საქონლის მომნელებელი სისტემა – ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია. იქიდან გამომდინარე რა ხარისხის საკვებს ვაძლევს საქონელს და როგორ არის დაბალანსებული რაციონი, დამოკიდებულია არამხოლოდ პროდუქტიულობა, არამედ ჯანმრთელობაც.

 ტიმპანია – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც გროვდება დიდი რაოდენობით გაზები ფაშვში. ხშირ შემთხვევაში ტიმპანია მიმდინარეობს მწვავე ფორმაში და სწრაფი მკურნალობის გარეშე შედეგი მთავრდება ლეტალურად. დაავადების ამთვისებლები ძირითადად საქონელია, რომლის ასაკი აღემატება 6 წელიწადს.

ეტიოლოგია

ფაშვში გაზების დაგროვების მიზეზები ძალიან ბევრია. პირველ რიგში გაზების დაგროვებას იწვევს საქონლის იმ საკვებით კვება, რომელიც მარტივად განიცდის დუღილს. საქონლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს ახალი მწვანე საკვები: ახალი ამოსული ბალახი, სამყურა ბალახი, არა მომწიფებული თეთრი სიმინდი, კომბოსტოს ფურცლები, ჭარხალი და ა.შ.

ამ საკვების მიცემა განსაკუთრებით საშიშია გამთბარი და შეკრული ფორმით, დასველებული წვიმით, ნამით, ან მსგავსი საკვებით კვების დროს დროის მცირე მონაკვეთში საქონლის დაწყურება.

მეორეულ ტიმპანიას იწვევს შხამიანი მცენარეები, რომლებიც იწვევენ ფაშვის კედლის დამბლას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაცობა უცხო სხეულებით, ცოხნის და ამობოყინების რეფლექსის დარღვევით, უფრო იშვიათად გაუვალობით, წიგნარის დაცობით და მწვავედ მიმდინარე დაავადებებით.

 ფაშვში მოხვედრილი მასის დუღილი წარმოადგენს ჩვეულ ფიზიოლოგიურ პროცესს. ფაშვში წარმოქმნილი გაზების ნაწილი ხვდება ნაწლავებში და გაიწოვება, უმეტესი ნაწილი კი ხვდება ფაშვის ზედა ნაწილში და ამობოყინებით გამოიდევნება გარეთ. რაც უფრო მარტივად ხდება საკვების დუღილი, მით უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა გაზები, საქონელი ვერ ახერხებს მათ გამოდევნას და იკვრება გაზების ბუშტები, ხოლო საკვები ქაფდება და გაზების გამოდევნა ვეღარ ხდება გამართულად.

ფაშვი იმატებს ზომაში, რის შედეგად ის აწვება სხვა ორგანოებს სადაც ვეღარ ხერხდება სისხლის საჭირო რაოდენობით მიწოდება, ჩნდება გულის უკმარისობა, ხოლო ფილტვები ვეღარ იშლებიან სათანადო დონეზე. შესაბამისად ირღვევა გაზთა ცვლა და ვითარდება ჟანგბადის უკმარისობა. ამ პროცესის განვითარება იწვევს საქონლის გაგუდვას.

ტიმპანია შეიძლება გამოიწვიოს მექანიკურმა დაბრკოლებამ, მაგალითად უცხო სხეულით დაცობამ და სიმსივნემ, როდესაც ის აცობს კუჭიდან ფაშვში გარდამავალ გზას. ეს ფაქტორი არ არის დამოკიდებული კვებაზე.

კლინიკური ნიშნები

ტიმპანიის პირველი ნიშნები – იცვლება ცხოველის ქცევა. საქონელი უარს ამბობს კვებაზე და შესამჩნევია შფოთვა. საქონელი ხშირად უყურებს საკუთარ მუცელს, კაკუნობს ფეხებით, წვება და სწრაფადვე დგება, იჭინთება. იცვლება ფიზიოლოგიური პროცესებიც: სუნთქვა გახშირებული და ზედაპირულია, საქონელს ახველებს და ხიხინებს. ლორწოვანი გარსები იღებენ მოლურჯო შეფერილობას, ზომაში მატულობს თვალები და ვენები თავის მიდამოში, პულსი გახშირებულია.  ცხოველი წყვეტს ღეჭვას და ამობოყინებას, გამოყოფს ქაფიან ნერწყვს. ტიმპანიის ტიპიური სახეა გადიდებული მარცხენა მხარე მუცლის მიდამოში. სათანადო მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში საქონელი კვდება 2-3 საათში.

მკურნალობა

ტიმპანიის მიზეზია ამობოყინების აქტის ბლოკირება და არა გახშირებული გაზების დაგროვება. ადამიანის ძირითად მიზანს წარმოადგენს რაც შეიძლება სწრაფად მოაშოროს დაგროვილი გაზები. ამისთვის გამოყენებული უნდა იყოს ბუნებრივი-ჩვეული პროცესების გამოწვევა გაზების გამოსაყოფად. არსებობს რამდენიმე მეთოდი, მაგალითად მუდმივი ფიზიკური ზეწოლა მარცხენა ორმოზე, ენის გამოყოფა პირის ღრუდან, ცხოველის იძულებით მოძრაობა. საქონელს აძლევენ გამაღიზიანებელ საშუალებებს – მლაშე წყალს, კატაბალახა, კამა და ა.შ. დიდი შებერილობის შემთხვევაში საქონელს ასხავენ ცივ წყალს.

ტიმპანიის სამკურნალოდ გამოიყენება ახალი პრეპარატი – ტიმპანოლი. მას ახასიათებს დიდი თერაპევტული თვისებები ნებისმიერი ტიმპანიის ფორმის დროს. პრეპარატის შეყვანა შესაძლოა ფაშვის ჭრილიდანაც.

თუ სამკურნალო საშუალებებმა და გამაღიზიანებლებმა არ გაამართლა, საჭიროა ქირურგიული მკურნალობის ჩატარება და მუცლის ღრუს გახვრეტა ფაშვის არეში. ჭრილის გაკეთების შემდგომ გაზები გამოედევნება გარეთ, თუმცა გაზის წარმოქმნა არ ჩერდება, შესაბამისად საჭიროა მილის ჩატოვება ფაშვში გაზების სრულ გამოდევნამდე. ამის შემდეგ მოვაცილოთ მილი და დავამუშავოთ ჭრილობა.

პროფილაქტიკა

ყველასთვის ცნობილია, რომ პროფილაქტიკა ყოველთვის ჯობია მკურნალობას. მიაქციეთ ყურადღება საქონლის კვებას, ცხოველი ნელ-ნელა უნდა ეგუებოდეს საძოვრებს, ამის გაკეთება შესაძლებელი კვების რაციონში მეთი თივის დამატებით. არ გაუშვათ საქონელი საძოვრებზე ნამიან ბალახში, ან წვიმის შემდეგ. ასევე თავი აარიდეთ საძოვრების შემდეგ მყისიერი წყლის მიწოდებით.