რეგიონებში, ძირითადად, გოჭები დედაღორისგან მოშორების (ასხლეტის) შემდეგ გადაჰყავთ განყოფილებაში, სადაც გოჭები ასრულებენ გამოზრდას, ანუ სახორცედ გამოსაზრდელ „ბოქსებში“. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში კი ცოტა სხვანაირად ხდება. ღორის ფერმა იყოფა ოთხ განყოფილებად:

  1. მაკე ღორების განყოფილება: ისინი ამ ტერიტორიაზევე ნაყოფიერდებიან ხელოვნურად და რჩებიან ამავე განყოფილებაში დამაკებიდან 109 დღის განმავლობაში.
  2. დედაღორების განყოფილება: მაკე ღორების განყოფილებიდან ღორები აქ გოჭების დაყრამდე 5 დღით ადრე გადმოჰყავთ და ამ „ბოქსებში“ გოჭების ასხლეტამდე (21 დღის განმავლობაში) აჩერებენ.
  3. ასხლეტილი გოჭები გადაჰყავთ ახალ სადგომში, სადაც ისინი 20-25 კგ ცოცხალ წონამდე იზრდებიან. ფერმის მოწყობა და მენეჯმენტი სამივე ტიპის სადგომს განსხვავებული აქვს.
  4. სახორცე ღორების განყოფილება: არის 20-25 კგ ცოცხალი წონიდან დასაკლავ წონამდე მისაყვანი ღორების „ბოქსი“, სადაც ისინი ინტენსიური კვების მეთოდებით იზრდებიან, საშუალოდ 120 დღის განმავლობაში (100-110 კგ ცოცხ. წონამდე).

ღორების დასაკლავ წონამდე გამოზრდა, რომელიც ევროპაში ყველაზე პოპულარულ მეთოდად არის მიჩნეული, მოქმედებს ღრმა ქვეშსაფენის სისტემით. სახორცე ღორები ძირითადად იზრდებიან ჯგუფური შენახვის მეთოდით, ანუ ერთ სადგომში 25 ღორზე მეტს არ ინახავენ. ღორები თავს კომფორტულად გრძნობენ და ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში იზრდებიან ნაკლები სტრესის ფონზე. ერთ ღორზე რეკომენდებულია 1.1 მ2.

წყარო: (Revolutionary straw bedding concept | Xaletto)

იმისდა მიხედვით, თუ რამდენი სახორცე ღორის შენახვას აპირებთ, უნდა განსაზღვროთ, რა ფართი დაგჭირდებათ ერთ სახორცე ღორზე (ჩასმის სიმჭიდროვე ფერმაში). საშუალოდ, რეკომენდაციები გათვალისწინებულია ტრადიციული მეთოდით გამოზრდაზე. იხილეთ №1 ცხრილი, ასევე ცხრილი №2, რომელშიცგანმარტებულიამინიმალური კვების ფრონტი (თუ რა ზომის უნდა იყოს საკვები მაგიდა ცოცხალი წონიდან გამომდინარე).

ღორების სახორცედ გამოზრდის შემთხვევაში (№1 ცხრილი)

საშუალო წონამინ. სივრცე/ღორზე (მ2)
10 კგ0.15
10-20 კგ0.2
20-30 კგ0.3
30-50 კგ0.4
50-85 კგ0.55
85-110 კგ0.65
110 კგ <1.0

მინიმალური კვების ფრონტი (№2 ცხრილი)

ღორის წონასაკვებური მინიმუმ (მმ)
50 კგ >200
70 კგ200
90 კგ250
100 კგ <350

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მობილურის ნომერზე:

+995 593 97 11 16;   +995 568 28 08 88;  +995 598 309 399.