ინდაურის ექსტენსიური შენახვის წესის დახასიათება/აღწერა;
საკარმიდამო პირობებში დღის განმავლობაში ინდაურების ეზოში გაშვება, ხოლო ღამის საფრინველეში გათენება.

შენახვის მიზანი (მიმართულება):                                                                                                                                                         

  • სასუქი გუნდი – ინდაურის გაზაფხულიდან ზამთრის ბოლომდე შენახვა (სახორცედ რეალიზაცია);                                                                                   
  • სადედე გუნდი – გაზაფხულიდან მომდევნო წლის გაზაფხულამდე შენახვა (საინკუბაციო კვერცხის მიღება).

ინდაურისგამოზრდისციკლი:

  • 0-2 კვირა – გამოზრდის საწყისი პერიოდი;
  • სახორცედ გამოზრდა: 2 კვირიდან – 7თვის ასაკამდე;
  • სადედე გუნდად გამოზრდა: 4,5-თვიდან 14-15 თვის ასაკამდე (საინკუბაციო კვერცხის მიღება 9-10 თვის ასაკიდან).

1 ფრთა ინდაურის სასუქად გამოზრდის ხარჯები:

  • ერთდღიანი ჭუკის ფასი 5-7 ლარი;
  • კომბინირებული საკვების დანახარჯი (30-35 კგ) 35-40 ლარი;
  • ვეტპრეპარატები – 1 ლარი;
  • კომუნალური და სხვა ხარჯები – 10 ლარი;
  • სუქების დამთავრებისას (4,5 თვის ასაკი) – მამლის წონა 10-12 კგ/დედლის 5-6 კგ;
  • ტანხორცის გამოსავლიანობა 85-87% (სუფთა ხორცი – 8-9 კგ);
  • 1 კგ ცოცხალი წონის ფასი – 11-12 ლარი;

ჯამური დანახარჯი: 55-60 ლარი

1 ფრთა სადედე ინდაურის გამოზრდის ხარჯები:

  • ერთდღიანი ჭუკის ფასი 5-7 ლარი;
  • კომბინირებული საკვების დანახარჯი 14 თვის ასაკში (105-110კგ) 130-140 ლარი;
  • ვეტპრეპარატები – 3 ლარი;
  • კომუნალური და სხვა ხარჯები – 20 ლარი;
  • მიღებული საინკუბაციო კვერცხი 70-80 ცალი (1 ცალის წონა: 80-90გ);
  • 1 ცალი საინკუბაციო კვერცხის ფასი – 4 ლარი;
  • კვერცხდების დამთავრებისას (14 თვის ასაკი) – დედლის წონა 7-8 კგ/ მამლის წონა 10-12კგ;
  • 1 კგ ცოცხალი წონის ფასი 11-12 ლარი;
  • ჯამური დანახარჯი: 170-180 ლარი; 320 ₾ + 80 ₾ (80 კვერცხის რეალიზაცია + 14 თვის ცოცხალი დედალი ინდაურის სარეალიზაციო ფასი) = 400 ლარი (მოგება) //
  • სუფთა მოგება 14 თვეში: 400 ₾ (მოგება) – 180 ₾ (ჯამური ხარჯი) = 220 ლარი.
0-2 კვირა გამოზრდის საწყისი პერიოდი

ინდაურის ჭუკის გამოზრდის რეკომენდაცია :

