კოლხური ხოხბის ჩეკის პერიოდია 24-25 დღე  / სხვა ჯიშის ხოხბის ინკუბაცია 20-29 დღე;

  • ჩეკის მაჩვენებელი საშუალოდ  40-60%  (მაქსიმუმ 80%);
  • საუკეთესოა, კვერცხის საინკუბაციოდ შეგროვება მოხდეს 11 დღის პერიოდში (მე-11 დღეს –ინკუბატორში ჩაწყობა);
  • საინკუბაციო კვერცხის შენახვის პირობები: კვერცხი ინახება მახვილი წვერით ქვევით 450-იანი კუთხით/დღეში ერთხელ უნდა გადაბრუნდეს მოპირდაპირე გვერდზე/ საინკუბაციო კვერცხის შენახვის ტემპერატურა 12.7 C0 / (ყოველ 3 C0 ცვალებადობაზე, სულერთია, აიწევს თუ დაიწევს ტემპერატურა, ფრინველის დაჩეკის ეფექტიანობა იკლებს 10%-ით) / შენახვის ტენიანობა 65-70%.
  • ინკუბაციისას ინკუბატორში ტემპერატურა უნდა იყოს 37,8 C0 გრადუსი, ხოლო ტენიანობა – 50-65%;
  • ინკუბაციის 21-ე დღეს ინკუბატორში ტემპერატურა მცირდება 36,5 გრადუსამდე და ტენიანობა იზრდება 65-75% მდე (ეს კვერცხის ნაჭუჭს არბილებს და ღლაპ[NG1] უადვილდება გამოჩეკა);
  • ინკუბატორში კვერცხი დღე-ღამეში მინიმუმ 4-ჯერ უნდა გადაბრუნდეს/უკეთესია – 5-7-ჯერ (1800 იანი კუთხით) (ხოლო ინკუბაციის 21-ე დღიდან აღარ ვაბრუნებთ კვერცხს);
  • შესაძლებელია ემბრიონის გაშუქება ინკუბაციის მე-10 დღეს (იმის გასაგებად, არის თუ არა კვერცხი განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი, კვერცხი ახალი კვერცხით ჩავანაცვლოთ);
  • გამოჩეკის დღეს კვერცხი ინკუბაციის დასაწყისში არსებული წონის 85%-ს უნდა იწონიდეს. თუ მეტი ან ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ინკუბატორში ტენიანობის პრობლემა გვაქვს.
  • ინკუბატორში გამოზომილად უნდა ხდებოდეს ჰაერცვლა (ვენტილაცია).