სისხლის დასნებოვნება ერითროციტების პარაზიტებით (ბაბეზიები) – მძიმე დაავადებაა, რომელიც იწვევს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიკვდილს. პიროპლაზმოზის მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ დაავადებას ახასიათებს სეზონურობა და ის ვლინდება გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის პირველ პერიოდში.

პიროპლაზმოზის თავისებურებები

დაავადების აღმძვრელია – Piroplasma bigeminum, ბუნებაში ბინადრობს საძოვრების ბალახში. ცხოველის ორგანიზმში ხვდება Boophilus annulatus სახეობის ტკიპების მეშვეობით. დაავადება გადაეცემა ცხოველს საძოვრებზე ან მოთიბული ბალახის კვებისას.  ტკიპები გამოირჩევიან გამძლეობით გარემო ფაქტორების მიმართ – კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურებს და საკვების არ არსებობას, მასპინძლის გარეშე ბუნებაში ძლებენ 2 წლამდე.

პიროპლაზმოზის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს ორი მასპინძლის ორგანიზმში – მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და ტკიპის ორგანიზმში. პირუტყვში გამრავლება მიმდინარეობს შინაგან ორგანოებში, ამის შემდეგ სისხლში – ხოლო ტკიპებში – ჰემოლიმფაში, კვერცხებსა და ქსოვილებში.

პარაზიტები ძირითადად იკავებენ კუჭის ლორწოვანი გარსის პერიფერიას, რაც კუჭის ხდება კუჭის აშლილობის მიზეზი. ამის შემდეგ აზიანებს ერითროციტებს და სისხლის დინებასთან ერთად ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. დაავადების ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 12-15 დღეა, რომლის დროს ვლინდება სუსტი კლინიკური ნიშნები, რის შემდეგ ჩნდება მკვეთრად გამოხატული კლინიკური ნიშნები და მიმდინარეობა გადადის მწვავეში. ამ ეტაპზე პირუტყვს ესაჭიროება მყისიერი მკურნალობა.

დაავადების სიმპტომები

  • დაავადების მსვლელობის პირველ დღეს სხეულის ტემპერატურა მატულობს 42 გრადუს ცელსიუსამდე, თვალის ლორწოვანი გარსები წითლდებიან სისხლძარღვების გაფართოების გამო. ცხოველი დათრგუნულია, უმოძრაოა და უარს ამბობენ საკვებზე, თუმცა წყურვილის გრძნობა გაძლიერებულია. პიროპლაზმოზი იწვევს რძის პროდუქტიულობის დაქვეითებას. გულისცემა ხშირდება, პულსი მატულობს 120 დარტყმამდე წუთში და შეიმჩნევა კუჭის აშლილობა.
  • მეორე დღეს კლინიკური სიმპტომები უარესდება – შეიმჩნევა ცრემლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკა კლებულობს, ხშირდება მოშარდვა და შარდი წითელი ფერისაა.
  • დაავადების მსვლელობის მე-3-4 დღეს სიმპტომები მკვეთრად გამოხატულია. საქონელი წევს და არ დგება, უარს ამბობს საკვებზე და ძალიან დასუსტებულია. ლორწოვანი გარსები ანემიური და მოყვითალო ფერისაა. დაკვირვებისას შესაძლოა პატარა სისხლჩაქცევების პოვნა. გულისცემა არითმიულია, ხოლო შარდი მუქი წითელი ფერისაა.
  • მე -9-10 დღეს მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში დგება სიკვდილი. იშვიათია ცხოველმა გადაიტანოს დაავადება და გამოჯანმრთელდეს.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზს სვამენ კომპლექსური გამოკვლევით. ითვალისწინებენ ეპიზოოტოლოგიურ მონაცემებს – გასათვალისწინებელია დაავადების სეზონურობა, იყო თუ არა პიროპლაზმოზით დაინფიცირება შერჩეულ საძოვრებზე, ასევე ყურადღებას აქცევენ კლინიკურ ნიშნებს და პათ-ანატომიურ ცვლილებებს.

თანამედროვე პრეპარატები ფერმერებს საშუალებას აძლევს სწრაფად უმკურნალონ საქონელს. პიროპლაზმოზის სეზონის დაწყებისას და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საძოვრებზე გაშვებისას თითოეულ ფერმერს მომარაგებული უნდა ჰქონდეს პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო პრეპარატი.

საქონლის საძოვარზე გაშვებამდე აუცილებლად დაამუშავეთ ის პარაზიტების წინააღმდეგ

ვეტერინარულ აფთიაქში პრეპარატის შეძენისას აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ვეტერინართან და დააკვირდით პრეპარატის ვადას.

დაავადებულ ცხოველს არ უშვებენ ნახირში და ტოვებენ ადგილსამყოფელში, უნიშნავენ კარგ კვებას, მკურნალობის დასრულების შემდეგ სასარგებლოა ორგანიზმის სტიმულაცია ვიტამინების მეშვეობით. საქონელი მაქსიმალურად უნდა იყოს მორიდებული სტრესის გამომწვევ ფაქტორებს.