მაღალპროდუქტიული ღორები საკუთარი პოტენციალის გამოვლინებას ახდენენ მხოლოდ სრულფასოვანი კვების დროს.

თანამედროვე ტექნოლოგიურ მეღორეობაში, ერთ დედა ღორზე იანგარიშება 2.5 დაყრა (დაგოჭიანება).

აღწარმოების ციკლი შემცირებულია 145-150 დღემდე, საიდანაც:

  • 115 დღე მაკეობის პერიოდია,
  • 21-26 დღე ლაქტაციის პერიოდია;
  • 5-14 დღე არაპროდუქტიული დღეებია;

(დროს დედა ღორების დამაკების პროცენტულობა აღწევს 65-70%-ს.)

გეგმიური შედეგის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ტექნოლოგიური ნორმების და წესების დაცვის შემთხვევაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციკლების მართვის და სრულფასოვანი კვების ტექნოლოგია.

ცხოველებს პროდუქტიულობის სხვადასხვა პერიოდში აქვთ განსხვავებული მოთხოვნა საზრდო ნივთიერებებზე და ენერგიაზე,  ცხოველი ამ საზრდო ნივთიერებებს და ენერგიას უნდა იგროვებდნენ მარაგის სახითაც, რაც საჭროა დამატებითი პროდუქტის მისაღებად (ზრდა-წონამატი, რძე, ნაყოფის განვითარება, ბეწვის ხარისხი და ა.შ.)

საზრდო ნივთიერებების და ენერგიის ძირითადი და უმთავრესი წყარო დაბალანსებული საკვებია და ეს საკვები განისაზღვრება ენერგეტიკული მაჩვენებლით.

ენერგიის ნაკლებობა საკვებში არის ცხოველის დაბალი პროდუქტიულობის ძირითადი მიზეზი, ენერგიის წყაროები ცხოველებისთვის არის:

  • ნახშირწყლები
  • ცხიმები
  • ცილები

ენერგიის ძირითად წყაროებს – ნახშირწყლები და ცხიმები წარმოადგენს – რადგანაც მხოლოდ ნახშირწყლებიდან და ცხიმებიდან მიღებული ენერგიაა ცხოველების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი..

მრავალი კვლევების თანახმად საკვებიდან მიღებული ენერგიის გადანაწილება ხდება სხვადასხვაგვარად – გოჭების ზრდა განვითარებაში იხარჯება საკვებიდან მიღებული ენერგიის 50%; ლაქტაციის დროს დედა ღორი ხარჯავს საკვებიდან მიღებული ენერგიის 34%-ს; მაკეობის პერიოდში დედა ღორი საკვებიდან 28% ენერგიას ხარჯავს ნაყოფის განვითარებაში და ა.შ.

ცხოველების ენერგიაზე მოთხოვნის და ენერგიის წყაროების ცოდნა    საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ადეკვატური ენერგიის მქონე საკვები სიცოცხლის ციკლის სხვადასხვა ეტაპისთვის.

თანამედროვე საკვების წარმოებაში არსებობს საკვების ენერგეტიკული მაჩვენებლების შეფასების საშუალება და და კორექტირების სწრაფი საშუალებები.

არასრულფასოვანი კვების დროს, როდესაც საკვებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობა ვერ ანაზღაურებს დახარჯულ ენერგიას, წარმოიქმნება უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი, რაც იწვევს ორგანიზმიდან ძირითადი რესურსების მობილიზაციას და ენერგეტიკული დეფიციტის აღდგენას. ამ დროს ყველა საკვები ნივთიერება, მათ შორის ცილა გამოიყენება ენერგიის წარმოქმნისთვის.

ცხოველის ორგანიზმში უარყოფითი ენერგეტიკული მაჩვენებლების ყველაზე ცუდ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ცილის დაშლა ენერგიის წარმოსაქმნელად, ამ დროს ცილა ვერ ახდენს საკუთარ ანაბოლურ თვისებებს (სამშენებლო თვისებებს). ამ დროს იხარჯება არამხოლოდ ცილები, რომლებიც მიიღება საკვებიდან, არამედ გართულებულ სიტუაციაში იშლება ქსოვილებში შემავალი ცილებიც.

უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსის დროს ორგანიზმი საკუთარი ძალებიდან ხარჯავს ყველა საზრდო ნივთიერებას ენერგიის გენერაციისთვის – ცხიმები, ნახშირწყლები და ცილები.

ორგანიზმში შემავალი ნახშირწყლების დაშლის დროს, ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება მათი სრული და სრულფასოვანი დაშლა და შედეგად წარმოიქმნება კეტონური სხეულები (არასრულფასოვნად დაშლილი ნახშირწყლები), რომლებიც გადადიან რძეში და იწვევენ გოჭებში კუჭის აშლილობას.

დიდი უარყოფითი შედეგი აქვს დედებით ენერგეტიკულ ბალანსაც, რომლის დროსაც ღორს მიეწოდება გაცილებით მაღალი ენერგეტიკის მქონე საკვები, ამ დროს ხდება დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვება, შედეგად კი ვიღებთ დიდი რაოდენობით ცხიმოვან ფენას და ნაკლები რაოდენობით კუნთოვანი მასის წარმოქმნას.

ყველაზე დიდი პრობლემა დედა ღორების ენერგეტიკული ბალანსის შემთხვევაში აწუხებს გოჭებს, ამ დროს გოჭებს ახასიათებთ ფაღარათი რომლის პრევენციაც და თავიდან აცილება ძალიან მარტივია ….

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თუ როგორ ახერხებს ენერგეტიკული დეფიციტის ანაზღაურება დედა ღორებში, ხოლო შემდეგომ ჩვენ გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას.