თანამედროვეობაში საკალმახეების მასშტაბური განვითარებისას, უფრო მეტი ყურადღება ენიჭება თევზების სელექციასა და სწორ კვებას, ვიდრე მედიკამენტებით მკურნალობასა და ვაქცინაციას. ამ ყველაფრის მიზანია თევზის გამძლეობის მომატება სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

 დაავადებების განვითარებას თან სდევს თევზის ქცევის შეცვლა, როგორიცაა: მადის დაკარგვა, წყლის ზედაპირზე თევზების რაოდენობის ზრდა, წყალში სწრაფი მოძრაობა, წრიული მოძრაობა, წონასწორობის დაკარგვა, ზოგადი სისუსტე. ხოლო დაავადების კლინიკური ნიშნებიდან შესამჩნევი ხდება სხეულის კონკრეტული მონაკვეთების გაუფერულება, ცალკეული სხეულის მონაკვეთების ანთებითი პროცესები, შესივების წარმოქმნა სხეულსა და ლაყუჩებზე, თვალის ამობურცვა და ა.შ. დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ორგანოების ან ქსოვილების ფერის შეცვლა, სისხლდენა, პირის ღრუში სითხის დაგროვება და ქსოვილის ან ორგანოების სტრუქტურის შეცვლა.

პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვალი) ინფექციური ნეკროზი.

დაავადების აღმძვრელია Birnaviridae სახეობის ვირუსი, რომელიც მარტივად აზიანებს ლიფსიტებს და ახალგაზრდა თევზებს (20 კვირამდე ასაკის), სიკვდილის მაჩვენებელი აღწევს 100%-მდე. ზრდასრული ინდივიდები ასევე ავადდებიან ამ ვირუსით, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. დაავადება ვრცელდება დასნებოვნებულ ხიზილალასთან ერთად. დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები არ არის შემუშავებული. პრევენციის სახით საჭიროა ხიზილალის შეძენა სერთიფიცირებული საწარმოსაგან და ასევე მისი დეზინფექცია. აუცილებელია ამ ვირუსის კონტროლი 2-4 და 8-10 კვირის ასაკში.

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია.

დაავადების აღმძვრელია Rhabdoviridae სახეობის ვირუსი, რომელიც ვრცელდება წყალთან ერთად, სადაც ბინადრობს დაავადებული თევზი, ხიზილალასთან, დაბინძურებულ მოვლა-შენახვის ნივთებთან ერთად. ვირუსი საკმაოდ გამძლეა დაბალი ტემპერატურების მიმართ. მას შეუძლია თევზის სრული სულადობის გაწყვეტა, კვდება როგორც ლიფსიტა, ასევე ზრდასრული, გასაყიდი თევზიც. სიკვდილიანობის  მაჩვენებელი 80%-ზე მაღალია. დაავადებულ თევზში შეიმჩნევა კანის ზედაპირის შემუქება, თვალების ამოვარდნა, ანემია, შებერილობა მუცლის მიდამოში, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. დაავადების მკურნალობა შემუშავებული არ არის და ძირითადი აქცენტი ენიჭება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რაც ითვალისწინებს თევზისთვის ოპტიმალური გარემო პირობების შენარჩუნებას და სწორ კვებას.

ბაქტერიული დაავადებები

ბაქტერიულ დაავადებებს თევზში იწვევს ნატურალური საპროფიტული ორგანიზმები, რომლებიც გავრცელებულები არიან ყველა წყალსაცავში. ეს მიკროორგანიზმები იმყოფებიან ჯანმრთელი თევზის სხეულის ზედაპირზე და ავლენენ პათოგენურ თვისებებს თევზის ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, სტრესის დროს.

ფურონკოლოზი.

დაავადების გამომწვევია Aeromonas, რომელიც სწრაფად მრავლდება დაბინძურებულ წყალში და ასევე სწრაფად კვდება სუფთა წყალში. დაავადება იწყება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით, რის შემდეგ სხეულის ზედაპირზე ჩნდება დაზიანებები, ასევე დაზიანებულ ადგილებში მრავლდებიან ბაქტერიები ის იწყება ლპობითი პროცესები. დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ხიზილალის დეზინფექცია. ასევე აუცილებელია წყლის ხარისხის კონტროლი და დასმის სიმჭიდროვის გათვალისწინება.

ღვიძლის ბაქტერიული დაავადება.

დაავადების აღმძვრელია Renibacterium salmoninarum, რომელიც იწვევს ქრონიკულად მიმდინარე დაავადებას, რომლისთვის დამახასიათებელია ღვიძლზე თეთრი-რუხი ფერის ჩირქოვანი წამონაზარდები. დაავადება განუკურნებელია.

მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს Myxobacteria, დაავადება ვრცელდება იმ დროს, როდესაც წყლის ტემპერატურა აღემატება 15°С -ს. დაავადება პირველ რიგში აზიანებს იმ თევზს, რომელიც იმყოფება სტრესში. დაავადების მკურნალობისთვის აუცილებელია ბაქტერიების სწრაფი იდენტიფიკაცია და წყლის ტემპერატურის დაწევა. თევზისთვის ამ დროს რეკომენდირებულია აბაზანა სადეზინფექციო ხსნარში.

საპტოლეგნიოზი.

დაავადება, რომლის გამომწვევია წყლის ობის სოკოები. დასუსტებულ ან ტრამვირებულ თევზზე სოკოები სწრაფად ვრცელდებიან და წარმოქმნიან ფუმფულა თეთრ ძაფებს თევზის გარშემო. ამ სოკოების სპორები მუდმივად არსებობენ ბუნებასა და წყალში. ნახშირორჟანგის შთანთქმით და ხიზილალის გადახლართვით ამ სოკოებმა შეიძლება გამოიწვიონ დიდი რაოდენობით გამოწუნება. სიბნელეში სოკოები ნაკლებად სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე სინათლეში.