ფურების შენახვისას შინამეურნეობებში

საოჯახო მეურნეობის მოწყობისას გასათვალისწინებელია, როგორც თავად ფურების ზომების/მოცულობის
გააზრება ისე იმ ადგილის მოწყობა სადაც ფური შეძლებს: დგომას, წოლას და დასვენებას ყველანაირი
დისკომფორტის, ტკივილის და შიშის გარეშე.

სადგომი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ როგორც ფურმა იგრძნოს თავს კომფორტულად და სუფთად ისე მის
მეპატრონეს ან მომვლელს გაუადვილდეს სადგომის მოვლა და მისი სისუფთავის დაცვა.

მოცემულ ბროშურაში მოცემულია ტექნიკური მონაცემები, ზომები და სივრცის გაანგარიშებები მეწველი
ფურების სადგომის მოსაწყობად.

ფერმის მოწყობისას გასათვალისწინებელია:

  1. უშუალოდ ფურების ზომები რაც მოცემულია №1 სურათზე

2. ფერმის თავისებურება რაც მოცემულია №2 სურათზე

  • ფერმა ფურს იცავს გარემო ფაქტორების; ზემოქმედებისგან (მზე, ქარი, წვიმა და ა.შ.)
  • ფერმაში შესაძლებელია პირუტყვის დაცვა მტაცებლებისგან;
  • ფერმაში მეტად იოლია ცხოველების ჯანმრთელობის შენარჩუნება და ბიოუსაფრთხოების დაცვა;
  • ფერმაში ადვილია ცხოველებს გავუჩინოთ წვდომა სასმელ წყალთან და რაციონალურ კვებასთან.
მანძილი საკვებურსა და სადგომს შორის უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3-3,5 მ. საკვების მიღებისას სხვა ფურს
უნდა შეეძლოს გადაადგილება სადგომებსა და საკვებურთან მდგარ ფურებს შორის, ამ სივრცეში
თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს 2 ფური

სადგომის დახასიათება

• არის ადგილი სადაც ფური შეძლებს: დგომას, წოლას და დასვენებას ყველანაირი დისკომფორტის, ტკივილის და შიშის გარეშე.
• სადგომს გააჩნია კონსტრუქციული ელემენტები
• სადგომის მოწყობისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მარტივი რჩევა: