი მის ჯანმრთელობის სტატუსში და ხშირ შემთხვევაში ასეთი წიწილა დასაწუნია.