ენდო პარაზიტები

საქონლის გამოზრდა შრომატევადი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას. მესაქონლეობაში გავრცელებულია და ყველასთვის ცნობილია პრობლემა სახელად ჰელმინთოზები, ანუ ჭიები. საქონლის გასეირნება აუცილებელია კარგ და შემოწმებულ საძოვრებზე, რადგან დიდი ალბათობაა გაჩნდეს ჰელმინთური დაავადებები, განსაკუთრებით როდესაც არ ხდება პირუტყვის პროფილაქტიკური-მედიკამენტური დამუშავება წელიწადში 2 ჯერ.

 ჰელმინთები არამხოლოდ ამცირებენ საქონლის პროდუქტიულობას, არამედ მოქმედებენ მიღებულ პროდუქტზე, როგორიცაა რძე და ხორცი. ამიტომაც აუცილებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დამუშავება შინაგან პარაზიტებზე.

არსებობს ჭიებით ინვაზიის უამრავი სახე. მათი ლოკალიზაცია ორგანიზმში განსხვავდება და შესაძლოა იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ფილტვებში, კანქვეშ და თვალშიც კი. ჭიების სახეობაზე დამოკიდებულია ორგანიზმზე ზემოქმედება, ადგილმდებარეობა, კლინიკური სიმპტომები და მკურნალობაც.  არსებობს ჭიების უამრავი ნაირსახეობა და მათი მოქმედება ორგანიზმზე სხვადასხვაგვარია, თუმცა შესაძლოა გამოვყოთ 5 ძირითადი სახეობა და დაავადებები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში.

დიკტიოკაულოზი

დაავადების გამომწვევია ნემატოდები, რომლებიც მიეკუთვნებიან მრგვალი, რესპირატორული კლასის ჭიებს. ჭიები ლოკალიზდებიან სასუნთქი სისტემის ორგანოებში. დასნებოვნება ხდება ცუდად შერჩეული საძოვრების ნიადაგიდან და დაბინძურებული სარწყულებლებიდან. ნემატოდები იწვევენ ფიზიკურ სისუსტეს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობას და სასუნთქი გზების სერიოზულ პრობლემებს.

ეხინოკოკოზი

 დაავადებას იწვევს ეხინოკოკის ლარვა. პარაზიტი მოღვაწეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ეხინოკოკები იწვევენ რბილი ქსოვილის ატროფიას, რის შედეგად დაზიანებული ქსოვილები, ორგანოები კვდებიან.

იმის მიხედვით თუ, სად ლოკალიზდებიან ეხინოკოკები განსხვავებულია სიმპტომატიკაც. ფილტვებში ან ბრონქებში მოხვედრისას საქონელი ძლიერ ახველებს, ჩნდება სუნთქვის უკმარისობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ის აზიანებს მომნელებელ სისტემას, იწვევს ფაღარათს ან გაუვალობას. საქონელი სუსტდება და უარს ამბობს საკვებზე.

ტელაზიოზი

დაავადების აღმძვრელია ტელაზიის ჭია, ეს დაავადება გადააქვს ბუზს, რომელიც დიდი რაოდენობითაა საძოვრებზე. პარაზიტები ხვდებიან საქონლის თვალებზე, გამოდიან ბუზის სხეულიდან და იწყებენ ზრდა-განვითარებას.

ტელაზიას ახასიათებს სეზონურობა, როდესაც დიდი რაოდენობით გავრცელებულია ბუზები. ეს პერიოდი მერყეობს გაზაფხულის ბოლოდან, ზაფხული-შემოდგომის პერიოდში. სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცრემლდენა, თვალის ლორწოვანი გარსების ანთება ან მხედველობის სრული დაკარგვა.

ასკარიდოზი

დაავადებას იწვევენ მსხვილი ნემატოდები, რომლებიც მოთავსებულები არიან საქონლის წვრილ ნაწლავში. ძირითადად დაავადება უჩნდებათ ახალგაზრდა ხბოებს. დაავადების გადატანა ხდება საშვილოსნოდან ან დედის რძიდან.

