სანეზვის/ნეზვის (დედალი ღორი) დამაკებიდან (ეს იქნება ბუნებრივი გზით ანუ კერატთან (მამალი ღორი) შეჯვარებით, თუ ხელოვნური განაყოფიერებით) მაკე ღორს 114 დღეში შეუძლია გოჭებს მოცემა (დაყრა).

მაკე ღორიროცა დაყრის გოჭებს, ის უკვე მოლაქტაციე ღორი ხდება და გოჭების კვებისთვის, გამოზრდისთვის ემზადება.

ლაქტაცია – დედაღორის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა გოჭების დაყრის დღიდან მშრალობის პერიოდამდე  (სანამ დედაღორს გოჭებს არ მოვაცილებთ, ანუ ავსხლეტთ)

ძალიან მნიშვნელოვანია- დედაღორი მომზადებული იყოს სწორად, რათა გაზარდოს მაღალი ხარისხის გოჭები. ყურადღება გაამახვილეთ დედა ღორის კონდიციაზე (ფიზიკურ მდგომარეობაზე) რომელიც ქულებით ფასდება:

ქულაცხიმის ფენა ბოლო ნეკნთან (სმ)კონდიციააღწერილობა
1< 1,5ძალზედ გამოფიტულიმენჯის და ხერხემლის ძვლები ნათლად ჩანს
21,5-1,7გამოფიტულიმენჯის და ხერხემლის ძვლები მაშინვე შეიგრძნობა შეხებით
31,7-2იდეალურიმენჯის და ხერხემლის ძვლები შეიგრძნობა მხოლოდ ზეწოლით
42-2,2გაცხიმოვნებულიმენჯის და ხერხემლის ძვლები არ შეიგრძნობა ზეწოლით
5> 2,2მეტისმეტად მსუქანიმენჯის და ხერხემლის ძვლები მთლიანად დაფარულია ცხიმით
მოლაქტაციე დედაღორი და მისი შეფასების მეთოდები

რეკომენდებულია:

  • გოჭების დაყრამდე 7 დღით ადრე დაიწყოთ მაკე ღორის საკვების შერევა (ნახევარი-ნახევარზე ძველი და ახალი საკვების შერევა) დედა ღორის საკვებში, რათა საკვების მყისიერმა ცვლილებამ ღორში არ გამოიწვიოს საკვებისმიერი სტრესი, რაც შეიძლება გამოიხატოს გოჭებში კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევითა და კუჭის აშლით (ფაღარათი).
  • რძეში უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსის მინიმუმამდე შემცირებისთვის რეკომენდებულია, პირველივე დღეს დედაღორს ნელთბილ წყალში ხუთი დღის განმავლობაში ერთჯერადად გაუხსნათ 0.200 გრამი შაქარი და დაალევინოთ (რა რაოდენობის წყალსაც სვამს, პირობითად 2 ლიტრი) იმავე პრინციპით გააგრძელეთ ხუთი დღის ჩათვლით, რათა აირიდოთ არასასურველი პროცესები, კერძოდ, გოჭის ფაღარათი და სიკვდილი.

დედაღორის კვების რეკომენდაციები:

ერთ დედაღორზე საშუალოდ:5.5 კგ/დღე
სულ 28 დღეზე:154 კგ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მობილურის ნომერზე:

  • +995 593 97 11 16
  • +995 568 28 08 88
  • +995 598 309 399