სახორცე, სწრაფად მზარდი ბროილერის კროსის ფრინველი მგრძნობიარეა ბევრი ფაქტორის მიმართ. ფერმერები ხშირად ხვდებიან პრობლემას, როდესაც ბროილერები ვარდებიან ფეხებზე. ჯობია წინასწარ გავეცნოთ დაავადების შესაძლო გამომწვევ მიზეზებს, ვიდრე შევხვდეთ პრობლემას პირისპირ.

 ბროილერის ფეხის პრობლემა ჩნდება ძირითადად (ფეხებ გაშლილი პოზა) მოვლა-შენახვის, კვების შეცდომების და ბაქტერიული დაავადებების მიზეზების გამო, როგორიცაა კოლი ბაქტერიოზი და მიკოპლაზმოზი. უკვე ეს მიზეზები დაფუძნებულია ფრინველის მოვლა-შენახვის ტექნოლოგიების შემდეგ დარღვევებზე:

  • D ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა;
  • E ვიტამინის უკმარისობა;
  • წიწილის ცუდი ხარისხი;
  • ბაქტერიული დაავადებები;
  • A ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი;
  • კალციუმის უკმარისობა;
  • დაბალი ტემპერატურა საფრინველეში;
  • მაღალი ტენი საფრინველეში;
  • ფრინველის მჭიდრო დასმა;
  • გადაჭარბებული წონა.

ყველაზე მარტივია ვებრძოლოთ დაავადებას სიმპტომების გამოვლინებამდე, ამისთვის საჭიროა გავიგოთ, რის გამო წვება ფრინველი მუცელზე, იქნება ეს სახსრების დაზიანება ართრიტის გამო, რაქიტით დაზიანებული ძვლები ან უბრალოდ სისუსტე არასრულფასოვანი კვებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთ ადეკვატური მკურნალობის კურსი.

  1. ბროილერის კროსის დაავადებებს აქვს მსგავსი სიმპტომები (ართრიტი, კოლი ბაქტერიოზი, მიკოპლაზმოზი და ა.შ.).

პრობლემების გამომჟღავნებამდე ფრინველი უნდა დამუშავდეს ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგოდ.

2. კვების პრობლემები – ფრინველი უნდა იკვებებოდეს დაბალანსებული, სრულფასოვანი საკვებით. კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს შემდეგი ვიტამინო-მინერალური კომპონენტები : D2,C,A,E,Ca,P და ა.შ. – ამით ხდება თავის დაცვა რაქიტისა და ვიტამინების დეფიციტის წინააღმდეგ.

წიწილების ჯანმრთელობის მხარდაჭერისთვის სასურველია ჩატარებული იყოს სრული ვიტამინოთერაპია. ეს პროცედურები უზრუნველყოფს წიწილის ჯანმრთელობის სტატუსის ამაღლებას და დაავადებების წინააღმდეგ გამძლეობას, მათ შორის ფეხების პრობლემების წინააღმდეგაც.

3. მუცელზე დაწოლაზე მოქმედი მოვლა-შენახვის რამდენიმე ფაქტორი:

  • მაღალი სიმჭიდროვის გამო ჩერდება ზრდის ინტენსიობა და შეიძლება დადგეს სიკვდილიც კი. ფრინველის მჭიდრო დასმა იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, რაც თავის მხრივ იწვევს სახსრების დაავადებებს. წიწილებისთვისაც და ზრდასრული ქათმისთვისაც დაუშვებელია მაღალი სიმჭიდროვე.
  • ფრინველისთვის აუცილებელია სუფთა სასმელი წყალი და ჟანგბადი ორგანიზმში პრობლემებისგან თავის ასარიდებლად, რაც თავის მხრივ იწვევს ფრინველის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას და დაავადებების მიმართ მაღალ ამთვისებლობას.
  • საფრინველეში სიმშრალის და სისუფთავის დაცვა არის მეფრინველეობის მთავარი პრინციპი, სველი ქვეშსაფენი იწვევს პათოგენური მიკროფლორის  გავრცელებას, რომელიც არა მხოლოდ აზიანებს ფრინველის სახსრებს, არამედ იწვევს სიკვდილსაც.

4. ნაადრევი გასუქება. ზედმეტი კვების დროს ბროილერი კრებს წონას, სუქდება და სუსტდება. ორგანიზმში  D ვიტამინის ნაკლებობის გამო ძვლები ვერ უძლებენ ფრინველის მაღალ წონას და ის წვება. ამისთვის აუცილებელია წონის კონტროლი და კვების რეკომენდაციების დაცვა.

კუჭ-ნაწლავის დაავადებები და დაზიანებები ხელს უშლის D ვიტამინისა და მინერალების ნაწლავებიდან შეწოვას.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

 გამომჟღავნებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ამ დაავადების მკურნალობა ძალიან რთულია. ხშირ შემთხვევაში ზიანდება ფრინველის ძვლები და სახსრები, რაც არ ექვემდებარება მკურნალობას. უმჯობესია დავიცვათ მარტივი და საჭირო რეკომენდაციები დაავადების თავიდან ასაცილებლად:

  • დროულად ჩაატარეთ ვაქცინაცია საფრინველეში;
  • დაამუშავეთ ფრინველი ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
  • შეადგინეთ კვების სწორი რაციონი;
  • დაიცავით ფრინველის შენახვის სტანდარტები;
  • დაიცავით სისუფთავე საფრინველეში;
  • რეგულარულად ჩაატარეთ ვიტამინოთერაპია, ფრინველის ჯანმრთელობის ასამაღლებლად;
  • დაიცავით ფრინველის დასმის სიმჭიდროვის ნორმები;
  • აკონტროლეთ ფრინველის წონა;
  • ფრინველის საფრინველეში დასმამდე და დასმის შემდგომ ჩაატარეთ ხარისხიანი დეზინფექცია-დერატიზაცია.