კეტოზი – მაღალპროდუქტიული ფურების მეტაბოლური დაავადებაა.

კანქვეშა ცხიმი – ორგანიზმის ენერგიის სარეზერვო წყაროა. ნორმალური პროცესების დროს კანქვეშა ცხიმის მოლეკულები შედიან რეაქციაში გლუკოზას მოლეკულებთან და როგორც შედეგი ორგანიზმი იღებს ენერგიას, ხოლო ცხიმი სრულად იშლება წყლის და ნახშირორჟანგის მოლეკულებამდე.

განვიხილოთ სიტუაცია როდესაც ორგანიზმში ცხიმის მოლეკულების დაშლა ვერ ხერხდება სრულად, ანუ რჩება არა გადამუშავებული ცხიმის მოლეკულის ნარჩენები, სწორედ ამ მოლეკულებს ჰქვია კეტონები. სწორედ ამ მოლეკულების არსებობა სისხლში იწვევს დაავადებას სახელად კეტოზი. დაავადების ინტენსივობა პირდაპირ დამოკიდებულია სისხლში კეტონური სხეულების რაოდენობაზე.

კეტოზის დროს საქონელი კარგავს დაახლოებით პროდუქტიულობას ნახევარს, საქონელი კარგავს სხეულის მასას და ხშირად იშლება რეპროდუქციული ფუნქციაც. ხბო იბადება მკვდარი ან დასუსტებული. როგორც წესი ცხოველი ავადდება მაკეობის ბოლო თვეში და მშობიარობის შემდგომ პირველი თვის განმავლობაში. დაავადების ძირითადი გამომწვევია არასრულფასოვანი კვება, როდესაც საქონელი იკვებება მაღალ პროტეინოვანი და დაბალი ნახშირწყლების მქონე საკვებით. ასევე კეტოზი შეიძლება გაჩნდეს დიდი რაოდენობით სილოსის კვებისას (ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ზეთოვან მჟავებს). მეორე მიზეზია ცხოველის უმოძრაობა და არასაკმარისი ჟანგბადის რაოდენობა.

ჯანმრთელ ორგანიზმში კეტონური სხეულები წარმოადგენენ ენერგიის მარაგს, თუმცა მათი დიდი რაოდენობა პათოლოგიის დროს იწვევს დაავადების გამოვლინებას.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კეტოზი აზიანებს სრულ წარმოებას, რადგან რძის წველადობა მცირდება 50-70%-ით სუბ-კლინიკური გამოვლინების დროს. მწვავე მიმდინარეობისას საქონელი საერთოდ არ იწველება, წყდება ლაქტაცია და შესაძლოა სიკვდილიც კი. მცირდება საქონლის ექსპლუატაციის ვადები, ზიანდება სრული რეპროდუქციული ფუნქციები და ცხოველი სწრაფად იკლებს წონაში. კეტონური სხეულები აღწევენ პლაცენტიდან და აზიანებენ ნაყოფს, რაც იწვევს აბორტებს, მკვდარშობადობას, ხოლო ახალშობილი ცოცხალი ხბოები გამოირჩევიან განსაკუთრებული სისუსტით და ადვილად ითვისებენ სხვადასხვა დაავადებებს.

ეტიოლოგია

კეტოზი მიეკუთვნება პოლი-ეტიოლოგიურ დაავადებებს, ანუ გამომწვევი მიზეზი არ არის ერთი, არამედ სრული კომპლექსია. ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია დაუბალანსებელი კვების რაციონი, რომელიც მდიდარია პროტეინებით და ღარიბია ნახშირწყლებით. ესეთი რაციონი ცვლის ფაშვის მიკროფლორას, რაც იწვევს საკვების მოლეკულების დაშლის გართულებას და ცელულოზის გადამუშავების გართულებას – ძირითადი ენერგიის წყარო ცხოველებში. ფაშვის მიკროფლორა ვერ ეგუება სწრაფ ცვლილებებს და ზიანდება საკვების გადამამუშავებელი პროცესები, იზრდება ზეთოვანი მჟავეების და კეტონური სხეულების რაოდენობა. კეტოზის განვითარებაზე მოქმედებს სილოსით კვება, რომელიც მდიდარია ზეთოვანი მჟავეებით, დამძაღებული საკვები და კონცენტრირებული საკვები, რომელიც მდიდარია ცხიმებით.

