შესავალი

            ბოლო პერიოდში თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში აღორძინდა Free range – თავისუფალ – სასეირნო საკარმიდამო პირობებში ფრინველის გამოზრდის მეთოდი, რომლის ძირითადი იდეა დამყარებულია ფრინველის ბუნებრივ პირობებში გამოზრდაზე (კეთილდღეობა, უსტრესო გარემო) და მისგან გემრიელი პროდუქტის მიღებაზე (კვერცხი და ხორცი).  დიდ პოპულარიზაციას განიცდის შინაური ფრინველის ინტენსიური გამოზრდა Free-range პირობებში, რადგან ფრინველი იზრდება ბუნებასთან მიახლოებულ გარემოში, თუმცა მას გააჩნია ხელოვნურად შექმნილი თავშესაფარი. “Best positive welfare outcome”- ითვალისწინებს იმას, რომ ფრინველი უნდა იყოს თავისუფალი წყურვილისგან, შიმშილისგან, ტკივილისგან, დაზიანებისგან და შეძლოს მოახდინოს ჩვეული, დამახასიათებელი ყოფაქცევის სრულად გამოვლინება. საქართველოში ყველაზე გავრცელებული და მოხმარებადი არის ქათმის ხორცი. მხოლოდ 2018 წელს მისმა მოხმარებამ 65,400 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში ქვეყანაში მოხმარებული ძროხის ხორცის მოცულობა – 29,000 ტონა, ღორის ხორცის კი – 39,100 ტონა იყო. 2019 წლის განმავლობაში მაცივრებში დასაწყობებული იყო 232.4 ათასი ტონა პროდუქტი, მათ შორის 61.3 %-ს ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) შეადგენდა.

ხორცის ადგილობრივი წარმოება ქვეყანაში 2019 წელს 69.5 ათას ტონას შეადგენდა. საიდანაც 33% ფრინველის ხორცზე მოდის. აღნიშული მონაცემი მოიცავს როგორც ფერმებში კომერციული დანიშნულებით, ასევე შინა მეურნეობებში საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებულ ხორცს.

ინტენსიურ მეურნეობებში მთელი დედამიწის მასშტაბით იზრდება მილიარდობით ფრინველი, რომელთაგან უმრავლესობა იზრდება მხოლოდ ჩაკეტილ პირობებში, გარემოსგან სრულად იზოლირებულ სივრცეში, ადამიანის მიერ მოწყობილ ხელოვნურ სივრცეში, სადაც დასმის სიმჭიდროვიდან გამომდინარე ფრინველს არ გააჩნია სამოძრაო სივრცე. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით შეიქმნა Free-range გამოზრდის ნახევრად ხელოვნური კონცეფცია, რომელიც მიახლოებულია „სოფლის პირობებს“.

რა არის და რატომ უნდა ავირჩიოთ ფრინველის გამოზრდა საკარმიდამო პირობებში

Free Range ფრინველის გამოზრდა არის მეთოდი, რომლის დროს ფრინველს დღის მონაკვეთში აქვს თავისუფალი სეირნობის შესაძლებლობა და ის არ არის მოთავსებული იზოლირებულ ფერმაში 24 საათის განმავლობაში. ბევრ ფერმაში სასეირნო ტერიტორია შემოღობილია, რაც თავის მხრივ ქმნის ვოლიერს, თუმცა თავისუფალი სეირნობის სისტემა უზრუნველყოფს ფრინველს დიდი სასეირნო სივრცით, მზის სხივებით. Free Range ფერმერობა მოიცავს მეხორცეული, მეკვერცხულ და შერეულ მიმართულებებს. ამ კონცეფციაში განვიხილოთ ფრინველის გამოზრდა მეხორცული მიმართულებით.

არავისთვის გასაკვირი არ არის ის, რომ ბუნებაში ან ბუნებასთან მწვდომი ფრინველი შეიძლება იყოს უფრო ჯანსაღი და ნაკლებად სტრესულ გარემოში გამოზრდილი (ქათამს აქვს შეხება სუფთა ჰაერთან რაც გამორიცხავს გაზებით და ამიაკით მოწამვლას, ფრინველს საშუალება აქვს თავისუფალი მოძრაობის და მისი კვებითი რაციონი უფრო მრავალფეროვანი და განსხვავებულია მიახლოებული მის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებთან, რაც საშუალებას იძლევა გამოავლინოს გენეტიკური მაქსიმუმი და იყოს წარმოებული ხორცი და კვერცხი გემრიელი).

 ჟურნალში “Poultry Science” გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ექსპერიმენტი ჩატარდა ფრინველების გუნდზე – 600 ფრთაზე სხვადასხვა პირობებში. იზოლირებულ ფერმაში, Free-range ფრინველში და ფერმაში რომელსაც ჰქონდა წვდომა მხოლოდ სუფთა ჰაერთან. კვლევამ დაადგინა, რომ ფრინველი, რომელიც იმყოფებოდა თავისუფალ სივრცეში და სუფთა ჰაერზე გააჩნდა გაცილებით წვნიანი, ნაზი და უკეთესი ტექსტურის მქონე ხორცი ვიდრე სხვა დანარჩენებს. ეს ყველაფერი განპირობებულია შედარებით სუფთა გარემოთი (ჰაერი, წყალი, ცხოველური წარმოშობის საკვები (მწერები, ჭიები), ა.შ. და თავისუფალმა მოძრაობების შესაძლებლობამ (კუნთების ვარჯიში), რაც ავითარებს კუნთოვან მასას, რის შედეგადაც ვიღებთ უკეთესს გემოს და ტექსტურას.

 გარდა ამისა, ყველაზე მნიშნველოვანი არის ის, რომ ფრინველი იზრდება იმ გარემოში, რომელიც სჭირდება მას ფიზიოლოგიურად. მზის სხივები, სუფთა ჰაერი, მცენარეები, ჭიები, მწერები, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სწორ ზრდას და შედეგად ვიღებთ სტრესისგან თავისუფალ პროდუქტს, რომელიც დაკავშირებულია უმოძრაობით ინტენსიურ ფერმებში.

Free Range სისტემის გამოზრდისას ძირითადი მიზანია მიღებული იყოს ფრინველის ნელი ზრდა და კარგი გემოვნური თვისებები

შედეგი:

  • ჯანსაღ გარემოში გაზრდილი ფრინველი;
  • გენეტიკური მაქსიმუმის გამოხატვის საშუალება;
  • უპირატესობას გემოვნურ თვისებებში;
  • ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ნატურალური, მაქსიმალურად მიახლოებული ბუნებრივ პირობებთან პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა კარგი გემოვნური თვისებებით.

მიღებული პროდუქტის სასარგებლო თვისებები:

   Free Range პირობებში, ფრინველს აქვს წვდომა სასეირნო სივრცესთან, სუფთა ჰაერთან და მზის სხივებთან, შეიძლება ითქვას რომ ის იმყოფება სუფთა და მის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებთან მოთავსებულ გარემოში. საქართველოში ინტენსიურ ფერმებში მეხორცეული მიმართულების ფრინველი ძირითადად იზრდება იზოლირებულ სივრცეში, სადაც მათ არ აქვთ თავისუფალი მოძრაობის საშუალება. ფერმაში გამოზრდის დროს ჰაერში გროვდება მავნებელი გაზები, რაც ცუდად მოქმედებს ფრინველის ჯანმრთელობაზე და ხორცის ხარისხზე. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია Free Range სისტემით ფრინველის გამოზრდის დროს.

 მოდით შევხედოთ რას ვიღებთ ასეთი სტილით ფრინველის გამოზრდისას. ყველასთვის ცნობილია, რომ ვარჯიში განაპირობებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ექიმები ადამიანებს გვირჩევენ ვარჯიშს, მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვას ან სეირნობას სუფთა ჰაერზე, რაც მართლად სასარგებლოდ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. მოძრაობის დროს მუშაობს ფეხის თითქმის ყველა კუნთი, რაც განაპირობებს ზედმეტი ცხიმის და ქოლესტერინის დაშლას. ზუსტად ეს ხდება ფრინველის მოძრაობისას. იშლება არასასურველი ცხიმების რაოდენობა, ხოლო სუფთა ჰაერი განაპირობებს ფილტვების სწორ მუშაობას და განიავებას. ფრინველი არ სუნთქავს მავნე აირებით, როგორიცაა ამიაკი და შესაბამისად მისი ჯანმრთელობის სტატუსი გაცილებით მაღალია ვიდრე ჩაკეტილ ფერმაში მოთავსების დროს. მიღებული პროდუქტი (ჩვენს შემთხვევაში ხორცი) ასევე განსხვავდება როგორც ფიზიკური მდგომარეობით (უფრო მკვრივი კუნთოვანი მასა) ასევე გემოვნური თვისებებით. ამ სტილით ფრინველში გაზრდის შემთხვევაში ადამიანები ვიღებთ გაცილებით მაღალ ხარისხოვან ხორცს. სახორცე მიმართულების ფრინველის გაზრდის შემთხვევაში დაკვლა ხდება 10 კვირის ასაკის მიღწევისას, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ფრინველის სრული ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს ძვლების და კუნთოვანი მასის განვითარებას. (იხილეთ სურათი N1).

სურათზე ცხრილის სახით ნაჩვენებია, რომ 70 დღე სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბება და კუნთოვანი მასის დაგროვება, ასევე ამ ასაკის მიღწევისას ხდება ცხიმოვანი მასის ჩალაგება ქსოვილებში, რომელიც განაპირობებს გემოვნურ თვისებებს.

სურათი N1

ფრინველისდაკვლამიმდინარეობს 10 კვირის ასაკიდან

ფრინველის გამოზრდის პოპულარული კონცეფციები

 Free Range გამოზრდა გულისხმობს იმას, რომ ფრინველს უნდა ჰქონდეს წვდომა გარემოსთან დღის მონაკვეთში, ფერმის კონსტრუქციის და კონცეფციის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი კერძოდ ფრინველს უნდა გააჩნდეს:

  1. წვდომა გარემოსთან;
  2. სამოძრაო სივრცე;
  3. წვდომა მწვანე მასასთან;
  4. დაცული ნახევრად იზოლირებული გარემო;
  5. კეთილმოწყობილი, თბილი შენობა.

ამ მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებული შეიძლება იყოს უამრავი გზა, თუ როგორ გავზარდოთ ფრინველი, თუმცა მოდის განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

  1. საფრინველე და ღია ვოლიერი

აღნიშნული ფერმის სტილი საუკეთესო ვარიანტია ინდუსტრიული წარმოებისთვის. ფრინველს გააჩნია ფიქსირებული შენობა, რომელიც ასრულებს თავშესაფრის ფუნქციას, ხოლო გარე სასეირნო სივრცე შემოღობილია დიდი რადიუსით და დღის მონაკვეთში ფრინველი ნებაზე სეირნობს. წვდომა გარემოსთან, მწვანე მასასთან, ჭიებთან, მწერებთან, რაც ქმნის ფრინველის სრულ რაციონს და თავისუფლების გრძნობას.

მოდით განვიხილოთ ამ მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებითი:

  • ფრინველი განიცდის ნაკლებ სტრესს გადაადგილებისას და უვითარდება დამცველობითი ფუნქცია, ფრინველი ხვდება სად არის დაცვის ადგილი (თავშესაფარი) და მარტივად აგნებს მას.
  • ფერმა მოითხოვს ფიქსირებულ არეალს და ფერმის გადიდებასთან ერთად შესაძლებელია ფრინველის რაოდენობის მომატებაც.
  • სტაბილურობა, რაც განსაზღრავს ადამიანის ნაკლებ ჩართულობას და ფრინველის ნაკლებ შეწუხებას.
  • ფრინველი თვითონ განსაზღვრავს დღის მოქმედებებს, რაც ქმნის ბედნიერების გრძნობას. წვდომა გარემოსთან არ არის შეზღუდული დღის განმავლობაში და სურვილისამებრ ფრინველი ნებისმიერ დროს იწყებს სეირნობას.

უარყოფითი:

  • მწვანე მასა – ფრინველი სწრაფად ანადგურებს ფერმაში არსებულ მწვანე მასას, რომელიც აუცილებელია ნორმალური ზრდისთვის, ამის გამო მწვანე მასის შეტანა შესაძლოა მოხდეს ხელით (იონჯა, მწვანე ბალახი და ა.შ.)
  • უსაფრთხოება – დიდ არეალში ფრინველი არ არის დაცული მტაცებლებისგან. ქათამი ცნობისმოყვარე ფრინველია, რომელიც აფართოებს სასეირნო არეალს და იკვლევს ახალ ტერიტორიებს, რომელშიც შესაძლოა ჩასაფრებული იყოს მტაცებლები.
  • ადგილმდებარეობა უნდა შეირჩიოს ისეთი, სადაც ფრინველი დაცული იქნება სიცხისგან, ქარისგან და ხმაურისგან.
  • გასათვალისწინებელია ნიადაგის დრენაჟი, რამდენად ითვისებს ნიადაგი სითხეს.
  • დასუფთავება – ფერმის ტერიტორია მუდმივად მოითხოვს დასუფთავებას ზედმეტი სკორისგან, რაც უფრო დიდია ტერიტორია, მით უფრო რთულია მისი დასუფთავება.

მასშტაბებიდან გამომდინარე აღნიშნული Free Range სტრუქტურა ყველაზე გამართლებულია. თუმცა მოითხოვს მეტ ყურადღებას და ადამიანის ჩართულობას. ფერმა უნდა ექვემდებარებოდეს ყოველდღიურ მონიტორინგს და საჭიროა შემუშავებული იყოს დამცველობითი მექანიზმი, (გაწვრთნილი ძაღლები, სატყუარა)

2. გადასაადგილებელი ფერმა

როგორც უნდა აღვნიშნეთ ფრინველს ესაჭიროება მწვანე მასა – „საძოვარი სივრცე“. ფრინველის ასეთი სტილის გამოზრდისას მწვანე მასასთან მიღწევადობის პრობლემა გადაჭრილია. ამ კონცეფციის დროს ხდება ფრინველის გადაადგილება სხვადასხვა სივრცეში, ხოლო საბინადრო შენობა აღჭურვილია გადასაადგილებელი მექანიზმით (ბორბლები, ხელის ჩამჭიდი და ა.შ.). მოდით განვიხილოთ სად შეგვიძლია გამოვიყენოთ მსგავსი სტილის ფრინველის გამოზრდის კონცეფცია, დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 მაგალითად გვაქვს თხილის პლანტაცია და მიწის მონაკვეთზე არის არასასურველი ბალახი, რომელიც უნდა იყოს მოთიბული. ფრინველის დიდი გუნდი სწრაფად ანადგურებს მწვანე მასას და მოდით ვისარგებლოთ ამით, გადავანაცვლოთ ფრინველის გუნდი იმ მონაკვეთში, სადაც არსებობს არასასურველი ბალახის რაოდენობა, ამით შეიქმნება სიმბიოზური დამოკიდებულება.  შესაძლოა მსგავსი დამოკიდებულების შექმნა ვენახში, სიმინდის ყანაში და ა.შ.

დადებითი მხარეები:

  • გადაჭრილია მწვანე მასის მიწოდების პრობლემა;
  • შესაძლოა ფრინველის მიშვება დღის განმავლობაში

უარყოფითი მხარეები:

  • ფრინველი განიცდის მუდმივ სტრესს გადაადგილებისას
  • ფრინველი დაუცველია მტაცებლებისგან, და არ აქვს დაცულობის შეგრძნება შენობის მიმართ
  • აღნიშნული კონცეფცია საჭიროებს ადამიანების აქტიურ ჩართულობას, საფრინველის გადაადგილებას
  • რთულდება საკვების და წყლის მიწოდება ფრინველისთვის

მცირე ზომის გადასაადგილებელ ფერმებს ძირითადად არ გააჩნიათ იატაკი, ეს დიდი პრობლემაა, რადგან იატაკი წარმოადგენს დამცველობით ფუნქციას მტაცებლებისგან, სისველისგან და ქმნის თბო იზოლაციას.

3. საფრინველე მოძრავი ვოლიერით

 აღნიშნული სტილით ფრინველის გამოზრდა ძალიან კარგი საშუალებაა მიწის მწვანე საფარის კონტროლისთვის. ფრინველს გააჩნია ფიქსირებული შენობა, რომელიც ქმნის თავშესაფარს, თუმცა მისი გაშვება გარემოში ხდება შეზღუდულად, ვოლიერის გადაადგილებით, ამით ვახდენთ გარემოში მწვანე მასის რაოდენობის კონტროლს და ვუზღუდავთ ფრინველს წვდომას გარემოში.

დადებითი მხარეები:

  • მწვანე მასასთან წვდომა შეზღუდულია, რაც საშუალებას გვაძლევს კონტროლის.
  • ხელოვნურად შესაძლებელია ფრინველის გაშვება კონკრეტულ მიწის მონაკვეთზე და მიწის დასვენება;
  • ფრინველს ვუშვებთ სხვადასხვა „საძოვრებზე“

უარყოფითი მხარეები:

უარყოფითი მხარეების შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივეა რაც გვხვდება გამოზრდის პირველ კონცეფციაში.

4. საფრინველე ვოლიერით

აღნიშნული სტილის ფერმა მარტივი საკონტროლოა, ხოლო ფრინველი მაქსიმალურად დაცულია. თუმცა, აუცილებელია ფრინველისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს საჩრდილობლებს და ქარის სატეხებს. ფრინველს თავისუფალი წვდომა აქვს გარემოსთან, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მწვანე მასის მიწოდება ფრინველისთვის უნდა მოხდეს ხელით. ასევე მაქსიმალური კომფორტისთვის აუცილებელია დასმის სიმჭიდროვის გათვალისწინება.

მოდით შევაჯამოთ ფრინველის გამოზრდის კონცეფციები და გამოვიტანოთ ზოგადი მოთხოვნები:

  • უნდა იყოს მარტივი გადასატანი ხელით (ფრინველის მცირე რაოდენობის შემთხვევაში) და არ აზიანებდეს ფრინველს გადაადგილებისას.
  • კომფორტისთვის აუცილებელია ქარ სატეხის და საჩრდილობლების მოწყობა
  • ფერმა უნდა იყოს მარტივი ასაშენებელი, ხელმისაწვდომი მასალისგან;
  • ფერმა უნდა იყოს დაცვის ადგილი, სადაც ფრინველი კომფორტულად იგრძნობს თავს.
  • დღიური რუტინა უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი და არ ითხოვდეს დიდ ენერგიის ხარჯვას.
  • ფერმა უნდა იყოს მარტივი შესაღწევი ადამიანისთვის, არც ძალიან დაბალი, არც ძალიან მაღალი;
  • ფრინველის ზრდასთან და მოთხოვნების შეცვლასთან ერთად საცხოვრებელი უნდა იცვლებოდეს და აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს (თუ საჭიროა).

მოვამზადოთ ფერმა

ფრინველის განთავსების დროს მიწის ნაკვეთი შერჩეული უნდა იყოს ბრტყელი, აუცილებელია საჩრდილობლების არსებობა სიცხის სტრესის გასამკლავებლად. შენობა უნდა იყოს აწეული მიწიდან უკეთესი ვენტილაციისთვის, სამშენებლოდ გამოიყენეთ ხელში არსებული მასალები. დარწმუნდით რომ მიწის მონაკვეთი უზრუნველყოფილია წყლით და ფერმა მოშორებულია ხმაურის გამომწვევი სტრესისგან, როგორიცაა ავტომობილების მაგისტრალი და გზა.

ფერმის აშენებამდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოკაციის სწორ შერჩევას, ამისთვის სასურველია ჩამოწერილი იყოს გეგმა და დაისვას მარტივი კითხვები, მაგალითად:

  • დაშვებულია თუ არა არჩეულ მიწის მონაკვეთზე სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განხორციელება?
  • დაცულია თუ არა არჩეული მიწის მონაკვეთი სტრესს გამომწვევი ფაქტორებისგან? (ძლიერი მზის სხივები, ქარი, მტაცებლები, ხმაური)
  • არის თუ არა მიწის ნაკვეთი ბრტყელი?
  • აქვს თუ არა მიწის ნაკვეთს  კარგი დრენაჟი?
  • უზრუნველყოფს თუ არა არჩეული მიწის ნაკვეთი როგორც მზის სხივებს, ასევე საჩრდილობლებს?
  • ახლოს მდებარეობს, თუ არა მიწის ნაკვეთი კომუნალურ მომსახურეობებთან?   (წყალი, ელექტრო ენერგია, გაზი და ა.შ.)

 ამ კითხვების დასმის შემდეგ ფერმის ლოკაციის შერჩევა გამარტივდება. აუცილებლად გაითვალისწინეთ მტაცებლების არსებობა და რაოდენობა. შეეცადეთ ფერმა მოთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც ფრინველი მარტივად გადაიტანს სიცხის სტრესს, ამისთვის ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ხეები (ბუნებრივი საჩრდილობლები), ასევე აუცილებელია ქარსატეხები, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ქათამს არ უყვარს ქარი და ქარიან ამინდში ძირითად დროს ატარებს შენობაში.  

შეარჩიეთ სასურველი ჯიშის ფრინველი?

საქართველოშიხელმისაწვდომიFree Range ჯიშებია:

  • წითელი ბროილერი
  • სპერბერი
  • ლომან ბრაუნი
  • სუპერ ხარკო
  • ყელ-ტიტველა
  • სხვადასხვა კროსების ნაჯვარი ფერადი წიწილები

დავიწყოთ ფრინველის გამოზრდა – ბრუდერი

 ბრუდერი არის წიწილის გამოსაზრდელი სივრცე, რომელიც მოთხოვს გარკვეულ აღჭურვილობას და სივრცეს. მოთხოვნების თანახმად ფრინველის გამოზრდა დახურულ სივრცეში რეკომენდირებულია პირველი 4 კვირის განმავლობაში, რადგან  სწორედ ამ დროს ხდება ფრინველში იმუნური, ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბება და შებუმბვლა. გასაშვებ გარემოში თუ არის მაღალი ტემპერატურა და სითბო ან შემთხვევაში ფრინველის გამოზრდა ბრუდერში ხდება 15-20 დღის განმავლობაში, რადგან საჭირო ტემპერატურა უახლოვდება გარემოში არსებულ ტემპერატურას.

ფრინველის გამოზრდის დაწყებამდე საფრინველეში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სანაციის პერიოდი და შენობის დასუფთავება (მკვდარი და ცოცხალი ფრინველი), ბუმბული, სკორე და ა.შ. მშრალი დასუფთავება უნდა მოხდეს მყისიერად გუნდის დაცლის შემდეგ, რომელიც მოიცავს კედლების, ჭერის, საკვებურების, გამაგრილებელი სისტემის, სარწყულებელი სისტემის და ა.შ დასუფთავება-გარეცხვა-დეზინფექციას.

ბრუდერში დაყენებული უნდა იყოს თბო ნათურები, ტემპერატურა სიცოცხლის პირველ დღეს უნდა წარმოადგენდეს 32-33 გრადუსს ცელსიუსს.

 ფრინველის დასმამდე კარგად გაათბეთ შენობა (ბრუდერი), საფრინველე გაათბეთ წინასწარ 24 საათით ადრე ფრინველის დასმამდე 29-33 გრადუს ცელსიუსამდე. საფრინველეში ტენიანობა უნდა იყოს 60-70%.

გარემო ფაქტორებს, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა, განათება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფრინველის გამოზრდის დაწყებისას. ოპტიმალური ტემპერატურა დამოკიდებულია ფრინველის ასაკზე. ერთდღიანი წიწილის სხეულის ტემპერატურა არის 40-41 გრადუს ცელსიუსი.

გარდა გარემო ტემპერატურისა უარყოფით გავლენას ფრინველის სხეულის ტემპერატურაზე ახდენს (რამაც შეიძლება გამოიწვიოს წიწილის გაციება):

  • ჰაერის ცუდი მიწოდება ბრუდერში;
  • ჰაერის დაბალი ტენიანობა;
  • ფერმის წინასწარი გათბობის არ არსებობა.

ფრინველის ხასიათი და ყოფაქცევა არის მისი ჯანმრთელობის მაჩვენებლის საუკეთესო ინდიკატორი:

  • თუ ფრინველი კარგად გაშლილია ბრუდერში და თავისუფლად გადაადგილდება, მაშინ ტემპერატურა და ვენტილაცია ნორმაშია;
  • თუ ფრინველი მოთავსებულია ერთმანეთთან მჭიდროდ ან ერიდებიან ბრუდერში არსებულ კონკრეტულ სივრცეს, მაშინ ტემპერატურა დაბალია;
  • თუ ფრინველი წევს იატაკზე გაშლილი ფრთებით, ხოლო მისი ნისკარტი ღიაა, მაშინ ტემპერატურა ძალიან მაღალია.

ფრინველის ყოფაქცევა არის კეთილდღეობის პირველი ინდიკატორი – თუ ფრინველის არის დამშვიდებული და გაჩუმებული ანუ ის კომფორტულად გრძნობს თავს.

ტემპერატურა ბრუდერში
ასაკი (დღე)ტემპერატურა ბრუდერის ქვეშ
132
331
630
928
1227
1526
2025
2524
3023
3521

ბრუდერში დაგვჭირდება შემდეგი აღჭურვილობა:

  • ბრუდერის აშენება ან ბრუდერის მოწყობა
  • სარწყულებელი
  • საკვებური
  • თბო ნათურები
  • ქვეშსაგების შემთხვევაში – ნახერხი (ბურბუშელა)
  • ვენტილატორი
  • გადასაღობი გალია
  • გამათბობელი
  • თერმომეტრი
  • ტენის საზომი
  • ლუქსომეტრი

ბრუდერიდან ფრინველის გადაყვანა საფრინველეში სასურველია 4 კვირის შემდეგ, იმისთვის რომ ახალ გადაყვანილი ფრინველი ახალ საფრინველეს შეეჩვიოს სასურველია  2 კვირის განმავლობაში ფრინველი არ გამოუშვათ საფრინველიდან

გარეთ, სანამ მათ განუვითარდეთ დამცველობითი ინსტინქტი. ამ პერიოდში ის ეჩვევა შენობას და უვითარდება დამცველობითი მექანიზმი, თავშესაფრის შეგრძნება, განგაშის დროს ფრინველი პირდაპირ გაიქცევა შენობისკენ და იქ შეაფარებს თავს.

ვარიის გამოზრდის ტექნოლოგია

ვარიის გამოსაზრდელად საჭიროა მოწესრიგებული შენობა, გამოზრდის პერიოდი წარმოადგენს 30 დღეს, რომელის დროს ფრინველი აღწევს 900 გრამ ცოცხალ წონას. ამ წონისთვის დასმის სიმჭიდროვე არ უნდა აღემატებოდეს 25 ფრთას 1 კვადრატულ მეტრზე. შენობის აშენებისას გაითვალისწინეთ საკვებურების და სარწყულებლების ფრონტიც.

ფრინველის მოთავსება შენობაში

 ფრინველის გადაყვანა, ტრანსპორტირება არის სტრესი, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს პროდუქტიულობაზე. ამ ფაქტორის მოშორებისთვის აუცილებელია ფრინველის ტრანსპორტირება მოხდეს მინიმალურ დროში, ასევე სასურველია ტრანსპორტირებამდე გამოყენებული იყოს ორგანიზმის მასტიმულირებელი საშუალებები, როგორიცაა ვიტამინები.  

