თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ჩართულია მეღორეობის სფეროში იცის, რომ გოჭებს ესაჭიროება მოვლა განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან ჩვეულებრივი ფაღარათი შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით.

განვიხილით ყველაზე გავრცელებული დაავადება გოჭებში – კოლიბაქტერიოზი.

რა არის კოლიბაქტერიოზი და მისი საშიშროება

კოლიბაქტერიოზი ვრცელდება მთელი დედამიწის მასშტაბით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან ვეტერინარულ-სანიტარიული პირობების დაბალი მაჩვენებლით.

კოლიბაქტერიოზი მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს გოჭებს 3 დან 7 დღის ასაკში, უფრო იშვიათად 14 დღემდე ასაკში. ასევე დაავადების მიმართ მგრძნობელობით გამორჩევიან 2 დან 4 თვემდე, ახლად ასხლეტილი გოჭები, რაც დამახასიათებელია საკვების შეცვლის დროს. ინკუბაციური პერიოდი წარმოადგენს რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე.

დაავადებას ახასიათებს სიკვდილიანობის მაღალი კოეფიციენტი, ხოლო გადარჩენილი გოჭები არიან დასუსტებულები და მათი სხეულის მასა მკვეთრად კლებულობს.

დაავადებას არ ახასიათებს სეზონურობა, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომელიც იხსნება ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით. დიდ წარმოებაში კოლიბაქტერიოზი შეიძლება გამოვლინდეს ეპიდემიის სახით.

დაავადების გავრცელების გზები

               დაავადების აღმძვრელია ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი – ეშერეხია კოლი (Escherichia coli), დაავადებას ახასიათებს ადგეზიური თვისება (უჯრედების შეწებება) და ტოქსიკური თვისებები.

ნაწლავის ჩხირისთვის კარგი პირობები შეიძლება ჩაითვალოს ნიადაგი, ფეკალი, წყალი, ის კარგად გრძნობს თავს +37 °С ტემპერატურის დროს, სასურველ პირობებში ეშერეხია ცოცხლობს 1-2 თვის განმავლობაში. ცხოველებით სავსე შენობა არის ოპტიმალური პირობა აღნიშნული ჩხირების საბინადროდ.

დაავადება აღწევს გოჭის ორგანიზმში წყლის, საკვების, ფეკალიის მეშვეობით. ასევე ეშერეხია შეიძლება მოხვდეს ქვეშსაგებში, მოვლა-შენახვის ნივთებში, რომელიც დაბინძურებული შარდით ან ფეკალიით.  

დაავადებული და დაავადება გადატანილი ღორები/გოჭები არიან ძირითადი გამავრცელებლები. კვლევების შედეგად ზრდასრული ღორების 40% არიან ამ დაავადების მატარებლები.

პათოგენეზი

ახალშობილი გოჭების დასნებოვნების მაღალი კოეფიციენტი აიხსნება მათი ორგანიზმის ანატომიო-ფიზიოლოგიური და იმუნოლოგიური თავისებურებებით. ახალშობილის ორგანიზმში არ არის ჯერ დალაგებული ორგანოების ფუნქცია, გოჭები ცუდად განიცდიან გარემო ფაქტორების ცვალებადობას. ახალშობილი გოჭების კუჭში გამოიყოფა არასაკმარისი რაოდენობით ლორწო, მჟავიანობა და კუჭის წვენის ბაქტერიოციდობა მკვეთრად დაწეულია, ხოლო ღვიძლის ბარიერული ფუნქცია არასაკმარისად აქტიურია. ამ ფაქტორების ერთობლიობა იწვევს დაავადებების მიმართ დაბალ მდგრადობას.

გოჭების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომწიფება დგება 2 თვის ასაკიდან. ამიტომაც ამ ასაკამდე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვებითი რაციონის შედგენა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ეშერეხია დაბრკოლების გარეშე აღწევს გოჭების ორგანიზმში და სწრაფად იწყებს გამრავლებას, რის დროს გამოყოფს ენდო და ეგზო ტოქსინებს, რაც იწვევს სწრაფ ინტოქსიკაციას. დაავადების აღმძვრელის მოხვედრა სისხლში ან ლიმფაში იწვევს სრული ორგანიზმის სწრაფ მოწამვლას, ნაწლავის კედლებზე მოხვედრისას ის აზიანებს მათ და იწვევს ორგანიზმში წყლის დაკარგვას, რაც დაკავშირებულია მწვავე დიარეასთან.

დაავადების სიმპტომები

დაავადების ძირითადი მახასიათებელია დიარეა, ორგანიზმის სრული გაუწყლურება, მწვავე ინტოქსიკაცია, სხეულის ტემპერატურის მატება 40-42 °С -მდე, სეპტიცემია (ინფექციის პროგრესული გავრცელება მთელ ორგანიზმში, ორგანოების მძიმე დაზიანებით) და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ასხვავებენ დაავადების მიმდინარეობის ენტერიტულ (წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება), ენტეროტოქსიკულ (შეშუპება) და სეპტიკურ ფორმებს.

მწვავე მიმდინარეობის დროს შეიმჩნევა ფაღარათი, თვალის გადაბრუნება, ტკივილები მუცლის ღრუში, კრუნჩხვები, პარეზები. მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში გოჭი კვდება 3-4 დღეში. დაავადება გადატანილ გოჭებს ახასიათებთ რეციდივი 8-9 დღის განმავლობაში. ზე-მწვავე მიმდინარეობისას შეიმჩნევა სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, პულსის გახშირება, საკვების უარყოფა, კოორდინაციის დაკარგვა და კომატოზური მდგომარეობა. სიკვდილი დგება 1-2 დღეში.

მკურნალობა

დაავადების დიაგნოსტიკა შესაძლებელია კლინიკური და  ეპიზოოტოლოგიური ნიშნების გათვალისწინებით, ასევე სასურველია გაკეთდეს ფეკალიის გამოკვლევა.

დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მყისიერი მკურნალობის დაწყება. ეფექტურობით გამოირჩევა დაავადების მკურნალობის დაწყება ანტიბაქტერიული მედიკამენტებით. მოქმედი პრეპარატის შესარჩევად მიმართეთ გამოცდილ ვეტერინარ-სპეციალისტს.

ანტიბიოტიკებთან ერთად იხმარეთ B ჯგუფის ვიტამინები, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ სასურველია გამოყენებული იყოს პრობიოტიკები, მომნელებელი სისტემის ფუნქციის აღდგენისთვის.

პროფილაქტიკა

               პროფილაქტიკა ითვალისწინებს დედაღორების რეზისტენტობის და ჯანმრთელობის სტატუსის გაძლიერებას. დედაღორის მშობიარობამდე ათავსებენ იზოლირებულ ოთახში, რომელსაც წინასწარ უტარდება ხარისხიანი დეზინფექცია.

აუცილებელია გოჭების რაციონი შედგებოდეს საკვებისგან, რომელიც დამუშავებულია თერმულად.

დაიცავით ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმები, რადგან სისუფთავე ფერმაში არის დაავადებების პრევენციის საუკეთესო გზა.