• დედაღორის უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი;

მიზეზი: დედაღორის არასწორი კვება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დედაღორის ჯანმრთელობა და ნაკვებობა გოჭების პროდუქტიულობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია!!!

  • ინფექციური დაავადებები (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, უმარტივესები);

მიზეზი: ინფექციური დავადებები ღორს გადაეცემა სადედიდან, კერატებიდან, გადამტანებიდან, ჰაერწვეთოვანი გზით.

მნიშვნელოვანია ჰიგიენის, ბიოუსაფრთხოებისა და პრევენციული ღონისძიებების (გეგმიური ვაქცინაციის) დაცვა!!!

  • სუსტი ბუდობა (სუსტი გოჭები);

მიზეზი: გენეტიკა, სადედეს არასწორი შენახვა, შენახვის პირობების დარღვევა, სადედეს ჯანმრთელობა, ფერმაში დაავადების მაღალი ფონი.

  • გოჭის არასწორი ასხლეტა დედა ღორისგან;

მიზეზი: ასხლეტის არასწორი პერიოდის შერჩევა, გარდამავალი პერიოდის დარღვევა (რძიდან მშრალ საკვებზე არასწორი გადაყვანა).

გოჭის მიერ არასწორი (შეუსაბამო) საკვების მოხმარება, მაგალითად, დედა ღორის საკვების გამოყენება.

  • უხარისხო საკვები;

მიზეზი: დაუბალანსებელი მზა საკვები, უხარისხო ნედლეულით დამზადებული მზა საკვები,  კონცენტრატის გამოყენების შემთხვევაში – უხარისხო მარცვლეული ან შერევის თანაფარდობის დარღვევა.

  • საკვების ფაზების მყისიერი ცვლილება;

ნებისმიერი ახალი საკვების გამოყენებისას – ფაზის ცვლილებისას, აუცილებელია გარდამავალი პერიოდის დაცვა (ახალი და ძველი საკვების გადარევით, რომელიც სამი-ხუთი დღე უნდა გრძელდებოდეს).

  • სუფთა, სასმელი წყალი ნებაზე;

გოჭები (ღორები) წყალს უნდა სვამდნენ სპეციალური (იზოლირებული) სარწყულებლების საშუალებით!!!

წყალი მინიმალურად უნდა ბინძურდებოდეს: ღორის შეხებით, საკვებით, ფეკალიითა და სხვა გამონაყოფებით.

წყალი უნდა იყოს შესაბამისი ტემპერატურის ( 16-20 C0).

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთის ან რამდენიმეს არსებობის შემთხვევაში ვაწყდებით მრავალ პრობლემას, ღორების მოწყენილობიდან დაწყებული, უარეს შემთხვევაში, სიკვდილიანობით დამთავრებული.

ხშირ შემთხვევაში, პრობლემურ ფერმებში კონცენტრირებული – ინტენსიური საღორე მეურნეობებისთვის შექმნილი საკვების გამოყენება, ისეთის, როგორიც არის, Pig Max სტარტი, გოჭებში იწვევს კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლას, რაც დიარეის (ფაღარათის) სახით ვლინდება. იგივე ეხება 20/25%-იანი კონცენტრატების გამოყენებას (სასტარტო პერიოდში).

სწორედ პრობლემური საღორე მეურნეობებისთვის, რომლებიც ვერ იცავენ ყველა აუცილებელ პირობას ღორების გამოზრდისას, რეკომენდებულია გრანულირებული პრესტარტერული საკვების გამოყენება და შემდგომ Sando Start-ის მოხმარება, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს დიარეის (ფაღარათის) შემთხვევები.

Sando Start-ის ფაზის საკვების (25 კგ ოდენობით) გამოყენების შემდგომ შეგიძლიათ გააგრძელოთ ღორების კვება ნებისმიერი მზა საკვებით ან კონცენტრატით დამზადებული საკვებით.

* Pig Max მზა საკვების სტარტის გამოიყენება მაღალპროდუქტიულ ფერმებში, ბიოუსაფრთხოების და ჯანმრთელობის მაღალი სტატუსის მქონე ღორების სუქებისას პერიოდში.