მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ორგანული მჟავების გამოყენება მეფრინველეობაში საკმაოდ ეფექტურია რადგან მჟავები იწვევენ კუჭის-ნაწლავის მიკროფლორის სტაბილიზაციას, ამცირებს საკვების მოხმარების კონვერსიას, აუმჯობესებს მადას. ორგანული მჟავები მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაზე და კერძოდ pH-ბალანსზე (ტუტე-მჟავა ბალანსი). მჟავა გარემოს მომატების გამო პათოლოგიური მიკროფლორა კუჭ-ნაწლავში ვერ ახერხებს გამრავლებას ან სულაც კვდება. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ ორგანული მჟავების გამოყენებას აქვს ანტიბაქტერიული თვისება და მათი გამოყენებისას შესაძლებელია ბაქტერიული დაავადებების პრევენციისთვის, როგორიცაა სალმონელოზი, E.coli და სხვა.

ორგანული მჟავები წარმოადგენენ ქიმიურ ბმას, რომელიც შეიცავს კარბოქსილის მჯავის ჯგუფის ერთ ან რამდენიმე ნარჩენს. (-COOH). ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება გარკვეული ორგანული მჟავები, ძირითადად მოკლე ჯაჭვიანი ბმები, რომლებიც სწრაფად ინელება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მათ მიეკუთვნებათ:

  • ჭიანჭველა მჟავა
  • ძმარმჟავა
  • პროპიონის მჟავა
  • რძემჟავა
  • ერბომჟავა
  • ლიმონმჟავა
  • სორბინის მჟავა და სხვა

ყველა მჟავას აქვს საერთო თვისება: მათ შეიძლიათ კუჭ-ნაწლავში შეცვალონ ტუტე-მჟავა ბალანსი (მჟავისკენ), რის შედეგად მიკროორგანიზმები კარგავენ გამრავლების შესაძლებლობას ან სრულად კვდებიან. სხვადასხვა მჟავას გააჩნია განსხვავებული ბაქტერიოციდული თვისება (იხ. ცხრილი). ყველა მჟავა განსხვავებულია ქიმიური მოქმედებით, ამიტომაც რეკომენდირებულია გამოყენებული იყოს სხვადასხვა მჟავების ნაერთი.

მჟავის დასახელებაანტიბაქტერიული თვისებასოკოებთან, საფუარებთან და ობთან ბრძოლაკუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედების გაუმჯობესებაბრძოლა სალმონელას წინააღმდეგ
ჭიანჭველ მჟავა3333
ძმარმჟავა2222
რძემჟავა3121
სორბინის მჟავა2312

 საიდანაც:

1 – დამაკმაყოფილებელი;

2 – კარგი;

3  – შესანიშნავი.

ორგანული მჟავების გამოყენება საკვებში ან სასმელ წყალთან ერთად წარმოადგენს სალმონელოზის პრევენციის ეფექტურ გზას

ორგანული მჟავების გამოყენება ასევე სასურველია წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად

ვეტერინარული პრეპარატების და ვაქცინების გამოყენება წყლის სისტემის მეშვეობით, წყლის სიტემაში განაპირობებს პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებას და ბიო აპკის წარმოქმნას. ბიო აპკი საშიშია არამხოლოდ ფრინველის ჯანმრთელობისთვის, არამედ ის აბინძურებს სარწყულებელ მილს და იწვევს მის გაჭედვას. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით სასურველია ფერმაში პერიოდულად იყოს გამოყენებული ორგანული მჟავები, რომლებიც ასუფთავებენ სარწყულებელ მილებს, აფერხებენ ბაქტერიების გამრავლებას და კარგად მოქმედებენ ფრინველის ჯანმრთელობაზე.

ორგანული მჟავები ხელმისაწვდომია და ფართოდ გამოიყენება ვეტერინარიაში. პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინარ ექიმთან ან  ვეტ – აფთიაქის წარმომადგენელთან.