კანიბალიზმი, ან ქათმის ერთმანეთის კორტნა – პათოლოგიური ქცევა, რომელიც ვლინდება აგრესიით, ბუმბულის ჭამით, კანისა და კლოაკის დაზიანებით და სიკვდილით. დაავადება ვლინდება ნებისმიერ ასაკსა და სტადიაში. კანიბალიზმისაკენ თანაბრად მიდრეკილია ფრინველი გალიაში დასმისას და იატაკზე დასმის დროს.

ბუმბულის კორტნა და კანიბალიზმი ფრინველის გუნდის არა კეთილმოწყობის ნიშანია. დაავადება მთავრდება ტრავმებით, სისხლდენით და ფრინველის სიკვდილით, იზრდება საკვების მოხმარება და მცირდება პროდუქტიულობა. ფრინველის გუნდში კანიბალიზმის გაჩენის შემდეგ, მისი აღმოფხვრა ძალიან რთულია, ამიტომაც გზა წარმატებისკენ არის პროფილაქტიკა.

კანიბალიზმის ნიშნების აღმოჩენა ძალიან მარტივია – სისხლი ფრინველის სხვადასხვა ნაწილში, კანიბალი ქათმების ნისკარტზე – სისხლი, ნაკორტნი გვამები.

კანიბალიზმის მიზეზები

  • შენახვის ცუდი პირობები; განათების ინტენსივობა და ხანგრძლივობა: საფრინველეში მაღალი განათება, განათების მიწოდების საათების ხანგრძლივობა, რომლითაც უზრუნველვყოფთ ფრინველს, ახდენს გავლენას კანიბალისტურ ქცევაზე;
  • ცუდი მიკროკლიმატი საფრინველეში – სიცხე, დაბალი ტენი, მაღალი ტემპერატურები იწვევს იმას, რომ ფრინველი გრძნობს თავს არაკომფორტულად და იწყებს კორტნას;
  • დასმის სიმჭიდროვე; ადგილის უკმარისობა, არასაკმარისი სივრცე საკვებურთან და სარწყულებელთან;
  • სტრეს ფაქტორები; მართვის მეთოდების შეცვლამ (მენეჯმენტი), ან გარემო პირობების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და აგრესია ფრინველში;
  • კანის გაღიზიანება პარაზიტების გამო, ქათმის ტკიპა;
  • გამოკვებისას – დომინანტი მამლების აგრესიულობა;
  • ფრინველის გალიებზე ტრავმირება.

კანიბალიზმის პროფილაქტიკა და კონტროლი

  • ძალიან მნიშვნელოვანია კანიბალიზმის სწრაფი შეჩერება, სანამ ის გავრცელდა მთელ საფრინველეში, არსებობს უამრავი ხერხი მიზნის მისაღწევად, მაგრამ არსებული კანიბალიზმის მოშორება საფრინველიდან საკმაოდ რთულია;
  • გამოარჩიეთ კანიბალი ფრინველები საფრინველიდან;
  • გამოარჩიეთ დაკორტნილი ქათმები საფრინველიდან და მოუარეთ ცალკე;
  • შეამცირეთ საფრინველეში სინათლის ხანგრძლივობა 10-12 საათამდე, თუ ფრინველი 0-18 კვირის ასაკისაა, ასევე შეამცირეთ სიკაშკაშე, ხელოვნური განათება არ უნდა აღწევდეს 10-15 ლუქს (დაბალ ინტენსიური შუქი), საფრინველის გასანათებლად არ გამოიყენოთ 40W -ზე მაღალი ნათურა;
  • თუ გაქვთ საშუალება განახორციელეთ ფრინველის ნისკარტის მოჭრა. პროფილაქტიკის მიზნის დიდ წარმოებებში ახალგაზრდა ფრინველს აჭრიან ნისკარტს – დებიკირება;
  • მოერიდეთ სხვადასხვა ასაკის, ფერის, ჯიშის, ზომის, სხვადასხვა ადგილზე გაზრდილ ფრინველების ერთად დასმას, ეს ყველაფერი ხშირად არღვევს სოციალურ წყობას და ზრდის კანიბალიზმის გამოვლინების შანსებს;
  • დაამატეთ ქანდარა საფრინველეში, ფრინველი დაისვენებს უსაფრთხოდ;
  • რეკომენდირებულია საფრინველეში ჩატარდეს ვიტამინოთერაპიის სრული კურსი (A, D3, E, C), ასევე ამინომჟავების  სრული კურსი (4-5 დღე – ყოველთვიურად);
  • პროფილაქტიკისთვის ასევე შესაძლოა გამოიყენოთ ორგანული მჟავები (ლიმონმჟავა, ჭიანჭველა მჟავა და ა.შ.) (5-10 დღე);
  • შეამცირეთ დასმის სიმჭიდროვე, ან მოუმატეთ ფართს საფრინველეში, ფრინველმა თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი, მნიშვნელოვანია ვუზრუნველყოთ ფრინველი საკმარისი ადგილით, რომ მან შეძლოს დაუბრკოლებლად ჭამა და სმა. ამ პირობის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს კონკურენცია, რის შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს კანიბალიზმი.

დაამატეთ საკვებურები და საწყურებლები საფრინველეში, იხილეთ ცხრილი #1;

ცხრილი #1

ასაკი(კვირა)დასმის სიმჭიდროვე 1მ2 (ფრთა)საკვების ფრონტი (სმ) გრძელი საკვებურიმრგვალი საკვებური (40სმ დიამეტრი)დაწყურების ფრონტი ერთ ფრთაზე (სმ)განათების ხანგრძლივობა (საათი)
0-8  15 3,5   70 2,5 18-20
9-18 10 35 4,5 10-12
>18 ( და მეტი) 10 30 15-16