დიარეა პირველ რიგში მიგვითითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე, თუმცა დიარეა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსებმაც. ამიტომაც აუცილებელია მკურნალობის კურსი შეარჩიოს გამოცდილმა ვეტერინარმა. ფეკალის გათხელება უმეტეს შემთხვევაში იწვევს ანთებით პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

 კუჭის აშლილობა მსხვილ ფეხა რქოსან პირუტყვში შესაძლოა გამოიწვიოს დისბაქტერიოზმა საძოვრებზე გადასვლის დროს. მძიმე ფორმის დროს ხდება ორგანიზმის გაუწყლურება და შედეგი მთავრდება ლეტალურად.

 დიარეის სიმპტომები მარტივი შესამჩნევია. ის ვლინდება გახშირებული დეფიკაციით. ასევე შეიმჩნევა შემდეგი სიმპტომები:

  • სისუსტე;
  • მადის დაკარგვა;
  • შეფერილობის და ფეკალის კონსისტენციის შეცვლა;
  • დათრგუნული მდგომარეობა;

მიზეზი

კუჭის აშლილობა ხბოში და საქონელში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • არასწორი კვება;
  • შხამიანი მცენარეებით და ნივთიერებებით მოწამვლა;
  • ჭიები (ჰელმინთოზები);
  • მწირი საკვები, რომლების შემადგენლობაში არასაკმარისი რაოდენობით მიკროელემენტებია. არასაკმარისი საზრდო ნივთიერებების მიღება იწვევს იმას, რომ ცხოველი თვითონ ეძებს საკვებს და ხშირად აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს;
  • შინაგანი ორგანოების ანომალიური ზრდა;
  • ვირუსული, სოკოვანი დაავადებები;
  • ალერგია სხვადასხვა მოვლის საშუალებების მიმართ.

 დიარეა შეიძლება გაჩნდეს როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულ ცხოველში. იმისთვის, რომ დადგინდეს გამომწვევი სწორი მიზეზი, ვეტერინარები ატარებენ ცხოველის დათვალიერებას და აქცევენ ყურადღებას შემდეგ მონაცემებს:

  • დეფიკაციის სიხშირე;
  • სხეულის ტემპერატურა;
  • ღებინების არსებობა;
  • ფეკალის კონსისტენცია, მისი შეფერილობა;
  • გულის რითმის სიხშირე.

მკურნალობა

 დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ სორბენტებს და პრეპარატებს, რომლებიც ანელებენ კუჭის პერისტალტიკას. ასევე ცხოველებს აძლევენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც აღადგენენ წყლის ბალანს და აღადგენენ დაკარგული მარილების რაოდენობას. არანაკლებ საყურადღებო ფაქტორია საკვებურების და სადგომის სისუფთავე, რომელიც უნდა იყოს მუდმივ კონტროლში, ბაქტერიული მიკროფლორის გამრავლების შეფერხებისთვის. მკურნალობის დაწყებამდე დაავადებული ცხოველი უნდა განვაცალკევოთ სრული სულადობისგან და უნდა შეიცვალოს სრული რაციონი, რომელიც შეიცავს მიკრო-მაკრო ელემენტებს, საქონელს უნდა მიეწოდოს წყალი შეუზღუდავად სასურველია წყალში გახსნილი მარილით. თუმცა, პირველ რიგში აუცილებელია გამორიცხული იყოს ინფექციური დაავადებები, რომლებიც ასევე იწვევენ დიარეას. საკვების სწრაფი შეცვლა ასევე იწვევს ფაღარათს, ასე რომ აუცილებელია ახალი საკვების მიწოდება მოხდეს ეტაპობრივად, სრულ შეჩვევამდე.

 პროფილაქტიკა ყოველთვის უკეთესია, დიარეის პროფილაქტიკისთვის საკვებ რაციონში აუცილებელია უჯრედანის და ვიტამინ-მინერალების შეტანა. ზაფხულის სეზონის დაწყებამდე სასურველია ცხოველი შევაჩვიოთ მწვანე მასას, ამისთვის მიაწოდეს თივა ან დამჭკნარი ბალახი. აუცილებელია საკვებურთან არსებობდეს სალოკი მარილი. გააკონტროლეთ, რომ საძოვარზე არ იყოს ტოქსიკური ბალახები, ხოლო საქონელს წვდომა სუფთა წყალთან.

გაუწყლურების შესაჩერებლად საჭიროა ელექტროლიტების გამოყენება:

  • ფიზიოლოგიური ხსნარი;
  • გლუკოზის ხსნარი (5%)
  • „რინგერის“ ხსნარი

ვეტერინარული სამკურნალო საშუალებები

იმ შემთხვევაში, როდესაც აღმოჩენილია ფაღარათი, ცხოველი უნდა შემოწმდეს ვეტერინარის მიერ, რადგან ფაღარათის გამომწვევი უამრავის მიზეზია. დაავადებული ცხოველის სტაბილიზაციისთვის, გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი პრეპარატები:

ანტიბიოტიკები – მათი მიზანია პათოლოგიური მიკროფლორის განადგურება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში;

სორბენტები – ამ ჯგუფის პრეპარატები ასუფთავებენ კუჭ-ნაწლავს ტოქსინებისგან;

რეგიდრატები – ამ ჯგუფის პრეპარატები აღადგენენ სითხის და მარილების შემცველობას ორგანიზმში.

პრობიოტიკები – ეს ნივთიერებები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაზიანებული მიკროფლორის აღსადგენად.

ანტიდოტები – გამოყენება საჭიროა მოწამვლის დროს.

პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები

  • კარგად დაასუფთავეთ სადგომი, საკვებურები, სარწყულებლები;
  • შეინარჩუნეთ მაქსიმალური სისუფთავე;
  • აკონტროლეთ საკვების ხარისხი;
  • დროულად ჩაატარეთ ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია;
  • არ დატოვოთ საქონელი უყურადღებოთ საძოვრებზე.

დიარეის პრევენციისთვის დიდი ყურადღება მიაქციეთ საკვებ რაციონს, საკვები აუცილებლად უნდა იყოს დაბალანსებული, შეიცავდეს მიკრო და მაკრო ელემენტებს, ვიტამინებს, რაც აუცილებელია სწორი ზრდა- განვითარებისთვის.