ცოფი – მწვავედ მიმდინარე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება, დაავადება როგორც წესი სრულდება ლეტალური შედეგით. ამ დაავადებით ავადდება ყველა სახის ცხოველი და ადამიანი.

პირველად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოფი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში 1986 წელს, ხოლო ამ დაავადების გამოკვლევა დაიწყეს 1970 წელს.

1980 წლის დასასრულში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოფი აღმოჩენილი იყო დიდ ბრიტანეთში, 179 000 საქონელში. ასევე დაავადება აღმოჩენილი იყო ირლანდიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. დაავადება აღმოჩენილი იყო აგრეთვე სხვა ქვეყნებშიც. მიჩნეულია, რომ ეპიზოოტია გამოწვეული იყო ძვალ-ხორცის ფქვილით საქონლის გამოკვების დროს, რომელიც ძირითადად მიღებული იყო დასნებოვნებული ცხოველებისგან, განსაკუთრებით კი ცხვრისგან.

დაავადების აღმძვრელი

დაავადებას თერმო ლაბილური ვირუსი (60OC ვირუსი იშლება 5-10 წუთში). თუმცა ვირუსი გამძლეა დაბალი ტემპერატურის მიმართ. ის სწრაფად ინაქტივირდება ტუტე და მჟავა სითხეების მოქმედების ქვეშ.

დაავადების აღმძვრელია დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს ნერწყვთან ერთად, ასევე დაავადება გადადის კბენით. ნერწყვში ვირუსი ცოცხლობს 8-10 დღის განმავლობაში. ნაკბენი ადგილიდან ვირუსი ვრცელდება ნერვული ბოჩკოების მეშვეობით და ხვდება თავის და ზურგის ტვინში, აზიანებს მათ, რის შემდეგ ჩნდება პირველი კლინიკური ნიშნები.

კლინიკური ნიშნები

დასნებოვნებიდან პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე შესაძლოა გავიდეს რამდენიმე დღე, ხოლო ხანდახან რამდენიმე თვეც. საშუალოდ კლინიკური ნიშნების გამოვლინებისთვის საჭიროა 3-6 კვირა.

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ხშირ შემთხვევაში ვლინდება ჩუმი ფორმა და ახასიათებს:

  • ნერწყვდენა;
  • ბარბაცით სიარული;
  • საკვების უარყოფა;
  • კიდურების დამბლა.

მწვავე ფორმის დროს საქონელი ხდება აგრესიული, იმ შემთხვევაში, თუ საქონელი დაბმულია, ის ცდილობს აშვებას; თხრის მიწას; ხმამაღლად ღმუის. შეინიშნება ნერვული სინდრომები – საქონელი მოუსვენარია, ნერწყვდენა გაძლიერებულია.

დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია კლინიკური ნიშნების გათვალისწინება და ეპიზოოტოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. დიაგნოზის დასმა აუცილებელია ლაბორატორიაში, რა დროსაც ხდება ლეშის შესწავლა. დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება – დაავადებული ცხოველი ექვემდებარება გამოწუნებას და უტილიზაციას.

აუცილებელია დაავადებული ცხოველის იზოლირება. დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ვეტ-სამსახურს.