კეტოზის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ მაღალი პროდუქტიულობის დროს ნახშირწყლების და პროტეინის დეფიციტის გამო, ორგანიზმი იღებს გლიკოგენს ღვიძლიდან, რაც სრულად აზიანებს მას.

სიმპტომები

კლინიკური სიმპტომები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:

  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ორგანიზმში
  • სისხლში არსებული კეტონური სხეულების რაოდენობა
  • გლუკოზის რაოდენობის შემცირება ორგანიზმში
  • სხვადასხვა ორგანოების ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიმდინარეობის მიხედვით ასხვავებენ მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად მიმდინარე კეტოზებს. მწვავედ მიმდინარე კეტოზის დროს (აცეტონემია) შესამჩნევია საქონლის ძლიერი ნერვიული თვისებები – საქონელი ღიზიანდება გარემო ფაქტორებზე, გამოხატავენ შიშის გრძნობას, ლოკავენ საკუთარ თავს, შესამჩნევია ღეჭვა საკვების გარეშე, აკაკუნებენ კბილებს, კანკალებენ, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნერწყვი. ამის შემდეგ აღზნებადობა იცვლება დასუსტებით, რეაქცია მცირდება გარემო ფაქტორების მიმართ და ვითარდება კომატოზური მდგომარეობა.

მწვავე კეტოზის დროს ირღვევა საკვების მომნელებელი ფუნქცია, საქონელი უარს ამბობს საკვებზე. ნაწლავების პერისტალტიკა ძალიან სუსტად ვლინდება, ფეკალი გასქელებულია, ხოლო დეფეკაცია ძალიან იშვიათია. ძირითადი დამახასიათებელი არის – ამოსუნთქულ ჰაერს გააჩნია მკაფიო აცეტონის სუნი, აცეტონის სუნი ასევე გააჩნია რძესაც და შარდსაც.

კანის ელასტიურობა მცირდება, ლორწოვან გარსებზე შესამჩნევია ყვითელი ფერი, განსაკუთრებით მარტივი შესამჩნევია ყვითელი ფერის თვალები და თვალების ლორწოვანი გარსის ანთება. გულისცემა მცირდება, სუნთქვა ზედაპირული და სუსტია.

კეტოზის ნებისმიერი მიმდინარეობის დროს სისხლში, რძეში და შარდში შესამჩნევია კეტონური სხეულები. მცირდება წველადობა, სუნთქვისას, რძეში და შარდში შესამჩნევია აცეტონის სუნი და ზიანდება რეპროდუქციული ფუნქციები.

დიაგნოზი

დიაგნოზი ისმევა კვების რაციონის, ცხოველის მოვლა-შენახვის ფაქტორების, და ლაბორატორიული კვლევის გათვალისწინებით, რომლის დროსაც იკვლევა სისხლი, შარდი და რძე.

პათ-ანატომიური ცვლილებები

შესამჩნევია ყველა ორგანოს ტონუსის დაქვეითება

მკურნალობა

კეტოზის მკურნალობა უნდა მოხდეს სწრაფად, რაც მოიცავს სრულ პროცესებს. პირველ რიგში უნდა იყოს მოშორებული გამომწვევი ფაქტორი, არასწორი კვება აუცილებლად უნდა დაბალანსდეს, ამის შემდგომ ხდება ორგანიზმის ტონუსის აწევა და დაზიანებული ორგანოების ფუნქციის გამოსწორება. სასურველია პროცედურების ჩატარების შემდეგ გამოყენებული იყოს ვიტამინოთერაპია.

კეტოზით დაავადებული ცხოველი გადაჰყავთ პროფილაქტიკურ კვებაზე. რაციონში მცირდება კონცენტრატების რაოდენობა და მატულობს თივის რაოდენობა. აუცილებელია თივა იყოს კარგი ხარისხის. დაუშვებელია საქონლის სილოსით კვება. რაციონში შაქრების და პროტეინის რაოდენობა უნდა ედრებოდეს 1-1 -ს.