  • სიცოცხლის პირველი 2 კვირა ჭუკები იზრდებიან ბრუდერში (სპეციალურ ყუთში) ან მანეჟზე (ძირზე ცხაურებიანი გალიით), ასეთ კომპაქტურ სისტემაში მარტივია საჭირო კლიმატური და გარემო პირობების შექმნა და შენარჩუნება.
  • გამოზრდის პირველ კვირებში ჭუკებს სჭირდებათ მაღალი ტემპერატურა, არ უყვართ სინესტე და ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა (იხ. ცხრილი #1); შენობაში სასურველი ტემპერატურის მისაღებად დაგჭირდებათ გამათბობელი(დენის ქურა, ინფრაწითელი ნათურა ან ბუნებრივი აირის/შეშის ღუმელი);
  • სიცოცხლის პირველ დღეებში ჭუკებს ცუდი მხედველობა აქვთ და უჭირთ საკვების მოძებნა და მიღება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ინდაურის საფრინველე იყოს საკმარისი ხნით და ინტენსივობით (სიკაშკაშე-ლუქსი) განათებული, განათების სტანდარტი (იხ. ცხრილი #1);
  • სხვა შინაური ფრინველებისგან განსხვავებით, ინდაურის ჭუკებს მოთხოვნა აქვთ საკვებში ცილის მაღალ შემცველობაზე  (28-25%); სასურველია, საკვებში გამოყენებული იყოს ცხოველური წარმოშობის ცილის წყარო. ინდაურის ჭუკს პირველი 2 კვირა ეძლევა სპეციალური კომბინირებული საკვები, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო კომპონენტს ჭუკის სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისთვის. საკვები მიაწოდეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ნებაზე.
  • ჭუკებს  წყალი  მიაწოდეთ ნებაზე, წყალი იყოს სუფთა და ოთახის  ტემპერატურის +15-220C გრადუსის ფარგლებში. სარწყულებლები ისე მოაწყვეთ, რომ ჭუკები არ დასველდნენ, დასველება და გაცივება იწვევს ჭუკების სიკვდილიანობას!
  • ჟანგბადით მდიდარი ჰაერი მნიშვნელოვანია ინდაურის ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისათვის, ამისთვის საჭიროა ინდაურის გამოსაზრდელი შენობის პერმანენტული ვენტილაცია-განიავება/ვენტილაციის ნორმაა: 1 კგ ცოცხალ წონაზე: ზაფხულში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე: 6-5 მ3/სთ-ში, ზამთარში 1,5-1 მ³/სთ-ში. ჰაერცვლისთვის დაგჭირდებათ ვენტილატორი (ვენტილატორის სიმძლავრის განსაზღვრა ხდება ფრინველის რაოდენობაზე გაანგარიშებით – საჭირო ვენტილაციის წარმადობის მიხედვით).
  • ჩასმის სიმჭიდროვე:  25-30 ფრთა/1მ2-ზე   // (200-250 ფრთიანი  გუნდი);
  • დარწყულების ფრონტი:  1 ფრთაზე – 1 სმ;  
  • კვების ფრონტი: 1 ფრთაზე – 1 სმ;                                                                
  • ფრინველის შენარჩუნება: 97-99 %;
  • ერთი დღის   ჭუკის წონა:  50-55 გ;
  • ერთი კვირის ჭუკის წონა: 170-180 გ;
  • ორი კვირის ჭუკის წონა:  400-420გ;
  • საკვების დანახარჯი 1 ფრთაზე : 250-270 გ.                                                          
2კვირიდან –  7 თვის ასაკამდე სახორცედ გამოზრდის პერიოდი

ინდაურის  მოზარდის სასუქად / სახორცედ შენახვის რეკომენდაცია:      

