აციდოზი მიეკუთვნა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის არა გადამდებ დაავადებებს. გარკვეულ გუნდებში აციდოზი გვხვდება 75% ის შემთხვევაში. განსაკუთრებით დაავადების ამთვისებლები არიან მაღალპროდუქტიული მეწველი ფურები. მჟავიანობის შეცვლა ფაშვში ხდება პროდუქტიულობის დაქვეითების მიზეზი და იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს. სიკვდილიანობა აციდოზისგან აღწევს 5%-ს.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორგანიზმს შეუძლია აითვისოს ძმარმჟავა, პრიპიონმჟავა, ზეთოვანი მჟავა, მაგრამ ვერ ითვისებს რძემჟავას. თუ ცხოველი რაციონი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, ის იწყებს დუღილს სანამ არ გარდაიქმნება რძემჟავად. კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველის ფაშვში მოთავსებულია დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმები, რომლებიც შლიან სახამებელს, ითვისებენ რძემჟავას და გარდაქმნიან მათ პროპიონმჟავად, თუმცა დაბალი pH-ის შემთხვევაში 6-5.5 ამ მიკროორგანიზმების ზრდა მკვეთრად მცირდება, რაც საბოლოო ჯამში წყვეტს ლაქტატის უტილიზაციას და ის დიდი რაოდენობით გროვდება ფაშვში. ეს ყველაფერი იწვევს აციდოზს (ფაშვში მჟავე გარემოს შექმნას).

ფაშვის მწვავე აციდოზი – დაავადების გამოვლინების ყველაზე ხშირი ფორმა, რომლის დროს ფაშვის თხიერი მიკროფლორა იწევა მჟავე გარემოსკენ.

 დაავადება ჩნდება ერთჯერადად დიდი რაოდენობით მარტივად მომნელებელი ნახშირწყლების კვებისას. ამ საკვებს მიეკუთვნება მწიფე ან ნახევრად მომწიფებული მარცვლეულობა (ქერი, შვრია, ხორბალი, სიმინდი), ძირეული კულტურები (შაქრის ჭარხალი, კარტოფილი), საზამთრო, ვაშლი.

 აღნიშნული საკვების დიდი რაოდენობით კვება ხდება იმ დროს, როდესაც საქონელი შემთხვევით ხვდება მარცვლეული კულტურით დათესილ მიწაზე; იმ შემთხვევაში თუ საქონელს აქვს წვდომა მარცვლეულის საწყობთან; საქონლის გაშვება საძოვრებზე სადაც დარჩენილია ჭარხლის, კარტოფილის ნარჩენები.

პათოგენეზი

ზემოთ აღნიშნული საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, შაქარს, რაც განიცდის დუღილს ფაშვში არსებული ფერმენტების მეშვეობით და გამოიყოფა დიდი რაოდენობით რძემჟავა. რძემჟავის წარმოქმნაში მონაწილეობს ფაშვის მიკროფლორა (რძემჟავური ბაქტერიები, რომლების რაოდენობა ფაშვში იზრდება არასწორი კვების დროს). საქონლის სწორი გამოკვების შემთხვევაში აღნიშნული მიკროფლორის გამრავლება მცირე რაოდენობით წარმოადგენს ჩვეულ პროცესს და ორგანიზმი იყენებს მას, როგორც ენერგიის წყაროს.

პათოლოგია ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი ვერ ასწრებს წარმოქმნილი ფერმენტაციის პროდუქტების უტილიზაციას. ფაშვში ხდება რძემჟავის დაგროვება, ხოლო pH (ტუტე-მჟავიანობის ბალანსი) იწევს მჟავე გარემოსკენ (6 -ზე დაბლა). რაც უფრო მკვეთრია ტუტე-მჟავიანობის გადახრა ფაშვში, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. მჟავიანობის აწევისას ფაშვი კარგავს საკუთარ მოტორიკას.

მწვავედ მიმდინარე აციდოზის სიმპტომები:

  • სისუსტე, საქონელი მუდმივად იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში
  • საკვების უარყოფა
  • ცოხნის რეფლექსის დაკარგვა
  • მუცლის გადიდება ( მუცელი გამაგრებულია)
  • დიარეა

დაავადების მძიმე გამოვლინების შემთხვევაში საქონელი კვდება ერთ დღეში. ამიტომ ამ დაავადების დადგენა და მკურნალობა უნდა მოხდეს მყისიერად.