სიმპტომატიკა ძალიან თვალსაჩინოა, ცხოველი სწრაფად იკლებს წონაში, სრულად ამბობს უარს საკვებზე, შესამჩნევია მოწამვლის დამახასიათებელი სიმპტომები. ზიანდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება.

მონიეზიოზი

განსაკუთრებით საშიში დაავადებაა, რომელსაც იწვევენ მონიეზიები. პარაზიტი აღწევს 3 მეტრიან ზომას, ხოლო სისქე აღწევს 2-3 სმ-ს. დაავადების გადატანა ძირითადად ხდება ახალ მოთიბული ბალახის მეშვეობით, რომელშიც ბინადრობენ ტკიპები. ძირითადი სიმპტომები გამოიხატება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით და ლიმფური კვანძების გადიდებით.

დაავადების გავრცელებს გზები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინფიცირების უამრავი ხერხია, განვიხილოთ რამდენიმე:

  1. წყლის მიღების დროს. საძოვრებზე არსებული წყალი (მდინარე, ტბა, ა.შ.) შესაძლოა დაბინძურებული იყოს მწერების ლავრებით, ან სხვა ცხოველების ფეკალიით, რომლებიც შეიცავენ პარაზიტებს.
  2. კვების დროს – ჭიები მოთავსებულები არიან ბალახის საფარის გრუნტის ზედა ფენებზე, დაბინძურებული ბალახით კვებისას მარტივია ცხოველის დასნებოვნება.
  3. საქონლის ფეკალიის მეშვეობით. სადგომში საქონელი გამოყოფს დიდი რაოდენობით ფეკალს, რომელიც დაბინძურებულია სხვადასხვა ჭიებით. დაბინძურებული ფეკალი ხდება დაავადების მექანიკური გადამტანი.
  4. მწერები – სხვადასხვა მწერების სახეობებს გადააქვთ პარაზიტები საკუთარი ორგანიზმით. ხელსაყრელ პირობებში პარაზიტი ტოვებს ბუზის სხეულს და იჭრება პირუტყვის ქსოვილებში.

სიმპტომები

ასაკის მიუხედავად სიმპტომები მსგავსია. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ფილტვების და ბრონქების დაზიანება, კრუნჩხვები;
  • სწრაფი წონის კლება;
  • მოწამვლის ნიშნები;
  • სისუსტე, უმოძრაობა, ფიზიკური უკმარისობა;
  • საკვების სრული უარყოფა, საქონელი იწყებს საკუთარი ფეკალიის ჭამა;
  • ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ხიხინი.

ჭიები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ვრცელდებიან მთელს ორგანიზმში, აზიანებენ შინაგან ორგანოებს და შეიძლება გამოიწვიონ სიკვდილიც კი.

ყურადღება მიაქციეთ საქონლის უმოძრაობას, თუ ის არ ცდილობს საკვებიდან გემრიელი ნაწილის შეჭმას, სასურველია ეჭვი მივიტანოთ ინვაზიურ დაავადებებზე.

ფილტვებში მოხვედრისას ჭიები ანადგურებენ ალვეოლებს და ბრონქებს, ჩნდება სუნთქვითი უკმარისობა, ყურადღების არ მიქცევის შემთხვევაში, ზიანდებიან ორგანოები, ჩნდება აბსცესები, ამ შემთხვევაში საქონლის გადარჩენა შეუძლებელია.

პროფილაქტიკა:

  1. აუცილებლად დაამუშავეთ თქვენი საქონელი პარაზიტული დაავადებების წინააღმდეგ.
  2. დაასუფთავეთ და დაამუშავეთ სადგომი.
  3. არ შეურიოთ ახალგაზრდა და ზრდასრული საქონელი ვაქცინაციის დასრულებამდე.
  4. პერიოდულად შეამოწმეთ საქონლის ფეკალი.
  5. დაასუფთავეთ საკვებურები და იატაკი ნარჩენი საკვებისგან.

