ერთერთი ყველაზე ხშირი გამოწვევა ფერმერებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც საქონელი გადის თავისუფალ საძოვრებში არის საქონლის მოწამვლა, რომელიც იწვევს მძიმე უარყოფით თვისებებს, როგორიცაა ორგანიზმის დათრგუნვა, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, პროდუქტიულობის დაკარგვა, საკვების უარყოფა და სიკვდილიც კი. ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ მოწამვლა ითხოვს სწრაფ რეაქციას და მკურნალობას ორგანიზმის ძლიერ ინტოქსიკაციამდე, სანამ არ დადგება ლეტალური შედეგი.

საქონელი ხშირად ვერ არჩევს სასარგებლო საკვებს, მომწამლავისგან, რის გამოც არსებობს ამ პრობლემის განვითარების დიდი საშიშროება. ინტოქსიკაცია იწვევს შინაგანი ორგანოების მძიმე დისფუნქციას, საქონლის ხასიათის ცვალებადობას. ამ გამოწვევის გადაჭრის მიზნით აუცილებელია თითოეული ინდივიდის დაკვირვება და დაავადების მიმართ ეჭვის მიტანის შემდეგ სწრაფი რეაგირება და კონტაქტი ვეტერინართან.

მოწამვლის მიზეზები

საქონელის მოწამვლისას, აუცილებელია დადგენილი იყოს გამომწვევი მიზეზი, რაც საშუალებას მოგვცემს სხვა პირუტყვების დაცვის და შემდგომი გართულებების პრევენციას. მოწამვლის მიზეზები შემდეგია:

საკვები. საკვებისმიერ მოწამვლას მიეკუთვნება სხვადასხვა შხამიანი ბალახით საქონლის კვება, ასევე რკო და სოკოები. გარდა ამისა საშიშია საქონელის გამოკვება კარტოფილით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იდო მზეზე, დიდი რაოდენობით ჭარხალი, საქონლის აქტიური გამოკვება პარკოსნებით.

სხვადასხვა სახის მარილები. სალოკი მარილის არსებობა პირუტყვის რაციონში აუცილებელია, თუმცა მარილების მისი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს სხვადასხვა სახის მძიმე ინტოქსიკაციებს.

ობი. საქონლის ორგანიზმში ობი, როგორც წესი აღწევს საკვებთან ერთად და ხშირ შემთხვევაში დაობებული თივის მეშვეობით. ობის გაჩენა ხდება საკვების დასაწყობების და შენახვის პირობების დარღვევის დროს.

ქიმიური ნივთიერებები. პესტიციდები, შხამები, სასუქები და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ხვდებიან საქონლის ორგანიზმში საძოვრებზე კვებისას ან წყლის მიღებისას იწვევენ მძიმე ინტოქსიკაციებს ორგანიზმში. მოწამვლის ნიშნები განსხვავებულია, მაგალითად მოუმწიფებელი კარტოფილით კვებისას საქონელში შესამჩნევია ღებინება და ფაღარათი, ხოლო სხვადასხვა შხამიანი ბალახეულით კვებისას ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ხშირი ნერწყვდენა, გუგების გაფართოვება და სხვა.

მოწამვლის ნიშნები

მოწამვლის ნიშნები, როგორც წესი ვლინდება ძალიან სწრაფად. მარტივი შესამჩნევია საქონლის ხასიათის ცვალებადობა. განგაშის ატეხვა ღირს შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:

  • საქონელი ხდება არა აქტიური, ხშირად წვება და ცდილობს კიდურების გაწელვას;
  • იცვლება სუნთქვის რითმი – სუნთქვა და გულისცემა გახშირებულია.
  • შეიმჩნევა ზოგადი სისუსტე, საქონელი დადის ბარბაცით;
  • შესამჩნევია მუცლის შებერილობა;
  • ორგანიზმის ინტოქსიკაციას თან სდევს ღებინება;
  • ხშირი ფაღარათის არსებობა, რომლის დროსაც იცვლება ფეკალის ფერი და ხშირია სისხლის ან ლორწოს მინარევები. ხანდახან ფეკალში არსებობს ქაფიანი გამონადენი;
  • ხშირდება ნერწყვდენა;
  • გუგები ვიწროვდება, ან პირიქით ფართოვდება;
  • ლორწოვანი გარსები იცვლიან ფერს, განსაკუთრებით პირის ღრუში. ლორწოვანი გარსები შეიძლება იყოს გალურჯებული, უფერული ან გაწითლებული, ეს დამოკიდებულია მოწამვლის მიზეზებზე.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რომ სხვადასხვა შხამები იწვევენ ორგანიზმის ძლიერ მოუსვენრობას, რაც შემდგომ ვითარდება კუნთოვანი კრუნჩხვების სახით. რაც უფრო დიდი ხნით მოქმედებს შხამები ორგანიზმზე, მით უფრო შეუქცევადია პათოლოგიური პროცესები.

დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პირველი კლინიკური ნიშნები, როგორც წესი ვლინდება ძალიან სწრაფად და თვითონ ფერმერი ახდენს ცხოველია მდგომარეობის გაუარესების იდენტიფიკაციას. როგორც კი შეიმჩნევა მოწამვლის ნიშნები აუცილებელია დადგენილი მოხდეს გამომწვევი მიზეზი, რადგან უკვე 2-3 საათის შემდეგ მოწამვლის სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან მძიმე.

სასურველია სპეციალისტის მოწვევა ფერმაში, მოწამვლის ზუსტი მიზეზის დასადგენად და მისი შემდგომი სწრაფი და ზუსტი ანტიდოტის შეყვანა.

ფერმერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მკურნალობს მინდობა პროფესიონალურ ვეტერინარისთვის. ეს იძლევა ეფექტური მკურნალობის შერჩევის გარანტს.  მკურნალობა უნდა ჩატარდეს ან გადაუდებელი, ან სტაციონარული.

გადაუდებელი მკურნალობის ჩატარებისთვის აუცილებელია საქონლის კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა ზონდირების მეშვეობით, ასევე სორბენტების და ანტიდოტის მიცემა. თუ მოწამვლის მიზეზი გახდა ქიმიური ნივთიერებები ხდება ფაშვის გახვრეტა, ამ მეთოდის გამოყენებისას ფაშვში ხდება ტიმპანიის (გაბერვის) განვითარების შეფერხება. თუმცა ამ მეთოდით მკურნალობას უნდა აწარმოებდეს პროფესიონალი ვეტერინარი.

სტაციონალური მკურნალობა

ნებისმიერი მოწამვლის შემდეგ აუცილებელია სტაციონალური თერაპიის ჩატარება, რომლის დროს მოხდება პირუტყვის სრული ორგანიზმის გასუფთავება. ზოგადი ღონისძიებები შემდეგია:

  • დაავადებულ საქონელს ესაჭიროება სრული სიმშვიდე;
  • პირველი 2 დღის განმავლობაში ინიშნება მკაცრი მშიერი დიეტა, საქონელს უნდა ჰქონდეს წყალი ნებაზე, ასევე მიზანშეწონილია სუსტი საფაღარათო საშუალებები.
  • მე 3 დღიდან უნდა იყოს დაწყებული საქონლის კვება მცირე პორციებით, რომლის დროს დასაკვირვებელია ორგანიზმის რეაქციაზე.
  • ნორმალური საკვები რაციონზე გადასვლა უნდა მოხდეს ნელ-ნელა.
  • აღდგენითი კურსის დროს საქონელი უნდა იღებდეს სორბენტებს, რომლებიც ბოჭავენ ტოქსინებს და გამოჰყავთ ორგანიზმიდან.
  • კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასურველია გამოყენებული იყოს პრო და პრებიოტიკები.

პროფილაქტიკა

ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებები მდგომარეობს იმაში, რომ მკაცრად იყოს დაცული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვების რაციონი. ცხოველი უნდა იღებდეს ხარისხიან საკვებს სანდო მომწოდებლისგან. ფერმერი უნდა იცავდეს საკვების შენახვის ნორმებს, ისე რომ საკვები არ დაობდეს. თუ საქონლის საკვებად გამოიყენება კარტოფილი, ის უნდა იყოს შენახული ბნელ ადგილას, რომ არ მოხდეს სოლანინის ტოქსინის დაგროვება.

მკაცრი კონტროლის ქვეშ ასევე უნდა მოექცეს საძოვრები. დაუშვებელია საქონლის გაშვება პესტიციდებით და სასუქებით ახალ დამუშავებულ მიწაზე. ასევე საძოვრები უნდა იყოს შემოწმებული ტოქსიკური მცენარეების და მძიმე მეტალების არსებობაზე.