  • 2 კვირის ასაკიდან ჭუკი გადაჰყავთ საწყისი გამოსაზრდელი  გალიიდან ან ყუთიდან სასუქი ფრინველისთვის განკუთვნილ საფრინველეში ქვეშსაფენზე, სადაც იზრდება მთლიანი სუქების პერიოდი (ქვეშსაფენად გამოიყენება ბურბუშელა 10 სმ სიღრმის 1მ2-ზე 10-11 კგ ოდენობით). ასევე იატაკურად ინახება ინდაური კვერცხდების პერიოდშიც (ზოგჯერ გალიაში საწყისი ზრდა ხანგრძლივდება 2 თვემდე, თუმცა გალიური შენახვის დროს მაღალია ტრავმების რისკი (გალიაში ტრავმების თავიდან აცილების მიზნით ინდაურს ორივე ფეხზე უკანა და პირველ თითს კვეთენ); ჩასმის სიმჭიდროვე გალიაში 1 ფრთაზე: 700-800 სმ2-ია);
  • 6-7 კვირის ასაკიდან შეგიძლიათ მოზარდი გაუშვათ მინდორში, რომ დღის განმავლობაში მცენარეულობითა და მწერებით იკვებოს (ეს შეამცირებს საკვებდანახარჯს), თუმცა ღამე ფრინველმა უნდა გაათიოს შენობაში, სადაც მას ნებაზე უნდა მიაწოდოთ სპეციალური კომბინირებული საკვები, რომელიც განკუთვნილია სასუქი ინდაურისთვის, რაც უზრუნველყოფს ინდაურის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას, წონამატს და ფეხების ჯანმრთელობას. ინდაურს ხშირად აქვს ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები და მოტეხილობები, ამიტომ აუცილებელია სრულფასოვანი, მინერალებით და ვიტამინებით მდიდარი დაბალანსებული საკვები (იხ. ცხრილი #2);
  • ინდაურებს არ უყვართ დასველება, ნამი და წვიმიანი ამინდი, ამიტომ მინდორში არ გაუშვათ დილით;
  • მინდორში საძოვარზე გაშვებული ინდაური სასურველია დამუშავდეს ჭიებზე (ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია). კონსულტაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • ქვეშსაფენზე შენახვისას ყურადღება მიაქციეთ ინდაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას (დიდია დაავადებების – კოქციდიოზის და ენტერიტის რისკი). კონსულტაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • ინდაურებში კანიბალიზმისა და საკვების ფანტვის თავიდან აცილების მიზნით სასურველია დებიკირება (ნისკარტის ნაწილის მოკვეთა). კონსულტაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • აუცილებელია ფრინველის ვაქცინაცია ვირუსულ დაავადებაზე. კონსულტაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • ნებისმიერი ასაკისა და მიმართულების ინდაურში არასდროს შეცვალოთ საკვების ფაზა ან რაციონი მყისიერად. აუცილებელია, ყოველგვარი ცვლილება მოხდეს ნელ-ნელა, საფეხურებრივად 3-4 დღის განმავლობაში (ეს საჭიროა ახალ საკვებთან შეგუებისთვის);

4,5 თვიდან   14-15 თვის ასაკამდე მშობელთა (სადედე) გუნდის შენახვის პერიოდი

  მშობელთა გუნდის შენახვის რეკომენდაცია:         

  • სადედე გუნდის მომზადება იწყება 4,5 თვის ასაკში დედალი და მამალი ფრინველების განცალკევებით და სადედე გუნდისთვის მისაღები ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდების გადარჩევით. გადარჩევის შემდეგ დედალი და მამალი მოზარდი იზრდება ცალ-ცალკე 7,5 თვის ასაკამდე. ამ პერიოდში  (4,5დან – 7,5 თვის ასაკამდე)  სარემონტო მოზარდი გადაგვყავს შეზღუდულ კვებაზე (იხ.ცხრილი #2), რაც ხელს უწყობს მათ სწორ განვითარებას, იცავს ფრინველს გადასუქებისგან და ნაადრევი მომწიფებისგან, სასურველია, ფრინველს, უკეთესი განვითარებისთვის, ჰქონდეს სასეირნო სივრცე; მამლების  საბოლოო გადარჩევას ვატარებთ  7.5 თვის  ასაკში და ვუშვებთ მათ დედლების ჯგუფთან  (სქესთა შორის თანაფარდობა: 15 დედალზე – 1 მამალი); ერთ ჯგუფში მაქსიმუმ უნდა იყოს 200-250 ფრთა დედალი და შესაბამისი თანაფარდობის მამალი (15 ფრთა);      
  • აუცილებელია, სადედე გუნდი გამოვკვებოთ სპეციალურად სადედე გუნდისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით, რაც უზრუნველყოფს მათ სწორ ზრდა-განვითარებას და კვერცხდების მაღალ მაჩვენებელს;
  • გამოზრდის საწყის პერიოდში თითოული სადედე დედალი ინდაურის მისაღებად ანგარიშობენ: 2 ფრთა ერთდღიან დედალ ჭუკს/ ხოლო თითო სადედე გუნდის მამალზე 5 ფრთა ერთდღიან მამალ ჭუკს (ინდაურებში გამოზრდის საწყის პერიოდში მაღალია მამალი ფრინველის სიკვდილიანობა);                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  • ინდაური კვერცხდებას იწყებს 9-10 თვის ასაკიდან და ასრულებს 4-5 თვეში (13-14 თვის ასაკში) ამ პერიოდში ერთი დედლისგან მიღებული კვერცხის რაოდენობა შეადგენს 90-100 ცალს; კვერცხდების დასასრულს ხდება ფრინველის  სახორცედ რეალიზაცია;
  • დედალი ინდაური გამოირჩევა მაღალი მოკრუხების ინსტინქტით (მოკრუხების შემდგომ დედალი წყვეტს კვერცხდებას, რაც იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას) ამიტომ აუცილებელია საბუდარში დადებული კვერცხის დროული და ხშირი ამოცლა;  საბუდრის ზომებია: სიღრმე X სიგანე X სიმაღლე შესასვლელში (56X36X40სმ);
  • თუ სადედე გუნდი არ არის საკარმიდამო პირობებში გაშვებული, აუცილებელია თვეში ერთხელ მის რაციონში შევიტანოთ 3-5მმ ზომის ნაწილაკების ხრეში (ერთ ფრთაზე 3-5 გრამის ოდენობით).

