ინფექციური ბურსიტი, ანუ გამბორო – მწვავედ მიმდინარე ქათმის ვირუსული დაავადებაა. ამთვისებელია ნებისმიერი ასაკისა და ჯიშის ფრინველი, მაგრამ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ბროილერები 2-11 კვირის ასაკში.

დაავადება ახდენს დიდ ეკონომიკურ ზარალს. სიკვდილიანობა აღწევს 10-20% და ხანდახან აღწევს 50%-საც. დაავადების გამო ხდება დიდი რაოდენობით ფრინველის გამოწუნება. დაავადება ხასიათდება კუნთოვან ქსოვილზე  სისხლჩაქცევებით და ფრინველის გამოფიტვით.

 დაავადება გამბორო, პირველ რიგში ასუსტებს ფრინველის იმუნიტეტს, რაც წარმოადგენს მეორეული ინფექციური და ბაქტერიული დაავადებების აფეთქების მაღალ რისკს.

ვირუსი მალე ვრცელდება საფრინველეში. იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვზრდით დაავადებულ და ჯანმრთელ ფრინველს.

დაავადების გავრცელება

  • დაავადებული ფრინველი
  • საკვები
  • წყალი
  • ქვეშსაფენი
  • ფეკალი

მექანიკური გადამტანი ფაქტორები

  • პერსონალი
  • სხვა სახეობის ფრინველები
  • თაგვები, ვირთხები, გველები და ა.შ
  • მწერები

დაავადების აღმძვრელი გამოიყოფა ფეკალთან ერთად.

შესაძლოა ვირუსს არ ჰქონდეს კლინიკური გამოვლინება წიწილებში, თუმცა შეიძლება გახდეს დიდი იმუნოსუპრესიის მიზეზი, რის შედეგად ფრინველში გაჩნდება სხვადასხვა სახის დაავადებები და ის ჩამორჩენა ზრდაში.

რიმფური ორგანოების დაზიანების გამო ვლინდება იმუნიტეტის დაქვეითება, რის შედეგად ფრინველი მარტივად ხდება სხვადასხვა დაავადებების ამთვისებელი, როგორიცაა : კოკციდიოზი, მიკოტოქსიკოზი, კოლიბაქტერიოზი, ნიუკასლის დაავადება (ცრუჭირი), ინფექციური ბრონქიტი და ა.შ.

 დაავადება აზიანებს ღვიძლს და სრულად კუჭ-ნაწლავის სისტემას

ფაბრიციუსის ჩანთის დაზიანება

  • იმატებს ზომაში 2-3 ჯერ
  • ლორწოვანი გარსები წითელია
  • წერტილოვანი ან გაფანტული სისხლჩაქცევები
  • ფენებს შორის ხანდახან შეიმჩნევა თეთრი ძაფების (ფიბრინის) არსებობა

პროფილაქტიკა

  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე
  • შენობის ხარისხიანი დეზინფექცია
  • ჰიგიენისა და სანიტარიის წესების მაღალი სტანდარტების დაცვა
  • დროული და სწორი ვაქცინაცია
  • ძალიან მნიშვნელოვანია შინაური ფრინველის იზოლაცია გარეული ფრინველებისგან, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაავადების გადამტანები
ბარკალი
ფაბრიციუსის ჩანთა