ყველა ფერმერმა უნდა შეისწავლოს ასციტის დაავადების ადრეულ სტადიებში ამოცნობა, რადგან შეძლოს წარმატებული მკურნალობის ჩატარება, სხვა შემთხვევაში ფრინველის ბედი შეიძლება დასრულდეს ლეტალურად. მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა ამ დაავადების წინააღმდეგ. ფრინველის გამოზრდის დროს ფერმერი ხშირად ხვდება ამ პრობლემებს, განსაკუთრებით გამოზრდის ციკლის ბოლო ეტაპზე.

რა არის ასციტი?

 ასციტი – ეს არის დაავადება. რომლის დროსაც მუცლის ღრუში გროვდება დიდი რაოდენობით სითხე. ასციტი აზიანებს ყველა ასაკის ფრინველს, იქნება ის მეხორცეული, თუ მეკვერცხული მიმართულების.

 დაავადების მკურნალობამდე უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ამ დაავადების გამომწვევი. არსებობს მუცლის ღრუში სითხის დაგროვების რამდენიმე მიზეზი:

  • ორგანიზმში წყლისა და მარილების მიმოცვლის ბალანსის დარღვევა;
  • ინფექციური დაავადებები – კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი და ა.შ.;
  • გულის მუშაობის დარღვევა;
  • ავიტამინოზი;
  • ინტოქსიკაცია;
  • კუჭის გაუვალობა;
  • მარილების მაღალი შემცველობა წყალში;
  • განათების მაღალი ხანგრძლივობა;
  • ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის დარღვევა;
  • ცილის უკმარისობა;
  • არაკონტროლირებადი (ექსტრემალურად სწრაფი) გასუქება.

 ბროილერის წიწილებში ასციტი ჩნდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩამოუყალიბლობის გამო. წიწილის კუჭი გამოყოფს არასაკმარისი რაოდენობის მჟავას, რის გამოც საკვების მონელება და გადამუშავება არ ხდება სრულფასოვნად. ამის შემდეგ საკვები ხვდება ნაწლავებში, ნაწლავებში ცუდად გადამუშავებული საკვები იჭედება, რაც იწვევს პათოლოგიური მიკროფლორის გაჩენას.

პირველი რასაც უნდა მიექცეს ყურადღებას ეს არის – უმოძრაობა. ფრინველი არ დგება ფეხზე ან უჭირს გადაადგილება  

 მიკრობები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც წამლავენ შინაგან ორგანოებს. უარესდება ღვიძლის მუშაობა, რომელიც ვეღარ ახერხებს შხამების გაფილტვრას, ამასობაში გულის რითმი ნელდება. ღვიძლი ვერ ახერხებს ნორმალურ ფუნქციონირებას – ვერ ხერხდება შარდის სწრაფი ფილტრაცია. ეს ყველაფერი იწვევს ვენურ დაბინძურებას და მათ გაჭედვას, სითხე კი თანდათან გამოდის კაპილარების კედლებიდან და გროვდება მუცელში.  

სიმპტომები

 ბროილერის დათვალიერების დროს შესამჩნევია მუცლის ღრუს რამდენჯერმე გადიდება. შეხებისას მუცელი გამაგრებულია, კანი კი დაჭიმული. თითის წვერების დაჭერისას მუცელში მარტივად საგრძნობია სითხის თავისუფალი მოძრაობა, ამავდროულად ფრინველში არ შეიმჩნევა ტკივილი.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები

 დაავადებულ ფრინველში ჟანგბადის უკმარისობის გამო ლურჯდება ბიბილო. სითხის დიდი რაოდენობა აწვება ფილტვებს, ამის გამო ფრინველი ვერ ახდენს გამართულ სუნთქვას და ორგანიზმში იწყება ჟანგბადის დეფიციტი.

თვალსაჩინო სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში შედეგი შეიძლება მოგვცეს შარდმდენმა საშუალებებმა.

 დაავადების პროფილაქტიკისთვის საკვებთან ერთად გამოყენებული უნდა იყოს დასამჟავებელი და პრობიოტიკები.  ორგანული მჟავეების მარილები ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავს და ხელს უშლიან პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებას, ამავდროულად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მრავლდება საჭირო ბაქტერიები და შედეგად ვიღებთ:

  • სოკოვანი ინფექციის განადგურებას;
  • კუჭის პერისტალტიკის გაძლიერებას;
  • ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას, (მათ შორის მძიმე მეტალების);
  • სისხლში კვებითი ღირებულების ნივთიერებების შეწოვის გაძლიერებას.

ასციტი სახორცე ჯიშის ქათმების ჩნდება არა დაბალანსებული კვების ან ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ. მკურნალობის ყველა მეთოდს გააჩნია მხოლოდ დროებითი ეფექტი. ფრინველისთვის ჯანმრთელობის სრულად დაბრუნება ასციტის შემდგომ შეუძლებელია.