საინდაურე შენობის მიკროკლიმატი და განათება: ცხრილი #2

  • დარწყულების ფრონტი:  1 ფრთაზე – 3 სმ;  
  • კვების ფრონტი: 1 ფრთაზე: 8-10 სმ;

საკვების მოხმარება კვირების მიხედვით: ცხრილი #1

  • შეზღუდული კვების პერიოდი                ;
  • ლუქსი(Lux)- განათების სიმძლავრე

მარტივი საფრინველის პროექტი 10 ფრთა სახორცე ინდაურისთვის

  • რაოდენობა: 10 ფრთა ადგილობრივი პოპულაციის ინდაური;
  • საინდაურე შენობის მთლიანი ფართი: 12 მ2 (3×4მ) (1მ2-ზე იანგარიშება 24 კგ ცოცხალი წონის მიღება);
  • საძოვარი ეზოს ფართი (მწვანე მასის და მწერების ათვისებისთვის) 1500-2000 მ2 (0.15-0.2ჰა);
  • ზამთრის ვოლიერის ფართი – 30მ(3×10მ);
  • საინდაურეს და ვოლიერის მშენებლობის ხარჯი (მიწის ნაკვეთის და ეზოს შემოღობვის გარდა) 3000-3100 ლარი;
  • საჭირო სრული აღჭურვილობის ხარჯი: 450-500 ლარი (ბრუდერი, საკვებურები, სარწყულებლები და სხვა).

მოთხოვნები ინდაურის  გამოსაზრდელი  საფრინველე შენობის მიმართ

  • საფრინველე არ უნდა იყოს ხმაურიან ადგილზე აშენებული;
  • შიგნით არ უნდა იქმნებოდეს ორპირი ქარი;
  • საფრინველე შენობა უნდა იყოს კარგად განათებული;
  • საფრინველეში არ უნდა იყოს ნესტი და მომატებული ტენიანობა;
  • უნდა იყოს დაცული მავნებლებისგან (მტაცებელი ცხოველები და  ფრინველები, მღრღნელები, მწერები);
  • ინდაურის სასეირნო ეზო და ვოლიერი უნდა იყოს სათანადოდ შემოღობილი ღობით ან მავთულბადით;
  • ინდაურის გამოსაზრდელ შენობაში დაცული უნდა იყოს: სანიტარია, ჰიგიენა. დაუშვებელია მტვერი;
  • პერიოდულად უნდა ტარდებოდეს საკვებურებისა და სარწყულებლების დარეცხვა-დეზინფექცია და ასევე, ქვეშსაფენის განახლება – ახალი ბურბუშელის მოფანტვა;   ზრდასრული ინდაურები ხმაურიანი ფრინველები არიან (გასათვალისწინებელია სამეზობლო დასახლება);
  • ფრინველის სტრესის თავიდან აცილებისა და ბიოუსაფრთხოების მიზნით საინდაურე შენობაში უცხო პირები არ უნდა იქნან დაშვებული;
  • საინდაურე აღჭურვილი უნდა იყოს: საკვებურებით და სარწყულებლებით, ქანდარებით, განათებით და საჭიროების შემთხვევაში (ზამთარში) გათბობის წყაროთი, სადედე გუნდის გამოზრდის შემთხვევაში აუცილებელია საბუდრები.
  • მინდორში თავშესაფარი: სიცხისგან, წვიმისგან და მტაცებლებისგან.
  • საძოვარი ერთ ფრთაზე 150-200 მ2.