ენტეროვირუსული ქათმის ჰეპატიტი – არის ძლიერ გადამდები ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს წიწილებს 1 კვირის ასაკიდან. მას ახასიათებს ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების და იმუნური სისტემის დაზიანება.

დაავადება თავდაპირველად ხვდება სასუნთქ გზებში და წვრილ ნაწლავში, სადაც იწვევს კატარალურ ანთებით პროცესებს. ნაწლავების დაზიანების შემდეგ, სისხლთან ერთად ის ხვდება ღვიძლში, სადაც ახლიდან იწყება ანთებითი პროცესების ჩამოყალიბებას და შემდგომ ღვიძლის დესტრუქციულ ცვლილებებს.

ეპიზოოტიური თავისებურება

ენტეროვირუსული ჰეპატიტი ხვდება წიწილებს 1 კვირის ასაკიდან და მისი გავრცელების გზები  შემდეგია – ტრანსოვალური, აეროგენული, ალიმენტარული. სრული გუნდის დაინფიცირება აღწევს 80-90%-ს, ხოლო ლეტალური შედეგის მაჩვენებელი 25-30%-ს.

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-6 დღე. დაავადებულ ფრინველში შეიმჩნევა აპათია, მადის დაკარგვა, ფაღარათი. ლეტალური შედეგის პიკი შეიმჩნევა დაავადების მე-4-5 დღეს, რის შემდეგ ეს მაჩვენებელი კლებულობს და მე 10-12 დღეს ლეტალური შედეგის მაჩვენებელი მკვეთრად კლებულობს. დაავადება გადატანილი ფრინველი ჩამორჩება წონაში, ნაკლებად მოძრავია და ხშირად შეიმჩნევა ფაღარათი.

კლინიკური ნიშნები

დაავადების პირველი კლინიკური ნიშნების შემჩნევა შესაძლებელია წიწილების სისოცხლის მე 5-10 დღეს. 2-3 კვირის შემდეგომ ფერმაში დაავადებული ფრინველების რაოდენობა აღწევს 90%-ს.

კლინიკური ნიშნები შემდეგია:

  • ღვიძლის ზომაში გადიდება და ფერის ცვლა. ხშირ შემთხვევაში ღვიძლი მუქი მოყვითალო ან რუხი ფერისაა;
  • შეიმჩნევა ნერვული დაზიანებები (კრუნჩხვები, კისრის გადაგრეხა);
  • პარეზები, გაშეშება;
  • საკვების უარყოფა;
  • ფაღარათი;
  • წონაში ჩამორჩენა;
  • კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსების ანთება;

დაავადების დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში ამზადებენ ბიო ცდას, რა დროსაც სისხლიდან გამოყოფენ სპეციფიკურ ანტისხეულებს. დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პათ-ანატომიურ ცვლილებებს:

  • ფრინველის გაკვეთისას ღვიძლი არის მოყვითალო, რუხის ფერის;
  • ღვიძლის და კუჭის ზედაპირზე შესამჩნევია სისხლჩაქცევები;
  • ნაღვლის ბუშტი გადავსებულია მკვრივი სითხით;
  • ელენთაზე შესამჩნევია წერტილოვანი სისხლჩაქცევები.

დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა

აუცილებელია დაავადებული ფრინველის იზოლირება და შენობაში კარგი დეზინფექციის ჩატარება. ამ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში აქცენტი უნდა გაკეთდეს ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებაზე. ამისთვის სასურველია გამოყენებული იყოს C ვიტამინი და ორგანული მჟავები, როგორიცაა ლიმონმჟავა.

მეორეული დაავადებების (როგორიცაა კოლი ბაქტერიოზი) დიაგნოსტიკის შემთხვევაში, მიზანმიმართულია სხვადასხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება.