• ნებისმიერ ღორს აქვს ეფექტური ზრდის ლიმიტი!
  • ეფექტური ზრდა ანუ კონვერსია მსოფლიოს სტანდარტით არის 2,5 – 2,7 ( ღორის 100-110 კგ ცოცხალ წონამდე გასაზრდელად)
  • მაქსიმალურად ეფექტური პერიოდი ღორების სასუქად არის ასხლეტიდან 6 თვე.
  • რაც უფრო იმატებს გოჭი ასაკში/წონაში მით უფრო „უფუჭდება“ კონვერსია.

ძალიან მნიშვნელოვანია გოჭი დედაღორს ავსხლიტოთ სწორად. რეკომენდებული არ არის, გოჭმა მოიხმაროს დედაღორის საკვები (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლა (ფაღარათი).

  • დაბადებიდან 25-ე დღეს გოჭს მიეცით გოჭის პრესტარტერი საკვებურით, რომელიც დედაღორისგან მოშორებით დაიდგმება;
  • ეცადეთ, დედაღორმა არ მიიღოს გოჭის პრესტარტერი;
  • 25-ე დღიდან 28 დღის ჩათვლით გოჭს დედა ღორის რძის მიღებაც შეეძლოს და თავისუფალი წვდომაც ჰქონდეს გოჭის პრესტარტერთან;
  • 29-ე დღეს ასხლიტეთ გოჭები დედას და გაუგრძელეთ დარჩენილი რეკომენდებული რაოდენობის გოჭის პრესტარტერი.
  • გოჭის პრესტარტერის ფაზის საკვების დასრულების შემდეგ საშუალო ცოცხალი წონა გოჭის უნდა შეადგენდეს 12 კგ-ს.
  • შემდეგ ერთ ბურვაკს მიეცით სტარტის ფაზის საკვები 25 კგ ოდენობით და თქვენი ბურვაკი ცოცხალის წონა გახდება საშუალოდ 25 კგ.
  • სტარტის საკვების დასრულების შემდეგ რეკომენდებულია გამოიყენოთ გროუერის ფაზის საკვები ერთ სულზე 80 კგ ოდენობით და ღორი საშუალოდ მიაღწევს 65 კგ-ს.
  • გროუერის საკვების დასრულების შემდეგ რეკომენდებულია გამოიყენოთ ფინიშის ფაზის საკვები ერთ სულზე 150 კგ ოდენობით და ღორი საშუალოდ მიაღწევს 100-110 კგ ცოცხალ წონას.
  • გაითვალისწინეთ: ნებისმიერ ახალ ფაზაზე გადასვლისას ერთმანეთს სამი დღის განმავლობაში შეურიეთ წინა ფაზის და ახალი ფაზის საკვები – უფრო მაღალი პროდუქტიულობისთვის.
  • საკვები გამოიყენება მშრალი სახით, ასევე გაითვალისწინეთ, რომ ღორს აუცილებლად ჰქონდეს სუფთა წყალი ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
       საკვები სახეობა  საკვების რაოდენობა (კგ)ფაქტიური წონა (მიღებული წონამატი კგ)
პრესტარტერი510 – 12
სტარტი (9-25 კგ)2525  (+13)
გროუერი (25-65)8065  (+40)
ფინიში (65-120 კგ)150100-120 (+55)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მობილურის ნომერზე:

+995 593 97 11 16;   +995 568 28 08 88;  +995 598 309 399.