ინფექციური ბრონქიტი ფართოდ გავრცელებული ფრინველის ვირუსული დაავადებაა, დაავადების ამთვისებელია ნებისმიერი სახეობის ფრინველი, ვირუსი არამდგრადია გარემო პირობების მიმართ (მგრძნობიარეა დეზინფექტანტების მიმართ). დაავადება იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს მთელი მსოფლიო მასშტაბით.

დაავადების აღმძვრელი და გადამტანი ფაქტორები

 ინფექციური ბრონქიტის ძირითად გადამტანად შეიძლება ჩაითვალოს დაავადებული და დაავადება მოხდილი ფრინველი, რომლებიც გამოყოფენ ვირუსს გარემოში ან რჩებიან დაავადების გადამტანად გამოჯანმრთელების შემდეგ 105 დღის განმავლობაში.

ირუსის გამოყოფა

  • დაავადებული ფრინველის ნერწყვი;
  • გამონადენი თვალებიდან და ნესტოებიდან;
  • სკორე.

ფრინველი ძირითადად ავადდება აირწვეთოვანი გზით, ასევე დაინფიცირებული საკვების ან წყლის მიღებისას.

ლინიკური სიმპტომები

რესპირატორული ფორმა:

  • გაძნელებული სუნთქვა;
  • ცემინება;
  • გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან;
  • წიწილები, როგორც წესი დასუსტებულები, არ ჭამენ საკვებს;
  • დაბალი სიკვდილის მაჩვენებელი.

ნეფროპათოგენური ფორმა:

  • მეტად დათრგუნული მდგომარეობა;
  • თხიერი სკორე, რაც იწვევს ქვეშსაფენის დასველებას;
  • გაძლიერებული წყლის მოხმარება;
  • მაღალი სიკვდილიანობა;
  • ღვიძლის დაზიანება. (ზომაში გაზრდა)
  • თირკმელების დაზიანება (ზომაში მატება – შარდმჟავა დიათეზის ჩამოყალიბება)

რეპროდუქციული ფორმა:

  • კვერცხმდებლობის შემცირება;
  • კვერცხის ხარისხის დაცემა (ნაჭუჭის დეფორმაცია და შიგთავსის ხარისხის შეცვლა);
  • ერთდღიანი წიწილის ხარისხის დაქვეითება;
  • ცრუ კვერცხმდებლობის სინდრომი.

ამ შემთხვევაში დაავადების გამოვლინება ძირითადად ხდება კვერცხმდებლობის დაცემით (30-80%). დაავადებული ფრინველის კვერცხი არასწორი, დეფორმირებული ფორმისაა, კვერცხის შიგთავსის დათვალიერებისას, ცილის კონსისტენცია გათხელებული და ერთგვაროვანია.

პროფილაქტიკა

დროულად ჩაატარეთ ვაქცინაცია ინფექციური ბრონქიტის სხვადასხვა შტამების წინააღმდეგ!

ვაქცინაციის სქემებს უნდა ადგენდეს კვალიფიცირებული ვეტერინარი ექიმი.

 ინფექციური ბრონქიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს სხვადასხვა ასაკის ფრინველების ერთმანეთისგან არიდებას, საფრინველეში ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვას.

 საფრინველეში დაავადების დაფიქსირებისას აუცილებელია დაავადებული ან დაავადებაზე ეჭვმიტანილი ფრინველის გამორჩევა და იზოლაცია.

  • დაიცავით სისუფთავე საფრინველეში;
  • აუმაღლეთ ფრინველს იმუნიტეტი სხვადასხვა ვიტამინო/მინერალური პრეპარატებით;
  • აუცილებლად ჩაატარეთ ხარიახიანი დეზინფექცია/დერატიზაცია საფრინვეელში;
  • დროულად და სწორედ გამოიყენეთ ვაქცინა