ცხოველების უმრავლესობას სხეულიდან ზედმეტ სითბოს  გასცემს ოფლდენის და გახშირებული სუნთქვის გზით. ეს ორი გზა ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ტემპერატურის შენარჩუნების დროს.

ღორების შემთხვევაში ეს პროცესები გართულებულია. ღორი სიცხით გამოწვეული სტრესის დროს საგრძნობლად კარგავს პროდუქტიულობის უნარს, უარს ამბობს საკვებზე, ხოლო წონამატი ხდება უმნიშვნელო.

ღორების განიცდიან სიცხის სტრესს რადგან:

  • მათ არ გააჩნიათ ოფლის გამოყოფის ფუნქცია. ღორის კანის მსხვილი ფენა მოქმედებს, როგორც კარგი თერმოიზოლაცია, რომელიც არ ატარებს სიგრილეს სხეულში და პირიქით, ნაკლებად გამოყოფს სითბოს გარემოში.
  • ღორების ფილტვების ზომა სხეულის ზომასთან შეფარდებით ძალიან მცირეა, რის გამოც ღორებს უჭირთ გაძლიერებული სუნთქვა ორგანიზმიდან სითბოს გამოსადევნად.

ბუნებაში ღორები გასაგრილებლად  წვებიან ტალახში, ამით მათი სხეულის ტემპერატურა კლებულობს. თანამედროვე ფერმებში ღორებს არ გააჩნიათ ამის ფუფუნება, შესაბამისად სხეულიდან ტემპერატურის გაცემა ამ გზით შეუძლებელია. კვების დროს ღორები ითვისებენ ენერგიას, თუმცა არ ხდება სითბოს გაცემა. სწორედ ეს არის მიზეზი საკვებზე უარის თქმის. საკვების უარყოფა ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმია მაღალი ტემპერატურის დროს.

60 კგ სხეულის მასის მქონე ღორის პროდუქტიულობა იკლებს როდესაც გარემო ტემპერატურა არის 25 oC და უფრო მაღალი.  

მნიშნველოვანია გათვალისწინებული იყოს ტემპერატურა – ტენიანობის შეფარდება. მაგალითად 28 oC დროს ღორის საკვების მოხმარება მცირება 12%-ით, მაგრამ იგივე ტემპერატურისა და  მაღალი ფარდობითი ტენიანობის დროს (40%-ზე მეტი), ღორის საკვების მოხმარება კლებულობს 50%-ით.

თერმული სტრესის სიმპტომები

ზოგადი სიმპტომები შემდეგია:

  • სუნთქვის გახშირება = მადის დაკარგვა;
  • წყლის მოხმარების ზრდა (დაახლოებით 5-6ჯერ), რის შედეგად ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით ელექტროლიტებს;
  • ორგანიზმში გამომუშავებული მჟავა პროდუქტების დაგროვება, რის შედეგად ირღვევა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი;
  • ფაღარათი და გართულებულ შემთხვევაში სიკვდილი.

სიცხის სტრესის მოქმედება დედა ღორზე:

  • შობადობის მაჩვენებლის დაქვეითება;
  • საკვების უარყოფა;
  • რძის წარმოების შემცირება – გოჭების წონაში კლება;
  • ემბრიონების სიკვდილის მაჩვენებლის მომატება;
  • მკვდარ შობილი გოჭების რაოდენობის მომატება (მშობიარობის ბოლო პერიოდში).

სიცხის სტრესის მოქმედება სასუქ ღორებზე:

  • საკვების მოხმარების შემცირება;
  • წარმოებული ხორცის ხარისხის შემცირება;
  • დაავადებების მიმართ მაღალი მგრძნობიარობა.

სიცხის სტრესი მოქმედებს კუჭნაწლავის ტრაქტზე – კერძოს ნაწლავების შეღწევადობაზე:

  • ირღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მთლიანობა და ღორების ხდებიან მეტად ამთვისებლები სხვადასხვა დაავადების მიმართ, მათ შორის სალმონელოზის მიმართ;
  • ჩნდება მეორეული ინფექციები ფერმაში ცუდი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შემთხვევაში;
  • მცირდება საკვებიდან საზრდო ნივთიერებების ამთვისებლობა.

სუნთქვის სიხშირედამახასიათებელი თვისებებიტემპერატურა
განსაკუთრებული სიცხის სტრესი სუნთქვის სიხშირე – >180/წუთშისხრულის ტემპერატურის დრამატიკული ზრდა; დაავადებების მიმართ მაღალი ამთვისებლობა;                                          კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაძიერებული შეღწევადობა;               სიკვდილი30-35
ცხელა                                                         სუნთქვის სიხშირე 50-180/წუთშიფაღარათი;                                                                                                          საკვების მოხმარების შემცირება;                                                          იატაკის ზედაპირთან მეტი შეხება;                                                          სხეულის ტემპერატურის მომატება;                                                           წყლის მოხმარების მომატება25-30
კონფორტული ტემპერატურა             სუნთქვის სიხშირე 20-30/წუთშინორმალური, დამახასიათებელი ყოფაქცევა17-25

სიცხის სტრესის პრევენცია

საკვები – წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს სიცხის სტრესის დროს:

  • შეზღუდეთ ცილის შემცველობა და ოპტიმიზაცია გაუკეთეთ ამინომჟავებს;
  • გაზარდეთ ცხიმების რაოდენობას, ნახშირწყლების ნაცვლად. ეს მეთოდი შეამცირებს სხეულის მიერ გამოყოფილ სითბოს;
  • გაზარდეთ რაციონის ენერგეტიკული ღირებულება გრანულირებული საკვების გამოყენებით
  • გაზარდეთ საკვებში ანტიოქსიდანტების რაოდენობა. როგორიცაა C და E ვიტამინი.

ზაფხულის ცხელ პერიოდში გადაიტანეთ კვება დღის შედარებით გრილ პერიოდში (ადრე დილით ან საღამოს საათებში)

სასმელი წყალი:

  • შეინარჩუნეთ წყლის დაბალი ტემპერატურა (სასურველია 10 oC);
  • შეამოწმეთ წყლის ხარისხი, დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის;
  • გამოიყენეთ ორგანული მჟავები, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
  • გამოიყენეთ წყალში ხსნადი ორგანიზმის მასტიმულირებელი საშუალებები – ვიტამინები, ელექტროლიტები, ამინომჟავები.

მეურნეობის მომზადება სიცხისთვის:

  • უზრუნველყავით დამატებითი თბო იზოლაცია სახურავზე;
  • შეძლებისდაგვარად შეამცირეთ ფერმაში არსებული დასმის სიმჭიდროვე;
  • გააძლიერეთ ფერმაში შემავალი ჰაერის ნაკადი, უზრუნველვყავით უკეთესი ვენტილაცია.