ფრინველში თერმული რეჟიმის დარღვევა და კერძოდ მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იწვევს რიგ ხასიათობრივ, ფიზიოლოგიურ და იმუნოლოგიურ ცვლილებებს, საკვების მოხმარების დაქვეითებას, ზრდა განვითარების შეფერხებას, ფრინველის ცხოველქმედების დათრგუნვას და სიკვდილსაც კი. ტემპერატურის სწრაფმა მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ფრინველის მასიური სიკვდილი.

ტემპერატურის გადახრა და შედეგი 20 დღის ასაკის შემდეგ: °C კრიტიკული ზღვრები
26-28 გრადუს ცელსიუსი
• 3-4%-ით მცირდება საკვების მოხმარება;
• გახშირებული სუნთქვა;
33 გრადუს ცელსიუსი
• წყლის მოხმარების გაორმაგება;
• ფრინველი არ იკვებება;
• სიკვდილიანობა;


35-40 გრადუს ცელსიუსი
• ფრინველის სხეულის ტემპერატურის
მომატება 0.6-1 გრადუსით;
• 3-4 ჯერ წყლის მოხმარების გაზრდა;
• მაღალი სიკვდილიანობა;

სიცხის სტრესის ნიშნები : ღია ნისკარტი; დაშვებული ფრთები; სხეულის ტემპერატურის მომატება

41-44 გრადუს ცელსიუსი
• სხეულის ტემპერატურის მომატება
მინიმუმ 1,5 გრადუსით;
• კომაში ჩავარდნა;
• მასიური სიკვდილი.

განსაკუთრებით რთულია ფრინველის შენახვა გალიებში მაღალი სიცხის დროს. ფრინველში სიცხის სტრესი უკვე შესამჩნევია 20-22 დღის ასაკიდან როდესაც იგი აღწევს მაღალ წონას, 26 °C გრადუსიდან შესამჩნევია პროდუქტიულობის მკვეთრი დაცემა, ხოლო 30-32 °C გრადუსიდან ფრინველის მასიური სიკვდილი, ამიტომაც დაუშვებელია საფრინველეში მაღალი ტემპერატურის არსებობა.
იატაკზე დასმის დროს ფრინველი ეძებს გრილ ადგილებს, შლის და დაბლა წევს ფრთებს, რაც ხელს უწყობს შიდა ტემპერატურის დაწევას სხეულის შეუბუმბლავი ნაწილებიდან.

როდესაც ჰაერის ტემპერატურა
უახლოვდება ფრინველის სხეულის ტემპერატურას (41°C ), სხეულის ტემპერატურის
რეგულაციის მექანიზმი ირღვევა და ერთადერთი გამოსავალი რჩება გაგრილება სასუნთქი
გზებიდან: ფრინველი სუნთქავს ღია ნისკარტით, თუ ხშირი სუნთქვის დროს ფრინველი ვერ
ასწრებს გაგრილებას, ის ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში და კვდება

ფრინველს შედარებით რთულად გადააქვს სიცხე საფრინველეში მაღალი ტენიანობის
დროს. აუცილებელია განხორციელდეს ყველა შესაძლო ღონისძიება, რომ საფრინველეში
ტენიანობა არ აღემატებოდეს 55-65%-ს.

ღია ნისკარტით სუნთქვისას არ ხდება მტვერისა და ბაქტერიების გაფილტვრა ნესტოებიდან და
როგორც წესი ჩნდება მეორადი ბაქტერიული დაავადებები სასუნთქი გზებიდან, რაც სამომავლოდ
მოითხოვს მკურნალობას.

სიცხის სტრესის სიმპტომები:
• მადის დაქვეითება ან არ არსებობა;
• მოუსვენარი მდგომარეობა;
• სხეული ტემპერატურის მომატება;
• ღია ნისკარტით ხშირი სუნთქვა;
• გახშირებული გულისცემა;
• ხორცის ხარისხის გაფუჭება;
• სიკვდილი

როგორ შევამციროთ სიცხის ზეგავლენა ფრინველზე

• საფრინველეში ჰაერის მოძრაობის სიჩქარის გაზრდა;

• წყლით გაგრილების სისტემის დამონტაჟება;

• ფრინველისთვის თავისუფალი წვდომა წყალთან; (სასურველია წყალი იყოს ცივი (<20 °C გრადუსი);

• შეამცირეთ ფრინველის ჩასმის სიმჭიდროვე;

• საფრინველის სახურავის გაგრილება ცივი წყლით;

• ნაკლებად შეაწუხეთ ფრინველი დღის ცხელ მონაკვეთში;

• გამოიყენეთ ვიტამინები (C ვიტამინის მაღალი შემცველობით) და ელექტროლიტების შემცვლელი პრეპარატები.