ფრინველის მოთავსებამდე მოამზადეთ თქვენი საფრინველე, გაშალეთ ქვეშსაგები      (სასურველია ნახერხი – ბურბუშელა) და დაახვედრეთ საკვები და წყალი.

ფრინველის გაშვება ველზე

იმის შემდეგ, როდესაც ფრინველი შეეჩვია თავშესაფარს შესაძლოა მათი გაშვება ველზე. ფრინველის გაშვება ველზე უნდა მოხდეს დღის ნათელ მონაკვეთში, გაითვალისწინეთ, რომ ფრინველს უყვარს ახალი ტერიტორიების ათვისება, ის ყოველდღიურად დაიწყებს ახალ მიწის ნაკვეთზე ხეტიალს და შეიძლება მოხდეს თავშესაფრიდან შორს, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია დაჩვევით, კვების დროს გამოიყენეთ გარკვეული ძახილები, სიტყვები, რომლებიც შეაჩვევს თქვენს ფრინველს დაძახილზე მოსვლას.

კვება

Free Range ფრინველის გამოზრდის დროს კვების რაციონი განსხვავებულია, მაგალითად შესაძლოა ფრინველის გამოზრდა პრემიქსიანი ან უპრემიქსო საკვებით, სიმინდით, ქერით ან მათი შერევით. ფრინველი დღის მონაკვეთში გარემოში იკვებება ბალახით, ჭიებით, მწერებით და ბუნებაში შოულობს საკვებს, რითაც აკმაყოფილებს საკვების მოთხოვნის 50-%-ს. თუმცა ინტენსიური ზრდისთვის უნდა დაკმაყოფილდეს სრული 100%. ამისთვის საჭიროა დამატებითი კვება.  

პრემიქსიანი საკვებით კვება – პრემიქსი შეიცავს ვიტამინებს და ყველა იმ საზრდო ნივთიერებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორ და სწრაფ ორგანიზმის ზრდას. პრემიქსიანი საკვებით კვებისას ფრინველში ვერ გამოიხატება საკვების უკმარისობა, ავიტამინოზი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ბუმბულის ჩამოყალიბება ხდება გაცილებით სწრაფად, რაც უზრუნველყოფს უკეთეს თბორეგულაციას.

უპრემიქსო საკვებით კვება – ზაფხულის განმავლობაში ფრინველი გარემოდან ივსებს ყველა იმ საჭირო ნივთიერებას, რაც სჭირდება სწორი ზრდისთვის. ამ ნივთიერებებს ის პოულობს ბალახში, ჭიებში, მწერებში და ა.შ, ხოლო საკვების მოთხოვნას ის ივსებს დამატებითი ხელოვნურად მიცემული რესურსებიდან – სიმინდი, ქერი და ა.შ. თუმცა ზამთრის პერიოდში, განსაკუთრებით ცუდი მენეჯმენტის დროს არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ფრინველი ვერ განვითარდეს სრულფასოვნად და გამოხატული იყოს ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა ორგანიზმში.

რეკომენდაცია

გამოკვებეთ ფრინველი სწორედ. სიცოცხლის პირველ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრინველისთვის, დაბალანსებული და სრულფასოვანი საკვებით კვება.

ფრინველის კვებისთვის გამოიყენეთ ჭრელი წიწილის საკვები, რომელიც უზრუნველყოფს სწორ და სრულფასოვან ზრდას.

კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებისთვის მიმართეთ კომპანია „ნუტრიმაქსი“-ის ცხელ ხაზს.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს Free Range გამოზრდის მეთოდი?

 ამ მეთოდით ფრინველის გამოზრდა გულისხმობს ნახევრად ინტენსიურ მოდელს, რომელიც მოისაზრებს ფრინველის გაშვებას გარემოში, თუმცა მათ ასევე უნდა გააჩნდეთ თავშესაფარი. საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს ფრინველის გამოზრდა საკარმიდამო პირობებში და ასევე არ არსებობს შეზღუდვა, რომელიც ეხება ფრინველის დასმის სიმჭიდროვეს შენობაში თუ მიწის მონაკვეთზე, თუმცა ფრინველის კეთილდღეობა კარგი გასათვალისწინებელი ფაქტორია. კომპანია „ნუტრიმაქსი“-ს სპეციალისტების მიერ ჩატარდა ფრინველის გამოზრდა Free Range კონცეფციით, რომელშიც დადგინდა ის მინიმალური სივრცე, რომელიც აუცილებელია ფრინველის კეთილდღეობისთვის.

შენობის მოცულობა ვოლიერის გარეშე (50 ფრთა)
  
დასმის სიმჭიდროვე1 კვადრატული -10 ფრთა (>3 კგ)
საკვებური+სარწყულებელი+ქანდარა2 კვადრატული მეტრი.
შენობის სრული მოცულობა7 კვადრატული მეტრი

აღნიშნული ფერმის მონაცემებით მოხდა ფრინველის გამოზრდა 3 კილოგრამ ცოცხალ წონამდე, გამოზრდა მიმდინარეობა როგორც ზაფხულის პერიოდში, ასევე ზამთრის პერიოდში. კარგი მენეჯმენტის და მოვლა – შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში სასურველი წონა (3კგ) მისაღწევია 70 დღის ასაკში.

ამ პერიოდში ფრინველში არ იყო გამოხატული არცერთი სახის დეფიციტი, ფრინველი იყო აქტიური და სიცოცხლისუნარიანი სრული გამოზრდის განმავლობაში.  

სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ამ გამოზრდის რეგულაციები, რომელიც მოისაზრებენ როგორც დასმის სიმჭიდროვის შეზღუდვას, ასევე ფრინველის მოთხოვნების გათვალისწინებას.

გამოზრდის დროს არსებული რისკები და მათი მართვა

მიწის მწვანე საფარი

 როგორც უკვე აღვნიშნეთ Free Range კონცეფციის დროს აუცილებელია ფრინველს ჰქონდეს წვდომა მიწის მწვანე საფართან (ბალახი, იონჯა და ა.შ.). მაგრამ გასათვალისწინებელი ის არის, რომ ქათამი ძალიან სწრაფად ანადგურებს ამ საფარს და ბალახი ვერ ასწრებს განახლებას, ხოლო ზამთრის პერიოდში ბალახი შესაძლოა საერთოდ არც იყოს. როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა?

  • თუ გაქვთ საშუალება გაუშვით ფრინველი სხვადასხვა საძოვრებზე;
  • შეიტანეთ მწვანე მასა ხელით. ზამთრის პერიოდში რთულია და ძვირია მწვანე მასის შოვნა, რეკომენდაციის სახით შეგიძლიათ შეიძინოთ სეზონურად იონჯის ტუკები და შეინახოთ საწყობში.
  • მიეცით „საძოვრებს“ განახლების საშუალება.

კლიმატური პირობები

Free-range ფრინველის გარემო ფაქტორების გაკონტროლება საკმაოდ რთულია, მაგალითად ოპტიმალური ტემპერატურა ზრდასრული ქათმისთვის არის 20-21 გრადუს ცელსიუსი, თუმცა გარემო პირობებში ეს ტემპერატურა შეიძლება აღწევდეს როგორც კრიტიკულად მაღალს +40 გრადუს ცელსიუსი, ასევე კრიტიკულად დაბალს -15 გრადუს ცელსიუსს. ამისთვის აუცილებელია ფრინველს ჰქონდეს თავშესაფარი, დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ფრინველი ძირითად დროს ატარებს შენობაში, ხოლო მაღალი ტემპერატურის დროს აუცილებელია მას ჰქონდეს საჩრდილობელი.

 ფრინველი უფრო მდგრადია დაბალი ტემპერატურების მიმართ, ვიდრე მაღალი ტემპერატურის მიმართ (სიცხე-სიცივე). განსაკუთრებით საშიშია ქათმისთვის სტრესი, რომელიც გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით. ამ სტრესის მოსაშორებლად სასურველია ფერმის ტერიტორია შერჩეული იყოს ისე, რომ გარემოში არსებული იყოს ბუნებრივი საჩრდილობლები, რათა დღის ცხელ მონაკვეთში ფრინველმა შეძლოს ჩრდილში დასვენება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურას. ფრინველი არ სვამს ცხელ წყალს და წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსი ცელსიუსი. ამ ტემპერატურის შესანარჩუნებლად სასურველია გარე სარწყულებლები დამონტაჟებული იყოს ჩრდილში.

სიცხის სტრესის გადასატანად ფრინველს აუცილებელია მიეწოდოს გაგრილებული წყალი.

შეიძლება ითქვას, რომ ფრინველს არ უყვარს ქარი, ძლიერი ქარის დროს ფრინველი არ ტოვებს თავშესაფარს, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ქარ სატეხი კარგი გადაწყვეტილებაა.

ზამთრის პერიოდში ფრინველი ნაკლებად აქტიურია და გარეთ ყოფნის საათები შემცირებულია ზაფხულთან შედარებით, თუმცა მწვანე მასის მიწოდების შემთხვევაში ფრინველი ტოვებს თავშესაფარს. კომპანია „ნუტრიმაქსი“-ს სპეციალისტების მიერ მოხდა ზამთრის პირობებშიც ფრინველის გამოზრდა და შედეგი იყო შემდეგი: გაიზარდა საკვების მოხმარების კონვერსია, თუმცა ფრინველი გაიზარდა სრულფასოვნად და 70-75 დღის ასაკში მიაღწია სხეულის 3 კილოგრამ ცოცხალ მასას.

ზამთრის პერიოდში უზრუნველვყავით ფრინველისთვის თბილი შენობა და მოათავსეთ სარწყულებელი ფერმის შიგნით, წყლის გაყინვის პრევენციისთვის.

 ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მტაცებლები. ფრინველს უყვარს ახალი სივრცის შესწავლა, ხანდახან ის აღწევს ისეთ მანძილს, როდესაც ვეღარ ასწრებს თავშესაფარს და ხდება მტაცებლის მსხვერპლი. მტაცებლების კონტროლისთვის მაქსიმალურად გაამაგრეთ ფრინველის შენობა, ამოავსეთ ყველა ნაპრალი და არ მისცეთ მტაცებელს შეძრომის საშუალება. ღია ვოლიერის შემთხვევაში მიეცით გალიის ბოლოს დახრის კუთხე, რომ მტაცებელმა ვერ შეძლოს შემოხტომა. შეარჩიეთ ისეთი გალია, რომელიც არ მისცემს ფრინველს თავის გამოყოფის საშუალებას ყველაზე კარგი საშუალება ფრინველის დაცვის არის გაწვრთნილი ძაღლი.

ფრინველის დასაცავად ველზე გამოიყენეთ ხრიკები, როგორიცაა სატყუარა, სხვადასხვა ხმის გამომცემი საშუალებები.

ჯანმრთელობის მართვა

სასურველი ვაქცინაციის სქემა
ასაკი (დღე)ვაქცინაცია
ერთდღიანი წიწილა (ინკუბატორი)ნიუ კასლის დაავადება  ინფექციური ბრონქიცი (სპრეი)
12–14გამბორო
21ნიუ კასლის დაავადება ინფექციური ბრონქიცი

ჯანმრთელობის სტატუსის შენარჩუნების ერთ-ერთი ძირითადი გზა არის ფრინველის ვაქცინაცია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ. ისეთი დაავადებების მართვა, როგორიცაა ნიუ კასლის დაავადება, ინფექციური ბრონქიტი, ინფექციური ბურსიტი (გამბორო), გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ფრინველის სრული სულადობა. ვაქცინაციის სქემა შემუშავებული უნდა იყოს ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

ნიადაგში გვხვდება ისეთი პათოგენები და პარაზიტები, რომლებიც იწვევენ საშიშ დაავადებებს, როგორიცაა სალმონელოზი, კოლიბაქტერიოზი, კოქციდიოზი და ა.შ. პროფილაქტიკის მიზნით საქართველოში ფრინველის გამოზრდისას გამოიყენება ანტიბაქტერიული საშუალებები, თუმცა ეს მეთოდი ნამდვილად მიზანშეწონილი არ არის. რეკომენდირებულია წყალში გაზავებული იყოს ორგანული მჟავები, რადგან ის მაღლა წევს ნაწლავებში არსებულ მჟავა გარემოს, რომელშიც ვეღარ მრავლდება პათოლოგიური მიკროფლორა, ასევე ორგანული მჟავა უზრუნველყოფს ნაწლავების უკეთეს პერისტალტიკას, რაც მოქმედებს პროდუქტიულობის ამაღლებაზე.

დიდ პრობლემას წარმოადგენს პარაზიტული დაავადება – კოქციდიოზი. ფრინველის ველზე გაშვებამდე აუცილებელია მისი დამუშავება ამ დაავადების წინააღმდეგ, შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით.

 იმუნური სტატუსის გასაუმჯობესებლად უმჯობესია გამოყენებული იყოს ვიტამინოვან-მინერალური დანამატები, დღის ცხელ პერიოდში ვიტამინ C არის კარგი საშუალება სტრესის გადასატანად.

ფრინველის ჯანმრთელობის მართვისთვის აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მისი კეთილდღეობა, ამისთვის უნდა შევქმნათ ის ყველანაირი პირობა, რომელიც დააკმაყოფილებს ქათმის მოთხოვნას.

გარემოში ფრინველი ხვდება პარაზიტებს როგორიცაა ტკიპები, რწყილები, ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ქვიშის აბაზანები, რომელშიც ფრინველი თვითონ შეძლებს დასუფთავებას.

ფერმაში ნაკლები სუნისთვის გამოიყენეთ ნახერხი, თივა, ქვიშა. აუცილებლად დაასუფთავეთ შენობა ზედმეტი ნაკელისგან და შეინარჩუნეთ სისუფთავე, ეს არის დაავადების გავრცელების საუკეთესო პრევენცია.

ჩაატარეთ ყოველდღიური მონიტორინგი და აწარმოეთ ჩანაწერები ფრინველის ჯანმრთელობის კონტროლისთვის.

თითო საფრინველეს სჭირდება დეზო-ბარიერი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების შესაკავებლად. ასევე ტრანსპორტის შესვლისას, ბასეინი სადეზინფექციო ხსნარით.

ჭიები

გარემოში ფრინველი თხრის მიწას, კენკავს და არსებს დიდი ალბათობა იმისა, რომ მის ორგანიზმში მოხვდეს პარაზიტული ჭიები, რომლებიც ცუდად მოქმედებენ ჯანმრთელობაზე, წონამატზე და პროდუქტიულობაზე. ფრინველის გარემოში გაშვებამდე დაამუშავეთ ის ჭიების წინააღმდეგ.

როგორ შევაფასოთ ჩვენი ფრინველის ჯანმრთელობა?

ყოველდღიური ფრინველის მონიტორინგი მოიცავს ფრინველის ჯანმრთელობის კონტროლსაც. იმისთვის რომ გავიგოთ, თუ რა მდგომარეობაშია ფრინველი უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტორს, მაგალითად:

ფრინველის გამოზრდაში გამოყენებული რესურსები (ხარჯები)

შენობის მოცულობა ვოლიერის გარეშე
 50 ფრთა
დასმის სიმჭიდროვე1 კვადრატული -10 ფრთა (>3 კგ)
საკვებური+სარწყულებელი+ქანდარა2 კვადრატული მეტრი.
შენობა7 კვადრატული მეტრი
  
  
  
 100 ფრთა
დასმის სიმჭიდროვე1 კვადრატული -10 ფრთა (>3 კგ)
საკვებური+სარწყულებელი+ქანდარა4 კვადრატული მეტრი.
შენობა14 კვადრატული მეტრი
  
  
  
 500 ფრთა
დასმის სიმჭიდროვე1 კვადრატული -10 ფრთა (>3 კგ)
საკვებური+სარწყულებელი+ქანდარა20 კვადრატული მეტრი.
შენობა70 კვადრატული მეტრი

•ფრინველის შენახვა 3 კილოგრამ ცოცხალ წონამდე
•გამოზრდის პერიოდი – 70-75 დღე
•ჯიში: მეხორცული მიმდინარეობის ფრინველი
•ფრინველის დაკვლის შემდეგომი გამოსავლიანობა – 68-70%
•მიღებული დაკლული ხორცის რაოდენობა – 2-2.2კგ
•ფრინველის შენარჩუნება – 97-98%
•კონვერსია – 3-4.5 (დამოკიდებულია კლიმატზე)
•გამოზრდის ტიპი : უპრემიქსო გრანულირებული საკვებით გამოზრდა
კვება: 1 ფრთა (3კგ ცოცხალ წონამდე)
 რაოდენობა კგსაკვების ფასი (1კგ)ჯამი
0-4 კვირა სტარტი1.91.73.23
5-10 კვირა გროუერი71.611.2
   14.43