მარეკის დაავადებას დროის მცირე მონაკვეთში შეუძლია სრულად გაწყვიტოს საფრინველეში არსებული ფრინველი. აირ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადების თავიდან აცილება შეგვიძლია წიწილის დროული ვაქცინაციით, თუმცა ვაქცინაცია მაინც ვერ გვიცავს დაავადებისგან 100%-ით.

 აღნიშნული ვირუსული დაავადება მიმდინარეობს მწვავე და ქრონიკულ ფორმებში. ძირითად შემთხვევაში დარტყმის ქვეშ ექცევა შინაგანი ორგანოები, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემა.

 მარეკის დაავადების აღმძვრელია ჰერპეს ვირუსი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია გარემოში არსებობა.

 დაავადება გადაეცემა აირ-წვეთოვანი გზით, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. იშვიათ შემთხვევაში დაავადება გადაეცემა დაავადებული კვერცხის კენკვით.

 დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით: მწვავე და ქრონიკული. თუმცა ახასიათებს სამი სხვადასხვა სახე:

  • ნერვული – აზიანებს ფრინველის ნერვულ სისტემას, თან ახლავს გაშეშება და პარეზი;
  • ოკულარული –  აზიანებს ფრინველის თვალებს, სრულ დაბრმავებამდე;
  • ვისცერალური – შინაგან ორგანოებზე ჩნდება წამონაზარდები.

ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება საფრინველეში, ვრცელდება საკვებიდან, მტვერიდან, ბუმბულიდან. დაავადების აქტიურ გადამტანად ითვლება მწერები: ხოჭოები, ბუზები, ტკიპები. დასნებოვნების შემდეგ ფრინველი თავს გრძნობს კარგად, მაგრამ აქტიურად გამოყოფს ვირუსს 7 დღის განმავლობაში. პირველი სიმპტომები ჩნდება 4-5 კვირის შემდეგ. დაავადების სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ ლეტალობა აღწევს 85-90%-ს.

ღვიძლი

ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში ქათამი შეიძლება იყოს დაავადების გადამტანი 16-24 თვის განმავლობაში.

ამ დროს ვირუსის გამავრცელებელს არ შეემჩნევა დაავადების სიმპტომები.

  1. დაავადების მწვავე მიმდინარეობა აზიანებს საფრინველეში სრულ სულადობას 7-14 დრის განმავლობაში, მას თან სდევს პროდუქტიულობის დაქვეითება, შინაგან ორგანოებზე წამონაზარდების წარმოქმნა. ლეტალობა აღწევს 100%-ს. მწვავე მიმდინარეობისას შეიმჩნევა შემდეგი სიმპტომები:
  2. მომნელებელი სისტემის დაზიანება;
  3. მადის დაკარგვა და წონაში კლება;
  4. ზოგადი დათრგუნული მდგომარეობა;
  5. გაშეშება და პარეზები ცალკეულ, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ინდივიდებში.
  • დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას ლეტალობა არ აღემატება 30%-ს. დაავადება აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თვალებს.  ქრონიკული მიმდინარეობის სიმპტომებია:
  • კოჭლობა;
  • ფრთებისა და კუდის ჩამოშვება;
  • კისრის გადაგრეხა;
  • ცალკეული ინდივიდების გაშეშება;
  • მხედველობის დაზიანება. გუგა ვიწროვდება ან იღებს მსხლის ფორმას. ქრება სინათლეზე რეაქცია. დაავადებისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ერთი თვალის დაზიანება.

დაავადების მიმდინარეობაზე და გამოვლინებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

  • ვირუსის შტამი;
  • ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის რაოდენობა;
  • დედისეული ანტისხეულების არსებობა ფრინველის ორგანიზმში;
  • ფრინველის ასაკი;
  • იმუნიტეტის მდგომარეობა.

ბრძოლის ღონისძიებები და მკურნალობა:

მარეკის დაავადების წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა ამ დროისთვის შემუშავებული არ არის. ძირითად მეთოდს წარმოადგენს დროულად და სწორედ ჩატარებული ვაქცინაცია. ასაკიან ფრინველში შესაძლოა ვირუსის წინააღმდეგ პროფილაქტიკური თერაპიის ჩატარება.

ჯანმეთელი ფრინველის თვალი დაავადებული ფრინველის თვალი

მნიშნველოვანია

  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე;
  • სისუფთავის შენარჩუნება საფრინველეში;
  • ხარისხიანი დეზინფექცია, დერატიზაცია;
  • დაუშვებელია სხვადასხვა ასაკის ფრინველის ერთმანეთში შერევა;
  • ფრინველის იმუნიტეტის ამაღლება (ვიტამინოთერაპია).