კოლიბაქტერიოზი მიეკუთვნება საშიშ ბაქტერიულ დაავადებებს, რომელიც კოლოსალურ ზიანს აყენებს მეფრინველეობას. ამიტომაც აუცილებელია ფრინველის სწორი მოვლა და დაავადებების სწორი და სწრაფი ლიკვიდაცია.

 დაავადების პირველ ეტაპზე სიმპტომები პრაქტიკულად არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში კოლიბაქტერიოზის აღმძვრელი აზიანებს ფრინველის პრაქტიკულად ყველა შინაგან ორგანოს და იწვევს მის სიკვდილს.

რა არის კოლიბაქტერიოზი?

კოლიბაქტერიოზი არის ინფექციური დაავადება, რომლის აღმძვრელია ნაწლავის ჩხირი Escherichia coli, რომელიც დიდი რაოდენობითაა ფრინველის სკორეში.

 ესეთი დაავადება, როგორიცაა კოლიბაქტერიოზი ფრინველში ჩნდება საკმაოდ ხშირად. დაავადების აღმძვრელი შეიძლება იმყოფებოდეს – საკვებში, ნიადაგში, დაბინძურებულ ინვენტარში და მოვლა-შენახვის ხელსაწყოებში.

ფრინველის დასნებოვნება შესაძლებელია სხვადასხვა გზებით:

  • დაბინძურებული საკვები – საკვები შეიძლება იყოს დასვრილი აღნიშნული ნაწლავის ჩხირით, რომელიც იწვევს დაავადებას.
  • აირ-წვეთოვანი გზით – ასეთი გზით ჯერ ავადდება ერთი ფრინველი, რის შემდეგ ავადდებიან დანარჩენები. ზუსტად ეს არის დიდი პრობლემა, რადგან ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემია. მითუმეტეს, როდესაც დაავადებას თავდაპირველად არ ახასიათებს მკაფიო სიმპტომები, და ნაწლავის ჩხირი ასწრებს ორგანიზმში მომწიფებას.
  • ინფიცირება ფეკალით – კვერცხზე დაავადების აღმძვრელის მოხვედრა ხდება ფეკალიდან, რის შედეგად ფრინველი ავადდება ჩანასახშივე. ამ გზით ფრინველი დაინფიცირებული იქნება კოლიბაქტერიოზით მის გამოჩეკვამდე.

მიუხედავად ამისა, რა გზით იყო დაინფიცირებული ფრინველი, ძირითადი დაავადების აღმძვრელი არის ანტისანიტარია საფრინველეში, რაც ითვალისწინებს საფრინველის დასუფთავების არ არსებობას.  სისუფთავის შენარჩუნება არის კოლიბაქტერიოზის პროფილაქტიკის ძირითადი გზა.

კოლიბაქტერიოზის სიმპტომები:

ყველაზე მნიშვნელოვანია შეგვეძლოს დაავადების სწორი და სწრაფი იდენტიფიცირება, ეს მოგვცემს იმის საშუალებას რომ დროულად ვუმკურნალოთ ფრინველს და დავიცვათ გუნდი სიკვდილიანობისგან. ზრდასრულ ფრინველში კოლიბაქტერიოზი ძირითადად ვლინდება ქრონიკულ ფორმაში, ხოლო ახალგაზრდაში – მწვავე ფორმაში.

საერთო სიმპტომები ასეთია:

  • ფრინველი უარს ამბობს საკვებზე და სვავს დიდი რაოდენობით წყალს;
  • ფრინველს ულურჯდება ნისკარტი;
  • დიარეა;
  • კლოაკა მუდმივად დასვრილია სკორეთი;
  • პათ-ანატომიური გაკვეთა გვიჩვენებს გულის ქსოვილის შეცვლას (პერიკარდიტი), ღვიძლის დაზიანება (მწვანე ფერის ღვიძლი), თვალის გარშემო ქსოვილების შესიება (შესიებული თავის სინდრომი), სასუნთქი გზების დაზიანება. გაკვეთისას შეგვიძლია ვნახოთ მოყვითალო-მოთეთრო ხაჭოსებრი ნადები გულზე, ფილტვებზე, ნაწლავებზე და ა.შ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა:

მთავარია სანიტარიული ნორმების და ბიოუსაფრთხოების დაცვა!

  • შეინახეთ სისუფთავე საფრინველეში;
  • რეგულარულად ჩაატარეთ ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია;
  • უზრუნველყავით ფრინველი სუფთა ჰაერით;
  • კოლიბაქტერიოზის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენეთ ორგანული მჟავეები, რადგან ნაწლავებში მაღალი მჟავიანობა, არ აძლებს პათოგენური ბაქტერიას არსებობის და გამრავლების საშუალებას;
  • სიმპტომების არსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები;
  • ჩაუტარეთ საინკუბაციო კვერცხს დეზინფექცია ფორმალდეჰიდით.