დაიცავით ჰიგიენის წესები საბოცვრეში:

• ჩაატარეთ საბოცვრის დეზინფექცია თვეში ერთხელ – გალიებს, საბუდრებს, ყუთებს, საკვებურებს, სარწყულებლებს,
ინვენტარს და თხრილების სველი წესით დეზინფექცია;
• მღრღნელებთან ბრძოლა თვეში ერთხელ – საბოცვრის, საწყობის, დამხმარე შენობის მღრღნელების (თაგვი, ვირთხა
საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავება.
• საკვებურის და სარწყულებლის ყოველდღიური ამოსუფთავება – თავიდან ავირიდოთ საკვებურის და
სარწყულებლის ბოცვრის ფეკალით დაბინძურება, საკვებურში საკვების ნარჩენი მტვერი ამოვასუფთაოთ ყოველდღე.

ბოცვერში ჩაატარეთ შემდეგი ვეტერინარული ღონისძიებები:

კუჭის აშლის და ფაღარათის თავიდან აცილებისთვის საჭიროა – დაავადება კოკციდიოზის საწინააღმდეგო
პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება:
გამოიყენეთ რომელიმე კოკციდიოსტატი (პრეპარატი: ბიოკოკცი ან სხვა) შემდეგი თანმიმდევრობით:
მოქმედება #1: ასხლეტვის წინა დღეს (24 საათით ადრე) ბაჭიებიან დედისთვის განკუთვნილ წყალში ვურევთ ამ
პრეპარატს, რათა პრეპარატი მიიღოს როგორც დედამ ისე ბაჭიამ;
მოქმედება #2: ბაჭიების დედიდან ასხლეტვის პროცესშიც (35 დღე) საჭიროა პრეპარატის მიღება;
მოქმედება #3 ასხლეტვის დღიდან 2 დღე ბაჭიებს ვუგრძელებთ პრეპარატიანი წყლის მიცემას;
მოქმედება #4 ბაჭიებს 10 დღე ვასვენებთ და შემდეგ 3 დღე კვლავ ვასმევთ პრეპარატიან წყალს;
მოქმედება #5 ბაჭიებს 20 დღე ვასვენებთ და შემდეგ 3 დღე კვლავ ვასმევთ პრეპარატიან წყალს.

  • კუჭის და ნაწლავების შებერვის დროს – ბოცვერს გამოუშვებენ გალიიდან და აიძულებენ იმოძრაოს.
    საჭიროა ბაქტერიული ფონის მოსახსნელად ანტიბიოტიკის მიცემა (პრეპარატი: ტრომექსინი, სულტრიმი,
    ბიოკოკცი, ნორსულფაზოლი ან სხვა). საკვებს აძლევენ მცირე ულუფებით 8-12 საათში ერთხელ.
    (რეკომენდაცია: ეცადეთ ბოცვერს არ შეუცვალოთ საკვები (კვებეთ მხოლოდ ერთი კომპანიის მზა საკვებით), რადგან
    ყველა კომპანიას აქვს სხვადასხვა რეცეპტით დამზადებული და საკვების ხშირი ცვალებადობა კი იწვევს ბოცვრის
    საკვების მომნელებელი სისტემის პრობლემებს. არ კვებოთ ბოცვერი ნორჩი მწვანე მასით, სიმინდით და პურეულით.
    ბოცვერს მიაწოდეთ ხარისხიანი თივა, გამორიცხეთ: დაბინძურება, მტვრიანობა და დაობება)
  • ბოცვერი დაამუშავეთ ჭიაზე დედიდან ასხლეტვის პერიოდიდან – პირველი დამუშავება ანტიჰელმინთური
    პრეპარატით (ფენბექს 250 ან სხვა): 1,5-2 თვის ასაკში; მეორედ დამუშავება/გამეორება – 10 დღეში (არ მუშავდება ჭიაზე
    მაკე და მოლაქტაციე დედა ბოცვრები);
  • ბოცვერი დაამუშავეთ მკბენარზე (რწყილი და ტკიპა) გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში – პერიოდულად, ბოცვერს სხეულზე მოაყარეთ ინსექტოაკარიციდული ფხვნილი (პრეპარატი ინსეტოქსი ან სხვა).