მასტიტი მიეკუთვნება მეწველი ფურის სახიფათო დაავადებას, რომელიც ატარებს ანთებით ხასიათს და მკვეთრად ამცირებს ფურის პროდუქტიულობას. დაავადება ნაწილობრივ ან სრულად აზიანებს ცურს, განსაკუთრებით ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, როდესაც იმუნიტეტის სტატუსი დაქვეითებულია. დაავადების აღმძვრელია ბაქტერიები, რომელიც ხვდებიან ცურში არასწორი მოწველის დროს, ჰიგიენის დარღვევის დროს და ტრავმის მიღებისას.

ეკონომიკური ზარალი გამოისახება ფურის პროდუქტიულობის დაქვეითებით. ფერმერს უწევს კონტამინირებული (დაბინძურებული) რძის უტილიზაცია, ასევე არ შეიძლება მასტიტების მკურნალობის დროს რძის გამოყენება, რადგან მასტიტების მკურნალობა ძირითადად ხდება ანტიბიოტიკური პრეპარატებით, რომლებიც გადადიან რძეში.

მასტიტი – ეს არის სარძევე ჯირკვლის ანთება, დაავადება ყველაზე ხშირად ჩნდება მოგების შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში, თუმცა დაავადება შეიძლება გაჩნდეს ლაქტაციის ნებისმიერ პერიოდში. დაავადების მაჩვენებელი სომატური უჯრედები, რომლების აღმოჩენაც შესაძლებელია რძეში. ამ უჯრედების დიდი რაოდენობა რძეში პირდაპირ გვიჩვენებს მასტიტური დაავადების არსებობაზე და გვანიშნებს, რომ აუცილებელია ჩატარდეს სწრაფი რეაგირება და მკურნალობა.

ძირითადად დაავადების აღმძვრელები არიან სტაფილოკოკები. ისინი ხვდებიან ცურში ნაპრალებიდან და ჭრილობებიდან, რომლებიც ძირითადად საბალახოდ გასვლის დროს ზიანდება, მოწველის ტექნიკის დარღვევისას, მწერების კბენისას.

თუ ანთებითი პროცესი ხვდება საშვილოსნოს, ინფიცირება შესაძლოა მოხდეს სისხლდენასთან ერთად.

საქონლის ფური – ძალიან რბილი და ფაქიზი ორგანოა, რომელიც მუდმივად განიცდის ექსპლუატაციას. ნებისმიერი მოვლა-შენახვის პირობის დარღვევა ან არასწორი წველა მთავრდება მასტიტით. დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე:

  • არსებული პათოლოგიური მიკროფლორა
  • მოვლა-შენახვის პირობების დარღვევა
  • დაბინძურებული ცური და ცურის თითები
  • ცურის თითების ცუდი დამუშავება მოწველამდე და მოწველის შემდეგ
  • დაბინძურებული ხელები ან ხელთათმანები
  • დაბინძურებული ან დაზიანებული აღჭურვილობა და სხვა მრავალი

მასტიტის აღმოჩენისთანავე აუცილებელია მკურნალობის დაწყება.

მასტიტის დიფერენცირება ხდება დაავადების გამოვლინების მიხედვით: სუბკლინიკური (ფარული) და კლინიკური (გამოხატული ან ქრონიკული) მასტიტები.

სუბკლინიკური მასტიტი

სუბკლინიკური ანუ ფარული მასტიტი ითვლება დაავადების დამწყებ სტადიად. ამ მიმდინარეობას ტყუილად არ ჰქვია ფარული, რადგან მისი აღმოჩენა საკმაოდ რთულია გამოცდილი ადამიანისთვისაც. მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლების მიხედვით შესაძლოა მასტიტების აღმოჩენა:

  • წყალ-წყალა რძე
  • რძეს გააჩნია ოდნავ ვარდისფერი შეფერილობა
  • ლორწოს არსებობა. თუ შევამოწმებთ რძის სიბლანტეს თითებით და შევამჩნევთ მასში არსებულ ლორწოს მომატებას ეს პირდაპირი მასტიტის ნიშანია, რადგან რძეში მატულობს სომატური უჯრედების რაოდენობა.
  • ძროხის ცური შესაძლოა იყოს მოწითალო ფერის
  • ცური და ცურის თითები ხდება მეტად მგრძნობიარე შეხების მიმართ, ხანდახან მტკივნეულიც კი.
  • თუ საქონელში შესამჩნევია ეს სიმპტომები ან ამ სიმპტომების ნაწილი აუცილებელია რძის შეგროვება და მისი შემოწმება.

კლინიკური მასტიტი:

ეს არის დაავადების ქრონიკული ფორმა და არსებობს გამოვლინების რამდენიმე ფორმა:

სეროზული: გამომწვევი – სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები ან ნაწლავის ჩხირები.

