არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ქათამი ისე, როგორც სხვა ფრინველი განიცდის სეზონურ ბუმბულის ცვლას. ამ პერიოდში ფრინველს ბუმბული ცვივა კუდიდან, ფრთებიდან, ჩნდება კერები კისერზე. ასე რომ ადამიანმა, რომელიც პირველად ხვდება ბუმბულის ცვენას ფრინველში შეიძლება ვერ განასხვაოს ალოპეცია და სეზონური ბუმბულის ცვენა.

 ფრინველის ბუმბულის ცვენის დროს, რომელიც გამოწვეულია დაავადებით დარტყმის ქვეშ ექცევა ფრინველის გარკვეული მონაკვეთები:

  • კისერი და მკერდის მხარე
  • უფრო იშვიათად ზურგი და კუდი

 თუ გაცვენილი ბუმბული გაუფერებულია, ეს მკაფიოდ გვიჩვენებს იმას, რომ ფრინველი მოხვდა ალოპეციის ზეგავლენაში. ასევე პრობლემის განვითარებასთან ერთად ფრინველს სცვივა ღინღლი, რაც არ არის სეზონური ცვენისთვის დამახასიათებელი. ალოპეციას არ გააჩნია სეზონურობა და ის ივლენს თავს წელიწადის ნებისმიერ დროს, ეს მოვლენები არის ამ დაავადების ძირითადი განმასხვავებელი.

 იმისთვის, რომ მეურნეობაში ჩატარდეს დროული დახმარება, საჭიროა ვიცოდეთ თუ რა არის ამ პრობლემის გამომწვევი. ამ მომენტში ცნობილია გამომწვევი რამდენიმე მიზეზი:

  • კვების არაკორექტული რაციონი;
  • მოვლა-შენახვის პირობების დარღვევა;
  • პარაზიტები (რწყილი, ტკიპა, ბუმბულის მჭამელი პარაზიტები)

ძირითადად ფრინველს სცვივა ბუმბული ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო. ბუმბულის ცვენა კისრის და სხეულის სხვა არეალში შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი კვებითი ელემენტების დეფიციტით:

  • კალციუმი;
  • იოდი;
  • ფოსფორი;
  • გოგირდი.

ფრინველი შეიძლება კარგავდეს ბუმბულს იმ შემთხვევაშიც, თუ მომვლელმა არ უზრუნველყო განათების, ვენტილაციის და სისუფთავის პირობები.

 კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს აღნიშნულ პრობლემას ფრინველში არის – პარაზიტული ორგანიზმების არსებობა, რომელებიც იკვებებიან ბუმბულით და ღინღლით. პარაზიტები თავსდებიან ფრინველის კანზე და ბუმბულის ძირებში.

 თუ ფრინველის მოვლა-შენახვის პირობები დაცულია, მაგრამ ბუმბულის ცვენა არ ჩერდება საჭიროა ჩაფიქრება, იღებს თუ არა ფრინველი საკმარისი რაოდენობის საკვებს, შემცირებული საკვებ-მოხმარება იწვევს ვიტამინების დეფიციტს. სეზონური ბუმბულის ცვენის დროს ფრინველი იკვებება ორჯერ მეტს, ვიდრე სხვა დროს. სწორედ ამ მიზეზის გამო ქათამმა შეიძლება დაკარგოს ის ბუმბულიც, რომლებიც მისთვის საჭიროა.  ბუმბულ-ცვენის (ალოპეციის) დროს ასევე მცირდება კვერხდება, ფრინველი იკლებს წონაში და ხდება იმუნიტეტის დაქვეითება.

 ალოპეციის გართულებულმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ფრინველის სრული გაუმბუმბვლა. ფრინველის დათვალიერებამ გვაჩვენა, რომ დაზიანებულ ადგილებში ასევე შესამჩნევია მცირე სისხლჩაქცევები.

 

პროფილაქტიკა და მკურნალობა

 ფრინველში ბუმბულის ცვენისდამატებით სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ – ფრინველის ბუმბული არასაკმარისად ბზინვარეა, ან ბზინვარება საერთოდ დაკარგულია. ასევე შეიძლება შემცირდეს კვერცხის დების რაოდენობა. პრობლემის მკურნალობა შესაძლოა შემდეგი მოქმედებებით:

  • სწორდ გამოკვებეთ თქვენი ფრინველი – საკვები უნდა მოიცავდეს ვიტამინებისა და მინერალებს, უნდა იყოს ხარისხიანი და რაც მთავარია, ფრინველმა უნდა მიიღოს ის საკმარისი რაოდენობით.
  • დაამატეთ საკვებში მეტი მინერალები და ვიტამინები (პერიოდულად ჩაატარეთ ფრინველში ვიტამინო-მინერალური თერაპია);
  • გარდა ვიტამინებისა, დაამატეთ საკვებში გოგირდი 0.3 გრამი თითო ულუფაზე;
  • მინერალების ბალანსის აღსადგენად შეიძლება გამოყენებული იყოს იოდის ხსნარი ან მანგანუმის ხსნარი. ამ ხსნარებს ძირითადად იყენებენ დილის საათებში.
  • მოუმატეთ კალციუმის დოზები, რადგან ის თამაშობს დიდ როლს არამხოლოდ ბუმბულის ჩამოყალიბებაში, არამედ ძვლოვანი სისტემის და ნისკარტის ჩამოყალიბებაშიც. ამ მიზნით მიზანშეწონილია ფრინველისთვის საკვებში დაემატოს ცარცი, თაბაშირი და ა.შ.;
  • დაასუფთავეთ, დაწმინდეთ და დაადეზინფიცირეთ შენობა;
  • დაამუშავეთ საფრინველე მკბენარზე და პარაზიტებზე;
  • პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ ორგანული მჟავეები;
  • აუცილებლად უზრუნველყავით ფრინველისთვის სუფთა ჰაერი (სწორი ვენტილაცია);
  • თუ პერიოდულად ფრინველს სცვივა ბუმბული, მაგრამ კვების რაციონი და მოვლა-შენახვის ფაქტორები ნორმაშია სასურველია ფრინველის დათვალიერება პარაზიტებზე. დათვალიერება უნდა მოხდეს ღამის საათებში, რადგან სწორედ ამ დროს აქტიურდებიან პარაზიტები. მიაქციეთ ყურადღება ბუმბულის ბოლოებს, თუ ის შეჭმულია დიდი ალბათობაა იმისი, რომ ფრინველის ბუმბულს აზიანებს პარაზიტები.
  • თუ ალოპეციას გააჩნია ლეტალური ხასიათი და ბუმბულის ცვენა ხდება არა დღეების, არამედ საათების მანძილზე, გამოიყენეთ ვიტამინ B-12. ეს მეთოდები უზრუნველყოფს ბუმბულის სწრაფ ზრდას.

 ალოპეციის მკურნალობამდე აუცილებელია ის განვასხვავოთ სეზონური ბუმბულის ცვენისგან. განმასხვავებელი ნიშნები შემდეგია:

  • ბუმბული კარგავს ბზინარებას, ხოლო გაცვენილი ბუმბული უფერულია;
  • ალოპეციის დროს ცვივა არამხოლოდ ბუმბული, არამედ ღინღლიც;
  • დაზიანებულ ადგილებში კანი წითლდება, ხანდახან შესამჩნევია სისხლჩაქცევებიც;
  • მცირდება კვერცხდება და სუსტდება იმუნიტეტი.