მწყრის გამოზრდა მარტივი და სარფიანი საქმეა, მწყრის კვერცხსა და ხორცზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება:
მწყერი გამოირჩევა იმით, რომ ნაკლებ გამოსაზრდელ ფართობს მოითხოვს. სულ რაღაც 30 მ2-ზე 3000 ფრთამდე მწყრის გამოზრდაა შესაძლებელი. მცირე  მასშტაბებიდან გამომდინარე, მწყრის მოშენების ნაკლები ფინანსური (ეკონომიკური) და შრომითი რესურსი (მუშახელი) სჭირდება.

რა უნდა ვიცოდეთ, რომ მოვაწყოთ ჩვენთვის სასურველი მიმართულების (მეხორცული/ მეკვერცხული) მწყრის ფერმა?

ახალგამოჩეკილი  მწყერი უნდა განვათავსოთ  სპეციალურ გამოსაზრდელ  ბრუდერში (ბრუდერი ეწოდება ყუთს ან თაროს, სადაც შექმნილია  ყველა საჭირო პირობა (სითბო, საკვები, წყალი, განათება) მოზარდი მწყრის ეფექტიანი საწყისი ზრდისა და განვითარებისთვის. ბრუდერში ჩოჩორი რჩება 2 კვირის ასაკამდე, სანამ 1 ფრთა არ მიაღწევს 50-60 გრამ ცოცხალ წონას.

მოზარდი მწყერი (2 კვირის ასაკიდან) უნდა გადავიყვანოთ ბრუდერიდან სპეციალურ, სასუქი მწყრისთვის განკუთვნილ გალიებში ან გავუშვათ იატაკზე დაფენილ ქვეშსაფენზე , სადაც იზრდება მწყერი სუქების ბოლომდე (საშუალოდ 6 კვირის ასაკამდე).

მოზარდი მწყერი

საჭირო ინვენტარი:

  • მოზარდი მწყრის ბრუდერი – 1 ბრუდერში ეტევა 200 ფრთა;
  • (ბრუდერის ზომა: სიმაღლე იატაკიდან/ სიგრძე /სიგანე/ სიღრმე: 70x100x100x25 სმ)/(1 ბრუდერისთვის განკუთვნილია: /4 ცალი (25სმ – დიამეტრის) ან 1 გრძივი მეტრი ღარული საკვებური/4 ცალი ვაკუუმ სარწყულებელი ( 25სმ – დიამეტრის)/ ქვეშსაფენი – ბურბუშელა 3-5 სმ (1მ2 3-4კგ ოდენობით)/ ბრუდერის ნათურა – 1 ცალი (ინფრაწითელი). ტემპერატურის ავტომატური თერმორეგულატორი და თერმომეტრი).
  • ნათურა – შენობის ყოველ 3მ2-ზე – 1 ცალი (5-ვატიანი led);
  • ვენტილატორი – 1 ცალი (1000 მ3/სთ).

30 მ2 შენობაში შესაძლებელია 20 ბრუდერის განთავსება (ჯამში 20×200 ფრთა = 4000 ფრთა მწყრის მოზარდისთვის).

მეხორცეული მწყერი

საჭირო ინვენტარი:

  • ნათურა – შენობის ყოველ 3მ2-ზე – 1 ცალი (5-ვატიანი led);
  • ტემპერატურის ავტომატური თერმორეგულატორი და თერმომეტრი;
  • ვენტილატორი – 1 ცალი (1000 მ3/სთ).
  • 30 მ2 -იან შენობაში შესაძლებელია 15 ცალი 4-იარუსიანი გალიის დადგმა კორიდორების გათვალისწინებით (15×160 ფრთა = ჯამში 2400 ფრთა სახორცე მწყრისთვის) / ქვეშსაფენზე გაშვების შემთხვევაში 30მ2 X 80ფრთა=ჯამში ასევე 2400 ფრთა.

30 მ2 შენობაში შესაძლებელია 20 ბრუდერის განთავსება (ჯამში 20×200 ფრთა = 4000 ფრთა მწყრის მოზარდისთვის).