ნიუკასლის არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადება შინაურ ფრინველში. ძირითად საშიშროებას წარმოადგენს დაავადების სწრაფი გავრცელება და მკურნალობის ეფექტური ხერხების არ არსებობა. დაავადებას ახასიათებს სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები.

საფრინველეში ვირუსის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს 100%-იანი ფრინველის რაოდენობის დაინფიცირება, ხოლო სიკვდილიანობა აღწევს 60-90%-ს.

დაავადებული ფრინველების გარდა, ვირუსის გადამტანი შეიძლება იყოს:

  • საკვები;
  • წყალი;
  • მუშა პერსონალი;
  • ინვენტარი;
  • ბუმბული და ფეკალი;
  • კვერცხის ნაჭუჭი და სხვა.

დაავადების ნიშნები

დაავადების მწვავე მიმდინარეობა:

  • სხეულის ტემპერატურა აღწევს 44 გრადუსს;
  • დასუსტებული მდგომარეობა;
  • მადის დაკარგვა ან არ არსებობა;
  • ფრინველის უმოძრაობა;
  • თვალების ლორწოვანი გარსების ანთება;
  • სასუნთქი გზების დაზიანება – ხველება, ცემინება, ღია ნისკარტით სუნთქვა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება – არეული სიარული, წრიული მოძრაობა, სხეულის ნაწილების გაშეშება;
  • ხშირ შემთხვევაში შეიმჩნევა კუჭის აშლილობა, მათ შორის სისხლთან ერთად.

დაავადების მწვავე მიმდინარეობა მთავრდება ლეტალობით (ფრინველის სიკვდილით), დაინფიცირებიდან 3-12 დღის განმავლობაში.

დაავადების ქვემწვავე მიმდინარეობა

  • მაღალი აქტიურობა         
  • გაშეშება
  • კრუნჩხვები    
  • დაუძლურება

სიკვდილიანობა აღწევს 15-30%

დაავადების დიაგნოსტიკა

ნიუკასლის დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა: ლაბორატორიული გამოკვლევა ვირუსის გამოსამჟღავნებლად, ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური და პათ. ანატომიური ნიშნების გათვალისწინებით.

პროფილაქტიკა

  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე;
  • საფრინველის კარგი დეზინფექცია;
  • ჰიგიენის და სანიტარიის წესების დაცვა;
  • დროული და სწორედ ჩატარებული ვაქცინაცია;
  • ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოვარიდოთ სახლის ფრინველი გარეულ ფრინველს, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაავადების მატარებლები;
  • არ გამოვზარდოთ მეურნეობაში სხვადასხვა ასაკის ფრინველი. უკიდურეს შემთხვევაში ფრინველის ასაკს შორის განსხვავება მაქსიმუმ 5-7 დღე.

ფრინველის ვაქცინაცია და იმუნიტეტი:

ძალიან მნიშვნელოვანია შერჩეული იყოს ვაქცინაციის სწორი სქემა, ვაქცინაციის სქემის შედგენა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:

  • ფერმის კეთილმოწყობა და ადგილმდებარეობა: იზოლირებულია თუ არა საფრინველე გარემოსგან, ადგილმდებარეობის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია;
  • იმუნიტეტის ასამაღლებლად სასურველია ვიტამინოთერაპიის სრული კურსის ჩატარება;
  • ვაქცინაციის სქემას უნდა ადგენდეს გამოცდილი ვეტერინარი ექიმი.

ვაქცინაციის ტექნიკისა და ვაქცინაციის სქემების შედგენისთვის, აუცილებლად მიმართოთ კვალიფიცირებულ ვეტერინარს.

რუბრიკა ” ჩვენებურად”

ნიუკასლის დაავადება, მეტად ცნობილი როგორც “ჭირი”, საქართველოში გავრცელებული დაავადებაა, რომლის ბუნევრივი კერების დადგენა შეუძლებელია. დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს გარეული ფრინველი, ვირთხა ან უბრალოდ დასვრილი ფეხსაცმელი. ნათელია თუ რა მნიშვნელობა აქვს ბიოუსაფრთხოებას, იგუისხმება – ფერმის იზოლაცია გარეული ფრინველებისგან, მღრღნელებისგან, მეთოდების გამოიყენება კი ინდივიდუალურია თითოეული ფერმისთვის, მაგალითად გამოიყენეთ ბადე ფერმის ფანჯრებზე, გამოიცვალეთ ფეხსაცმელი ფერმაში შესვლამდე და ა.შ.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ფრინველის ვაქცინაცია არ გვაძლევს დაავადებისგან 100%-იან დაცვას. აცრილ ფრინველს მინც შეიძლება შეხვდეს დაავადებაც, რომელის ან გაივლის ორგანიზმში სიმპტომების გარეშე, ან მცირე სიმპტომებით, ან შესაძლოა გამოიწვიოს ფრინველის უმრავლესობის სიკვდილი.

დაავადების აღმძვრელებიდან გამოირჩევა რამოდენიმე შტამი და ასევე განსხვავდება სიმპტომები – დაწყებული კუჭ-ნაწავის ტრაქტის დაზიანებიდან, დამთავრებული სასუნთქი გზების სრული განადგურებით, ქაფიანი გამონადენით ნისკარტიდან და კლოაკიდან და მასიური სიკვდილიანობით.

გაკვეთილი კუჭი

როგორ დავიზღვიოთ თავი ნიუკასლის დაავადებისგან?

დაიცავით სისუფთავე და სიმშრალე ფერმაში. დაიზღვიეთ თავი და აუცილებლად აცერით და გადაცერით თქვენი ფრინველი ცრუჭირის (ნიუკასლის) დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით.

ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსულ დაავადებებზე, ასე რომ მკურნალობა დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლებელია.

რჩევები:

  • ვაქცინაციამდე მოამზადეთ თქვენი ფრინველი, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ გამოიყენეთ მასტიმულირებელი საშუალებები, (ვიტამინების კომპლექსი, ამინომჟავეების კომპლექსი);
  • ნებისმიერი სტრეს ფაქტორი აუარესებს იმუნურ სისტემას, ეცადეთ მიაღებინოთ თქვენს ფრინვლეს ნაკლები სტრესი (არ შეაწუხოთ ზედმეტად);
  • გამოზრდის პერიოდში ფრინველს პერიოდულად აუმაღლეთ იმუნიტეტი, გამოიყენეთ იგივე მასტიმულირებელი საშუალებები;
  • შეინარჩუნეთ სიმშრალე და სისუფთავე საფრინველეში;
  • მოარიდეთ თქვენი ფრინველი ნებისმიერ გარეულ ცხოველთან თუ ფრინველთან შეხებას, (განსაკუთრებით გარეული გადამფრენი ფრინველები);
  • ფერმებში აკრძალულია მომვლელს ჰყავდეს სხვა შინაური ფრინველი, რადგან არსებობს დაავადების გადატანის მაღალი რისკები;
  • გაითვალისწინეთ ადგილმდებარეობა და რეგიონალური დაავადებებისს აფეთქებები, თუ თქვენს რეგიონში დაფიქსირებული იყო დაავადება შეზღუდეთ სხვა ადამიანების მოძრაობა თქვენს ფრინველში და არ დააგვიანოთ ვაქცინაცია;
  • აუცილებლად ფრინველის დასმამდე და დასმის შემდეგ ჩაატარეთ ხარიხსიანი ვაქცინაცია, გამოიყენეთ სველი და მშრალი დეზინფექცია, ასევე სასურველია დეზინფექცია ბოლით.