ჩვეულებრივი კობრი

კვების თავისებურებები

ჩვეულებრივი კობრი – მათ შორის – სარკისებრი კობრი

ჩვეულებრივი კობრი ბუნებრივად მშვიდობიანი, ყველაფრისმჭამელი თევზია.

საკვებად მოიხმარს მრავალფეროვან ბუნებრივ საკვებს, მათ შორის:
• პლანქტონს და მცირე კიბოსნაირებს,
• მწერებს (მათ შორის მატლებს და ჭუპრებს)
• წყლის მცენარეების რბილ მარცვლებს,
• თევზის ქვირითს და ლიფსიტებს, ასევე მომცრო ზომის თევზებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივი კობრი ძალზედ მოქნილია გარემო არის ცვლილებების მიმართ, საარსებო გარემოში საკვების ცვლილებისას მისთვის უპირატესი საკვებიდან მარტივად შეუძლია ალერნატიულ საკვებზე გადასვლა.

თეთრი ამური, კვების თავისებურებები

თეთრი ამური მცენარის მჭამელი თევზია

ძირითადად იკვებება წყლის მცენარეებით
• დამატებით იკვებება მწერებით და სხვა უხერხემლოებით
• ხალისიანად მოიხმარს გრანულირებულ დაბალანსებულ საკვებს, კულტურულად მოშენების პირობებში.

თეთრი ამური ძირითადად გამოიყენება წყლის სარეველა მცენარეებთან საბრძოლველად.

თეთრი სქელშუბლა

თეთრი სქელშბლას კვების თავისებურებიდან გამომდინარე ფიტოპლანქტონის მჭამელი თევზია, კონკრეტულ საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვნის და კვების რეკომენდაციებზე მონაცმები არ არსებობს.

ტექნიკური მონაცემები

P.S. წყლის საერთო ბიომასაში არ მოიაზრება თეთრი სქელშუბლა

კობრის კვების რეკომენდაციები

კობრის გამოკვება რეკომენდირებულია წყლის ტემპერატურის საშუალოდ 10 გრადუსამდე გათბობის შემდეგ;
• კობრს საკვები მიეწოდება საკვებურით ან წყალში ხელით მოფანტვის საშუალებით;
• ხელით კვების პირობებში კვება შეიძლება დღეში ორჯერ: დილით ადრე და შუადღით;
(წყლის 20 გრადუსზე და ზევით გათბობის შემთხვევაში შესაძლებელია სამჯერადი კვებაც).
• საკვების მიწოდება/მოფანტვა უმჯობესია მოხდეს ერთსა და იმავე ადგილას, რადგანაც თევზი სწავლობს და ეჩვევა გამოკვების ადგილს.