აუესკის დაავადება (ცრუ ცოფი) – მწვავედ მიმდინარე მაღალკონტაგიოზური დაავადება, რომლის გამომწვევია სპეციფიკური ვირუსი. დიდ ღორში დაავადებას ახასიათებს ცხელება და ძირითადად ზიანდება სასუნთქი გზების ორგანოები, გოჭებში ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. დაავადების აფეთქება შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს. დაავადების აღმძვრელია დნმ შემცვლელი ვირუსი, ჰერპეს-ვირუსის ოჯახიდან.

გარემო პირობებში ვირუსის ამთვისებელია ღორები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, კატა, ცხენი და სხვა შინაური ცხოველები.

აუესკის დაავადებით ავადდება ნებისმიერი ასაკის ღორები, განსაკუთრებითს მაღალი ამთვისებლობით გამოირჩევა ახალგაზრდა გოჭები ცხოვრების პირველ დღეებში.

 ვირუსი გარემოში გამოიყოფა გამონაყოფებით ცხვირიდან, თვალიდან, საშოდან და რძესთან ერთად.

გადამტანი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ვირუსით დაბინძურებული საკვები, წყალი, ქვეშსაფენი, მოვლა-შენახვის ნივთები, დაუსუფთავებელი შენობა და ა.შ.

 ცხოველის ინფიცირება ხდება აირ-წვეთოვანი ან ვირუსის გადაყლაპვის გზით, უფრო იშვიათად დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსებიდან.

ცხოველურ რეზერვუარებად შეიძლება ჩაითვალოს მღრღნელები. ამ დაავადებას არ ახასიათებს სეზონურობა.

ორგანიზმში პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიდან ან ზედა სასუნთქი გზებიდან ვირუსის მოხვედრისას ის ხვდება თავის ტვინში და იწყებს გამრავლებას, რაც იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას.

8 კვირამდე კოჭებში აუესკის დაავადება მიმდინარეობს ცხელებით, მოუსვენრობით და შფოთვით. ცხოველი მოძრაობს წრიულად ან იღებს ძაღლის ჯდომის პოზას, წევს გვერდზე, შესამჩნევია ცურვითი მოძრაობები, მძიმედ სუნთქავს და გამოყოფს ქაფიან ნერწყვს, აცემინებს, შემდგომ ვითარდება კიდურების გაშეშება და შესამჩნევია კრუნჩხვები. ცხოველი კვდება 1-2 დღეში.

დაავადების ძირითადი აღმძვრელია – დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს ცხვირიდან, შარდთან, განავალთან და რძესთან ერთად. ასევე დაავადება მოხდილი ცხოველი, რომელიც გამოყოფს დაავადების აღმძვრელს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

 ასაკიან ღორს დაავადება გადააქვს შედარებით მარტივად 1-3 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც შესამჩნევია დასუსტება, მადის დაკარგვა და ფილტვების ანთება.

კუჭის აშლილობის სიმპტომების გამომჟღავნების დროს ცენტრალური ნერვული სისტემა ამძაფრებს კანის მგრძნობიარობას: შეხების დროს გოჭი წივის.

 დროთა განმავლობაში კანის მგრძნობელობა მცირდება, გოჭი ხიხინებს, ხმის იოგები შეშდება და სამომავლოდ სრულად იკარგება ხმა.

 დაავადების გამოვლინების დროს ფერმა ხვდება კარანტინში. კარანტინის წესების გათვალისწინებით აუცილებელია დაავადების აღმძვრელის ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მისი აღმოფხვრა გარემოში. კარანტინს ხსნიან დაავადების მოცილებიდან ერთი თვის შემდეგ. ფერმას აშორებენ დაავადებულ ცხოველებს და ატარებენ ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებებს.

 კარანტინის მოხსნის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ტარდება გეგმიური ღორის ვაქცინაცია. ფერმა ითვლება სრულად გამოჯანმრთელებულად, თუ ვაქცინაციის დასრულების შემდეგ ნახევარი წლის მანძილზე გაჩნდებიან სრულად ჯანმრთელი გოჭები.

 მკურნალობა, პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები:

 მკურნალობის სპეციფიკური და მედიკამენტური მკურნალობა შემუშავებული არ არის. დაავადების გაჩენის საფრთხის დროს ატარებენ პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ინსტრუქციის მიხედვით. დაავადების გაჩენის შემთხვევაში ფერმა ხვდება კარანტინში და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დაავადების აღმოფხვრისთვის. საღორე ითვლება ჯანმრთელად, თუ ვაქცინაციების დასრულების შემდეგ 6 თვის განმავლობაში გაჩნდება სრულიად ჯანმრთელი გოჭი.

 მნიშვნელოვანია!

  • დროულად და სწორედ ჩატარდეს გოჭების და ღორების ვაქცინაცია;
  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე;
  • სისუფთავე ფერმაში;
  • ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია;
  • ღორებისა და გოჭების იმუნიტეტის ამაღლება (ვიტამინოთერაპია).