რკინა წარმოადგენს უჯრედის მნიშვნელოვან კომპონენტს და მონაწილეობს ქსოვილურ სუნთქვაში. ეს არის ერთ-ერთი მიკროელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს გოჭების სრულფასოვან ზრდას და ჯანმრთელობას.

ღორები ფერმებში ხშირ შემთხვევაში ცხოვრობენ იზოლირებულ ბეტონის, მეტალის ან პლასტმასის გარემოში, რის გამოც მოკლებულნი არიან რკინის ბუნებრივ წყაროსთან წვდომას. ბუნებაში ყველა გოჭი იბადება ორგანიზმში რკინის შეზღუდული რაოდენობით – ჯამში საშუალოდ 50მგ. დაბადებიდან გოჭის რკინის შემცველობის საერთო რაოდენობა საკმარისია სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის მხოლოდ 3-4 დღის შენარჩუნებისთვის. ასევე უნდა ვახსენოთ, რომ დედა ღორის რძე მწირია რკინის შემცველობით (დედა ღორის 1 ლიტრი რძე შეიცავს დაახლოებით 1 მგ რკინას, მაშინ როდესაც გოჭებს ესაჭიროებათ 7-8მგ რკინა დღეში). დღის განმავლობაში გოჭი იღებს რკინის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 20%-ს.

ასევე რკინადეფიციტის მიზეზი შეიძლება გახდეს გოჭის ინტენსიური ზრდა, როდესაც 6-8 დღის გოჭის წონა უკვე გაორმაგებულია იზრდება სისხლის საერთო რაოდენობა, კუნთოვანი მასა, ხოლო ამ დროს ჰემოგლობინის რაოდენობა რჩება უცვლელი. შედეგი კი სახეზეა, თუ გოჭის ორგანიზმში ხელოვნურად არ შეჰყავთ პრეპარატი, ვითარდება რკინა დეფიციტური ანემია.

ანემია – მდგომარეობა, რომლის დროსაც ვითარდება ჰემოგლობინის და ერითროციტების დეფიციტი (ნაკლებობა) სისხლის საზომ ერთ ერთეულში. ანემია იწვევს ყველა ქსოვილის ჟანგბადით უზრუნველყოფის გაუარესებას, ხოლო გართულებულ შემთხვევაში კი იწვევს ორგანიზმის სიკვდილს.

რკინადეფიციტური ანემიის კლინიკური ნიშნებია:

  • სიფერმკრთალე;
  • ლორწოვანი გარსების ციანოზი;
  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და გოჭების სისუსტე;
  • მშრალი, დანაოჭებული კანი;
  • საკვების უარყოფა;
  • ზრდის შეფერხება;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ქრონიკული დიარეა;
  • სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღწევს 30%-ს.

რკინის დეფიციტის დროს, ორგანიზმის რეზერვი პირველ რიგში იხარჯება სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის შენარჩუნებაზე რაც ცუდად მოქმედებს სასუნთქ ფერმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსოვილოვან სუნთქვას და ზრდის ენერგიას.

გოჭებში რკინადეფიციტური ანემიის პრევენცია საკმაოდ მარტივია. გოჭის სიცოცხლის პირველ დღეებში გამოიყენება რკინა შემცველი პრეპარატების ინექცია. რკინადეფიციტური ანემიით გამოწვეული ზრდის ინტენსივობის შეფერხების პრევენციისთვის რეკომენდირებულია რკინა შემცველი პრეპარატის ინექცია გოჭის სიცოცხლის მე-2/4 დღეებში.  გოჭს ინექციას უკეთებენ კუნთში, კისრის მიდამოში.

Алиментарная (железодефицитная ) анемия поросят: симптомы и лечение