ექტო-პარაზიტები

მესაქონლეობაში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს პარაზიტებთან ბრძოლა. ერთ-ერთი სამიზნეს წარმოადგენს ექტო პარაზიტები, რომლებიც უშუალო კონტაქტით პარაზიტობენ ცხოველის ორგანიზმზე და იწვევენ სხვადასხვა გართულებებს, როგორიცაა – ძლიერი ქავილი, მოუსვენრობა, ბალნის ცვენა, კანის მექანიკური დაზიანება. გარდა მაგისა პარაზიტებს უშუალო კონტაქტით გადააქვთ საშიში ინფექციური და არა ინფექციური დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ გაანადგურონ საქონლის მთლიანი გუნდი.

უშუალო ექტო პარაზიტების ზეგავლენა ცხოველზე:

  • წველადობის შემცირება 25%-მდე
  • წონამატის შემცირება 20-50%-ით;
  • ზრდა-განვითარების შემცირება;
  • კანის ზედაპირის დაზიანება;
  • წველადობის დროს პრობლემები – საქონელი ვერ ჩერდება ერთ ადგილას, ბაკუნობს ადგილზე და იშორებს საწველ აპარატს.

მესაქონლეობას დიდ საფრთხეს უქმის ექტო პარაზიტები, რადგან მათ გადააქვთ საშიში ვირუსული, ბაქტერიული და ინვაზიური დაავადებები.

ვირუსული დაავადებების მაგალითი:

ბლუთანგი (კატარალური ცხელება) – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომლის გადამტანია სისხლის მწოველი მწერები. დაავადებას ახასიათებს ცხელება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსების დაზიანება, ენის შესიება, თვალის ლორწოვანი გარსების დაზიანება, ნეკროზის გერეკის გაჩენა, ჩლიქების კანის და უშუალოდ ჩლიქების დაზიანება.

ბრუცელოზი – ამ დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს ტკიპა. დაავადება იწვევს ცხოველის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების მოშლას, რის შემდეგ ის კვდება.

ბაქტერიული დაავადებების მაგალითი:

მასტიტები – დაავადების ძირითადი აღმძვრელია სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები, რომლების გადატანაც შეუძლიათ მწერებს.

ნაწლავის ჩხირები – ეს მიკროორგანიზმები ცხოვრობენ ცოცხალი ორგანიზმის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და არ ვნებენ მას, თუმცა არსებობს პათოგენური შტამები, რომლებიც გამავრცელებელი არიან მწერებიც. ასეთ დაავადებას ჰქვია კოლიბაქტერიოზი.

პარაზიტული დაავადებების მაგალითი:

პიროპლაზმოზი – მწვავედ მიმდინარე მეტად გავრცელებული დაავადება მესაქონლეობაში. დაავადების გადამტანია ტკიპა, რომელსაც გადააქვს პარაზიტები სახელად პიროპლაზმები (ბაბეზიები) – სისხლის ერითროციტების პარაზიტები. დაავადებას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის მკვეთრი და სწრაფი ზრდა (42°С- მდე), ანემიები, თვალის ლორწოვანი გარსების ანთება და ძირითადი სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციის მოშლა.

პროფილაქტიკა

აუცილებელია საქონლის დამუშავება ექტო პარაზიტების წინააღმდეგ.

  1. ცხოველის დამუშავება უნდა დაიწყოს გაზაფხულზე, მწერების გამოჩენამდე.
  2. დამუშავებული უნდა იყოს არამხოლოდ ცხოველები, არამედ სადგომიც სადაც მოთავსებულია საქონელი.

პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებული უნდა იყოს მოსაწამლი საშუალებები, რომლითაც მოხდება საქონლის კანის ზედაპირის მოწამვლა.