6 ძირითადი ფაქტორი რომელიც განაპირობებს სოფლის ქათმის მაღალ კვერცხდებას:

ქათმის ასაკი:

  • სასურველია, ჩაანაცვლოთ ასაკიანი დედლები ახალგაზრდა დედლებით – მათ მეტი კვერცხის დადება შეუძლიათ (ქათმის ეფექტური კვერცხდების პერიოდი კვერცხის დების დაწყებიდან 12 თვე გრძელდება).

აკონტროლეთ ქათმის ცოცხალი წონა:

  • ეფექტური კვერცხდებისთვის სასურველია, სოფლის დედალი იწონიდეს 1,4- 2,5 კგ-ს; (თუ წონა დაბალია, გამოკვებეთ კალორიული საკვებით, თუ  წონა მაღალია – დეკონცენტრირებული საკვებით).

უზრუნველყავით სრულფასოვანი კვება:

  • კომბინირებული საკვების დღიური ნორმა 1 ფრთაზე ზაფხულის პერიოდში 80-100 გრამია, ხოლო ზამთარში – 110-120 გრამი და მაღალკალორიული;
  • დაბალანსებული საკვების მიცემის გარდა შეგიძლიათ ქათამი წაახალისოთ: დაჭრილ-დაკუწული მწვანე მცენარეულობით, სამზარეულოს ნარჩენებით, მწერებითა და ჭიაყელებით;
  • განათავსეთ საქათმეში კირქვა, ცარცი და  მცირე ზომის (2-5მმ)  კენჭები ისე, რომ ქათამს ნებისმიერ დროს შეეძლოს მათი საკვებად მოხმარება;
  • ქათამს  წყალი მიაწოდეთ ნებაზე (წყალი იყოს სუფთა და ქათმისთვის სასურველი  ტემპერატურის (+10-250 C გრადუსის ფარგლებში).

აკონტროლეთ ქათმის ჯანმრთელობა:

  • ქათამს ჩაუტარეთ ვაქცინაცია ისეთ დაავადებებზე, რომლებიც კვერცხდებაზე უარყოფითად მოქმედებს  (ვარიობაში / კვერცხდებისას)  /    რჩევისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • ქათამი დაამუშავეთ ჰელმინთებზე (ჭიებზე) (ისეთი პრეპარატებით, რომლის გამოყენებაც არ ზღუდავს ამ პერიოდში ქათმისგან მიღებული კვერცხის საკვებად გამოყენებას)  /   რჩევისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • ქათამი  დაამუშავეთ  გარეგან პარაზიტებზე (საქათმის დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია) /            რჩევისთვის მიმართეთ ვეტერინარს;                     
  • მნიშვნელოვანია, ქათამს ეზოში ან ვოლიერში შეეძლოს: მზეზე, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური აქტივობა;
  • ასეთის არსებობის შემთხვევაში: გადაარჩიეთ და გამოიწუნეთ ხეიბარი ან მავნებელი დედლები (კვერცხის მჭამელები და კანიბალები).

განათების მნიშვნელოვანი როლი: 

  • ქათმის ეფექტური კვერცხდებისთვის საჭიროა 14-15 საათი დღის ნათელი პერიოდი;                                             
  • ქათმის გამოსაზრდელ გარემოში ჩამობნელებიდან (მოსაღამოებისას/ზამთარში) საქათმე დამატებით გაანათეთ ხელოვნურად: საქათმის ყოველ 10 მ2 დაგჭირდებათ 1 ცალი ენერგოეფექტური 10-ვატიანი Led ნათურა).

ქათამს აარიდეთ ყველა შესაძლო სტრესფაქტორი:

  • სიცივე ან სიცხე (კვერცხისმდებელი დედლისთვის სასურველი ტემპერატურაა 160 C-დან – 260 C);
  • შიმშილი და წყურვილი;
  • შიში (ქათმისთვის სტრესია: ხმაური, უდიერი მოპყრობა, მტაცებელი ცხოველები და ფრინველები, მღრღნელები);
  • არაკომფორტული ან მოშლილი საბუდარი (საბუდარიდან საბუდარის კვერცხის ამოღება-ამოცლა);
  • საქათმეში: სიმჭიდროვე, ანტისანიტარია, მწერები, მტვერი და ამიაკი.