6 ძირითადი ფაქტორი რომელიც განაპირობებს სოფლის ქათმის მაღალ კვერცხდებას:

ქათმის ასაკი:
სასურველია ჩაანაცვლოთ ასაკიანი დედლები ახალგაზრდა დედლებით – მათ მეტი კვერცხის დადება შეუძლიათ
(ქათმის ეფექტური კვერცხდების პერიოდი: კვერცხდების დაწყებიდან 12 თვე გრძელდება)

აკონტროლეთ ქათმის ცოცხალი წონა:
ეფექტური კვერცხმდებისთვის სასურველია სოფლის დედალი იყოს 1,4- 2,5 კგ ცოცხალი წონის;
(თუ წონა დაბალია გამოკვებეთ კალორიული საკვებით, თუ წონა მაღალია დეკონცენტრირებული საკვებით)

უზრუნველყავით სრულფასოვანი კვება:
კომბინირებული საკვების დღიური ნორმა 1 ფრთაზე ზაფხულის პერიოდში: 80-100 გრამია, ხოლო ზამთარში
110-120 გრამი და მაღალ კალორიული;
დაბალანსებული საკვებისგან ცალკე შეგიძლიათ ქათამი წაახალისოთ: დაჭრილ-დაკუწული მწვანე მასით,
სამზარეულოს ნარჩენებით, მწერებით და ჭიაყელებით;
განათავსეთ საქათმეში: კირქვა, ცარცი და მცირე ზომის (2-5მმ) კენჭები ისე რომ ქათამს ნებისმიერ დროს
შეეძლოს მათი საკვებად მოხმარება ნებაზე;
ქათამს წყალი მიაწოდეთ ნებაზე (წყალი იყოს სუფთა და ქათმისთვის სასურველი ტემპერატურის (+10-250 C
გრადუსის ფარგლებში).

აკონტროლეთ ქათმის ჯანმრთელობა:
ქათამს ჩაუტარეთ ვაქცინაცია კვერცხდების შეზღუდვაზე მომქმედ დაავადებებზე (ვარიობაში / კვერცხდებისას)
/ რჩევისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
ქათამი დაამუშავეთ ჰელმინთებზე (ჭიებზე) (ისეთი პრეპარატებით რომლის გამოყენებაც არ ზღუდავს ამ
პერიოდში ქათმისგან მიღებული კვერცხის საკვებად გამოყენებას) / რჩევისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
ქათამი დაამუშავეთ გარეგან პარაზიტებზე (საქათმის დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია) /
რჩევისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
მნიშვნელოვანია ქათმის ეზოში ან ვოლიერში შეეძლოს: მზეზე, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური
აქტივობა;
ასეთის არსებობის შემთხვევაში: გადაარჩიიეთ და გამოიწუნეთ ხეიბარი ან მავნებელი დედლები (კვერცხის
მჭამელები და კანიბალები)

განათების მნიშვნელოვანი როლი:
ქათმის ეფექტური კვერცხდებისთვის საჭიროა 14-15 საათი დღის ნათელი პერიოდი;
ქათმის გამოსაზრდელ გარემოში ჩამობნელებიდან (მოსაღამოებისას/ ზამთარში) საქათმე დამატებით გაანათეთ
ხელოვნურად: საქათმის ყოველ 10 მ2 დაგჭირდებათ 1 ცალი ენერგოეფექტური 10 ვატიანი Led ნათურა)

ქათამს აარიდეთ ყველა შესაძლო სტრეს ფაქტორები თავიდან:

  • სიცივე ან სიცხე (კვერცხისმდებელი დედლისთვის სასურველი ტემპერატურა: 16 დან-260 C გრადუსი);
  • შიმშილი და წყურვილი;
  • შიში (ქათმისთვის სტრესია: ხმაური, (უდიერი მოპყრობა, მტაცებლები ცხოველები და ფრინველები, მღრღნელები);
  • არაკომფორტული ან მოშლილი საბუდარი (საბუდარიდან საბუდარის კვერცხის ამოღება-ამოცლა);
  • საქათმეში: სიმჭიდროვე, ანტისანიტარია, მწერები, მტვერი და ამიაკი.