 ქრონიკული მიმდინარეობის დროს მკვეთრი კლინიკური ნიშნები შეიძლება არც გამოიხატოს. ზოგ შემთხვევაში შესამჩნევია სისუსტე, დიარეა. მცირდება რძის პროდუქტიულობა, ხოლო რძეში იცვლება ცხიმიანობა.

დაავადების ნაადრევი ნიშნები – საკვების უარყოფა და ფაშვის მოტორიკის დაქვეითება (ჰიპოტონია, ატონია). ფაშვი გავსებულია საკვებით, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია მომწიფებული სიმინდით კვების დროს, ამ დროს ფაშვი რამდენჯერმე გადიდებულია და ის სავსე კონსისტენციისაა. ფაშვის ზედა მხარეში გროვდება გაზების რაოდენობა. ცხოველი დასუსტებულია, გადაადგილდება ზანტად. უკანა თეძოებზე შესამჩნევია კანკალი. ფეკალი გათხელებულია და მოსალოდნელია დიარეა. მძიმე მიმდინარეობისას საქონელი ვერ დგება და თავი უდევს მკერდზე. ცხვირი სრულად მშრალია და ხდება ნერწყვის გამოყოფა პირის ღრუში. სუნთქვა და პულსი გახშირებულია, ხოლო სხეულის ტემპერატურა მომატებული.

მკურნალობა:

  • ფაშვის გამორეცხვა;
  • რუმენოთერაპია (ფაშვის გახსნა)
  • ტუტე შემცვლელი სითხეების დალევინება;
  • ფაშვში სითხეების შეყვანა და შიგნიდან ფაშვზე ზემოქმედება ტუტე სითხეებით.

მკურნალობის პირველი ეტაპია ფაშვის გამორეცხვა. გამორეცხვა უდნა მოხდეს სპეციალური ფაშვის ზონდის მეშვეობით. ფაშვის ამორეცხვის შემდეგ საჭიროა ტუტე ხსნარების შეყვანა იგივე ზონდის მეშვეობით. ამისთვის ყველაზე მარტივი საშუალება არის საკვების სოდის გამოყენება, სითხე შეყავთ 5 ლიტრის რაოდენობით (დაახლოებით 150 გრამი სოდა 1 ლიტრ სასმელ წყალში ხსნადობით).

თუ ფაშვის გამორეცხვა ვერ ხერხდება ზონდის მეშვეობით, საჭიროა რუმენოთერაპიის ჩატარება. საკვების გამოდევნა ფაშვიდან ხდება ჭრილის მეშვეობით. ამ პროცედურის გადატანა არ ღირს, რადგან საქონლის სიკვდილის ალბათობა იზრდება დაავადების პროგრესთან ერთად და ამასობაში ფაშვის კონსისტენცია იზრდება, რაც იწვევს რუმენოთერაპიის შემდგომ გართულებებს, როგორიცაა ნაკერის დადების საშუალების არ არსებობა, რადგან ფაშვის სტრუქტურა იცვლება და ხდება ფხვიერი. ფაშვის დაცლის შემდეგ აუცილებელია მისი გამორეცხვა ტუტე ხსნარებით.

 ძლიერი გაუწყლულები შემთხვევაში საჭიროა მარილიანი ხსნარების ვენიდან შეყვანა, ვენაში შეჰყავთ ნატრიუმის ბიკარბონატის 7% – იანი სითხე ერთი ლიტრის რაოდენობით. ეს პროცედურა უნდა განმეორდეს დღეში რამდენჯერმე (5-8ჯერ), ცხოველის მდგომარეობის გათვალისწინებით.

კრუნჩხვების შემთხვევაში ვენაში შეჰყავთ B ჯგუფის ვიტამინები.

როდესაც საქონელი მიდის გამოჯანმრთელებისკენ მას აუცილებლად უნდა დავალევინოთ ტუტე შემცვლელი ხსნარები. ამისთვის დასალევ წყალში ვამატებთ საკვებ სოდას ანგარიშით – 100 გრამი სოდა 1 ლიტრ თბილ სასმელ წყალში. ასეთი წყლის მიწოდება საქონლისთვის აუცილებელია დღეში 4-5 ჯერ.

პროფილაქტიკა

აციდოზის პროფილაქტიკა ძალიან მარტივია, რაც გულისხმობს საკვების სწორი რაციონის შერჩევას. საქონელი უდნა ავარიდოთ ისეთი საკვების მიღებისგან, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქრებს და სახამებელს.