მძიმედ მიმდინარე არაგადამდები დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან მაღალპროდუქტიული მეწველი ფურები, ახასიათებს კალციუმის მკვეთრი შემცირება სისხლში, მგრძნობელობის დაკარგვა და შემდგომი პარეზების (დამბლა) განვითარება ენის, საჭმლის-მომნელებელი სისტემის და კიდურების არეში. ძირითად შემთხვევაში დაავადება ვითარდება მშობიარობის შემდგომ მყისიერად, უფრო იშვიათად 2-3 დრის შემდეგ.

გამომწვევი მიზეზები

დაავადებას ახასიათებს პოლიეტიოლოგია, ანუ გამომწვევი მიზეზი არის სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც მოქმედებენ მეტაბოლურ (ნივთიერებათა ცვლის) თვისებებზე.

  1. გენეტიკური მიდრეკილება – ამ დაავადების მიმართ მიდრეკილობა წამოადგენს გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა ჯიშების მიხედვით, მაგალითად Jersey და Guernsey ჯიშის საქონელი უფრო ამთვისებელია ჰიპოკალცემიის მიმართ, ვიდრე Holstein ან Shorthorn ჯიშის საქონელი.
  2. ასაკი – ავადდება ასაკოვანი მაღალპროდუქტიული ფურები, თითო ახალ ლაქტაციასთან ერთად იზრდება დაავადების გაჩენის პროცენტულობა. ეს დამოკიდებულია მეტაბოლურ აქტივობასთან და ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვის უნარიანობაზე, რაც უფრო ასაკოვანია ცხოველი, მით უფრო რთულად მიმდინარეობს მეტაბოლური პროცესები და კალციუმის შეწოვა.
  3. ალიმენტარული ფაქტორები – ძირითადი ალიმენტარული გზა არის მშრალ პერიოდში საქონლის კვება საკვებით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს და მცირე რაოდენობით D ვიტამინს.
  4. ტექნოლოგიური – სტრესი (ძირითადად სიცხით გამოწვეული სტრესი).
  5. შინაგანი ინფექციური დაავადებები – ღვიძლის დაავადებები(ჰეპატიტი, ციროზი და ა.შ.), კენჭები ნაღვლის ბუშტში, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები, წვრილი ნაწლავის ანთებითი პროცესები და ა.შ.

სიმპტომები

დაავადების მიმართ ამთვისებლობით გამოირჩევიან მაღალპროდუქტიული ფურები 5 წლიდან ასაკის. დაავადების მიმდინარეობა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე. მსუბუქ მიმდინარეობას ფერმერები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას და ბარბაცით სიარულს აბრალებენ მშობიარობის შემდგომ დაღლილობას. ამ დროს ცხოველის ორგანიზმი ან უმკლავდება დაავადებას, ან ის ვითარდება და გადადის მძიმე ფორმაში. დაავადების ნიშნებია:

  • ბარბაცით სიარული;
  • მოუსვენრობა, აღელვება;
  • კუნთების კანკალი;
  • S-ის მაგვარი კისრის გადაგრეხა;
  • გაფანტული ყურადღება;
  • გადიდებული თვალის გუგები;
  • მადის არ არსებობა;
  • დაწოლის სურვილი, ფეხების მუცლის ქვეშ მოქცევით;
  • სხეულის ტემპერატურის დაქვეითება 37 °С-მდე
  • სხეულის ზედაპირის დაქვეითებული ტემპერატურა

მძიმე მიმდინარეობას შეუძლია გამოიწვიოს კომა და შემდგომი საქონლის სიკვდილი. მიმდინარეობის ორი ფორმის განსაზღვრა შესაძლოა სიმპტომების მიხედვით, მძიმე მიმდინარეობისას სიმპტომებია:

  • სხეულის ტემპერატურის დაწევა 35 °С-მდე;
  • არითმია, სუსტი და იშვიათი პულსი;
  • საყლაპავის და ენის დამბლა;
  • ცრემლდენა;
  • ტიმპანია;
  • თვალის რქოვანას ამღვრევა;
  • გვერდზე გადახრილი თავი;
  • გაშლილი, გაწელილი ფეხები;
  • კანის მგრძნობელობის დაკარგვა;
  • რეფლექსების არ არსებობა.

ამ სიმპტომების დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს მყისიერად და გამოჯანმრთელების გარანტიც არ არსებობს.

დაავადება არა გადამდებია, თუმცა მისი დიფერენციაცია აუცილებელია, რომ გამოვრიცხოთ ინფექციური დაავადებები.

მკურნალობა

მკურნალობა მიმართულია კალციუმის დად მაგნიუმის რაოდენობის გაზრდაზე სისხლში.

მკურნალობისთვის საჭიროა:

  1. სისხლში კალციუმის აღდგენა ხდება უშუალოდ კონცენტრირებული პრეპარატის შეყვანით ვენაში;
  2. დამატებით გამოიყენეთ მაგნიუმის შემცვლელი პრეპარატები;
  3. საჭიროა ვიტამინოთერაპიის ჩატარება, კონკრეტულად D2;D3 ვიტამინები;
  4. სიმპტომატური მკურნალობა;

დაუკავშირდით ადგილობრივ, გამოცდილ ვეტერინარს და გაიარეთ მკურნალობის კონსულტაცია.