კატარალური: ანთებას იწვევს ინფექცია, რომელიც თავდაპირველად აზიანებს სადინრებს, ხოლო შემდგომ ცურის ალვეოლებს. ხშირია ამ მიმდინარეობის გამოწვევა არასწორი ცურის ექსპლუატაციის ტექნიკით.

ფიბრინული: ამ ტიპის მასტიტი ვითარდება კატარალურიდან.

ჰემორაგიული: სეროზული და კატარალური მასტიტების გართულებული ფორმა, ახასიათებს სისხლიანი ჩანართები რძეში.

ჩირქოვანი: ამ მიმდინარეობის გამომწვევი ძირითადად ოქროსფერი სტაფილოკოკია.

აბსცესი: დიდი წამონაზარდი, რომელიც თანდათან იზრდება და ჩირქის სახით გამოედინება ნაპრალებიდან.

განგრენა: ყველაზე მძიმე მიმდინარეობა, როდესაც ცური მუქი წითელი-ლურჯი ფერისაა, შემაერთებელი ქსოვილი ცურზე სრულად განადგურებულია.

მკურნალობა

დღეს-დღეობით არსებობს მასტიტების საწინააღმდეგო უამრავი პრეპარატი, მაგრამ მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად:

  1. აუცილებელია დაავადების აღმძვრელი ფაქტორების მოშორება, ძირითადად გამოიყენება ანტიმიკრობული საშუალებები. მათი გამოყენება ხდება კუნთში ან უშუალოდ ცურში პრეპარატის შეყვანით (ცურის თითებიდან).
  2. აუცილებელია საქონლის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, ორგანიზმის სტიმულაცია და ნორმალიზაცია, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, როგორიცაა ვიტამინოთერაპია, კარგი აერაცია, ორგანული მჟავის გამოყენება, გლუკოზის ან ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა და სხვა.

ვეტერინარების უმრავლესობა იყენებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც აშორებენ ცხელებას შესივებას და ტკივილს.

არ გამოიყენოთ უცნობი და არა რეკომენდირებული პრეპარატები, გამოყენებამდე აუცილებელია ცურის დაცლა რძისგან და მისი სწორი მასაჟირება ცურის თითის ბოლოდან ზევით. მასაჟისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვადასხვა ორგანული ზეთები, რაც დაარბილებს ცურს, რის შედეგად სამკურნალო პრეპარატის ათვისება მოხდება უფრო მარტივად და ეფექტურად.

პროფილაქტიკა

იმისთვის, რომ გუნდში შევძლოთ მასტიტების კონტროლი აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა, ეს ყველაფერი არამხოლოდ აგვარიდებს მასტიტებისგან თავს, არამედ შეინარჩუნებს მთელი სულადობის ჯანმრთელობას:

მშობიარობა.  ამშობიარეთ ცალ-ცალკე პირველად მშობიარე და უკვე ასაკოვანი საქონელი.

სისუფთავე სამშობიარო ბოქსებში. ხარისხიანად გაწმინდეთ და დაასუფთავეთ სამშობიარო ბოქსები. ბაქტერიები გამძლე არიან გარემო პირობების მიმართ და აუცილებელია მათი მოსპობა, სამომავლო დაავადებების პრევენციისთვის.

იზოლაცია. თუ კვლევამ გვაჩვენა, რომ საქონელი დაავადებულია მასტიტით, აუცილებელია მისი გამოყოფა სრული გუნდიდან.

სისუფთავე სადგომში. საქონელი დიდ დროს ატარებს სადგომში, სადაც დიდი ალბათობაა ცუდი დასუფთავების გამო შეეყაროს ბაქტერიული დაავადებები, რომლებიც სამომავლოდ იწვევენ მასტიტებს.

მოწველის ჰიგიენა. მოწველამდე და მოწველის შემდეგ აუცილებელია ცურის ჩამობანა.

სამუშაო აპარატების და მოწველის აპარატის რეგულარული შემოწმება და დასუფთავება.

აუცილებელია გავმართოთ საწველი აპარატი, რადგან მისი გაუმართაობა დააზიანებს ცურის თითებს, საიდანაც მარტივად იჭრებიან ცურში ბაქტერიები, ასევე დაუსუფთავებელი საწველი აპარატი არის ბაქტერიული მიკროფლორისთვის ოპტიმალური ადგილი, რძის ნარჩენებში ბაქტერიული ფონი სწრაფად მრავლდება.

დოკუმენტაცია. თუ თქვენს სადგომში გაჩნდა დაავადებები, აუცილებელია დაავადებების ჟურნალის წარმოება. ამ გზით შესაძლოა დაავადებების გაჩენის კონტროლი და მიზეზამდე მიკვლევადობა, რაც გაგვიმარტივებს მათთან ბრძოლას.