ფრინველის რესპირატორული მიკოპლაზმოზი – ცხოველების ეს დაავადება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფრინველების დაავადება დედამიწაზე.

  ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა დაავადების მაღალ კონტაგიოზურობამ (გადადებამ) და დაავადების სწრაფმა გავრცელებამ, რომელიც იწვევს ფრინველის მასიურ სიკვდილსა და პროდუქტიულობის დაკარგვას.

მიკოპლაზმა აზიანებს ლორწოვან გარსებს, მათში მრავლდება და ვრცელდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. პირველად დაავადების ნიშნები ვლინდება 3-6 კვირის ასაკში.

  დაავადების გადამტანი გზები

  • ტრანსოვარიული;
  • (დაავადებული ფრინველისგან კვერცხში გადატანით)
  • დაავადება გადადის საინკუბაციო კვერცხზე;
  • აირ-წვეთოვანი გზით;
  • წყლიდან, საკვებიდან;
  • მოვლა-შენახვის ნივთებიდან და ა.შ.

დაავადების აღმძვრელები

  • დაავადებული და დაავადებამოხდილი ფრინველი;
  • ფრინველი ინკუბაციურ პერიოდში;

დაავადების სიმპტომები

  • ზრდაში ჩამორჩენა
  • მადის დაკარგვა
  • ხველება
  • გაძლიერებული სუნთქვა
  • თვალების შეწითლება
  • ყვითელი ან მწვანე ფერის სკორე
  • ცემინება, ნისკარტიდან ლორწოვანი გამონადენი
  • სინუსიტი (ზედა სასუნთქი გზების დაავადება)
  • კონიუქტივიტი (თვალების ლორწოვანი გარსის ანთება)
  • სისუსტე
  • საინკუბაციო კვერცხის ხარისხის გაფუჭება
  • მიკოპლაზმა სინოვია აზიანებს სახსრებს. ფრინველის ფეხები დეფორმირდება, ეშვება ფრთები, მოძრაობა ურთულდებათ.

წიწილა შეიძლება დასნებოვნდეს დაავადებული მშობლისგან ან გამოჩეკვის შემდეგ აირ-წვეთოვანი გზით. დაავადება ვითარდება ნელა – ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3 კვირამდე. პირველი სიმპტომები ვითარდება წიწილებში 20-45 დღის ასაკში

2-4 კვირის განმავლობაში დაავადებული ფრინველების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 10-15%-დან – 100%-მდე, მიკოპლაზმოზი მოკლედ პერიოდში ეფინება მთელ გუნდს. დაავადება მოხდილი ფრინველები დიდი დროის განმავლობაში რჩებიან ინფექციის აღმძვრელები და გამოყოფენ მიკოპლაზმას გარემოში, ხოლო მათი კვერცხის ინკუბაციის შემთხვევაში დაავადება გადაეცემა წიწილას და ვრცელდება სხვა მეურნეობებშიც. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ის დამოკიდებულია მოვლა-შენახვის ფაქტორებზე, კვებაზე და დაავადებების მიმართ საერთო გამძლეობაზე.

დაავადების აღმძვრელი, კარგ პირობებში სწრაფად მრავლდება და სისხლთან ერთად ვრცელდება მთელ ორგანიზმში, რაც იწვევს ზოგად   ინტოქსიკაციას(მოწამვლას).

დაავადების გაჩენას ხელს უწყობს:

  • გარემო ტემპერატურის სწრაფი შეცვლა;
  • კვების უკმარისობა;
  • ტემპერატურის, ვენტილაციის რეჟიმების დარღვევა საფრინველეში;
  • დიდი რაოდენობით მტვრის არსებობა ჰარში; გაზები, ამიაკი და ა.შ;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • სტრესს ფაქტორები;

მკურნალობა და პროფილაქტიკა

პროფილაქტიკური სამსახური ითვალისწინებს:

  • კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფას საფრინველეში
  • ქვეშსაგების კარგი დეზინფექცია
  • შენობის კარგი დეზინფექცია
  • ფრინველისთვის კარგი საკვების მიწოდება
  • ფრინველის დროული უზრუნველყოფა სუფთა წყლით ან რეგულარული წყლის შეცვლა საფრინველეში.

საფრინველეში დაავადების გაჩენის შემთხვევაში გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპია. მკურნალობა უნდა მოიცავდეს კომპლექსურ კურსს