მწყრის მოვლა-შენახვის თავისებურებები:    მწყერს დიდი გამოსაზრდელი ფართობის მოთხოვნილება არ აქვს (სულ რაღაც 0,5 მ2 -ზე შესაძლებელია 50-60 სასუქი მწყრის გამოზრდა). მცირე და კომპაქტური მასშტაბებიდან გამომდინარე, სხვა სასოფლო-სამეურნეო ფრინველების მოვლა-შენახვისგან განსხვავებით, მწყრის მოშენებას ნაკლები ფინანსური და შრომითი რესურსი (მუშახელი)სჭირდება.  მწყერი არ საჭიროებს ვაქცინაციას და სხვადასხვა წამლის ინტენსიურ გამოყენებას.  მწყრის გამოზრდა თავისუფლად შეიძლება დასახლებულ პუნქტში, რადგან არ არის ხმაურიანი ფრინველი (ქათმისგან განსხვავებით), ასევე, გამოყოფს მცირე რაოდენობით ნარჩენებს (სკინტლი, ბუმბული, მტვერი) და ადვილია მათი მართვა.

მწყრის გამოზრდა და კვების რეკომენდაციები:

  • მწყრის ჩოჩორი 2 კვირამდე სასურველია გამოიზარდოს საწიწილე ბრუდერში (ერთ ბრუდერში – მაქსიმუმ 200 ფრთა) და ამის შემდგომ გადავიყვანოთ გალიაში (მწყრის მოზარდის ბრუდერში 3-5 სმ სისქეზე უნდა ეფინოს ბურბუშელა. პირველი 5 დღე საკვები უნდა განათავსოთ ადვილად მისაწვდომ საკვებურში (გამოვიყენოთ მუყაოს ფირფიტა ან  ქვეშსაფენზე გაშლილი ქაღალდი);
  • საკვები მწყერს უნდა მივაწოდოთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე;
  • სასუქ მწყერს საკვები უნდა მივაწოდოთ მთელი დღის განმავლობაში ნებაზე, ხოლო მეკვერცხული მწყერი შეზღუდულად, კვერცხდების პერიოდში უნდა გამოვკვებოთ დღეში 3-ჯერ.
  • კვების ფრონტი 1 ფრთა მწყრისთვის შეადგენს 1.5-2.5 სმ-ს;
  • სხვადასხვა ასაკში საკვები შეცვალეთ მოახდინეთ ეტაპობრივად (ორი ფაზის საკვები ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის განმავლობაში და ისე მიაწოდეთ ფრინველს);
  • მწყრის სასმელი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 15-20 გრადუსი. დარწყულების ფრონტი: ღარული სარწყულებლის შემთხვევაში  0,5 სმ 1 ფრთაზე; ნიპელურ სარწყულებელზე კი – 1 ნიპელზე 10 ფრთა;
  • განათებას მოუკელით და მოუმატეთ ცხრილის მიხედვით – 1 საათის ცვალებადობით (ეტაპობრივად).

მწყრის კვერცხის ინკუბაცია:                                                                                                                         

  • მწყრის კვერცხის წონა შეადგენს 10-12 გრამს (გამოჩეკვისას კი ჩოჩრის წონა 6-7 გრამია); 
  • მწყრის კვერცხის ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღეს;
  • საინკუბაციო კვერცხის შენახვა ხდება 0-7 დღე +8-12 C0 გრადუსზე და 78-80% ტენიანობის პირობებში;          
  • მწყრის საინკუბაციო კვერცხის გამოჩეკვის ეფექტური მაჩვენებელი 80-90%-ია;
  • მწყერში სქესთა შორის შეფარდება უდრის: 1 მამლის შეჯვარებას 3-4 დედალთან;                          
  • კვერცხის განაყოფიერების ეფექტურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია 2 თვეში ერთხელ სადედე გუნდში ძველი მამლების ჩანაცვლება ახალი მამლებით.

იხილეთ მწყრის გამოზრდის ზოგადი ტექნოლოგია (ცხრილი №1)