ფრინველის სალმონელოზი – ფართოდ გავრცელებული ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული და საშიშია ასევე ადამიანებისთვის.

მრავალი სალმონელას სახეობებიდან, მეფრინველეობას ყველაზე დიდ ზიანს აყენებბს შემდეგი ფორმები:

  • ენტირიდიტისი;
  • ტიფიმურიუმი;
  • გალლანარუმ-პულორუმი.

ორგანიზმში მოხვედრისას მიკრობი ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში,  ვრცელდება კუნთებში და კვერცხსავალში. სალმონელა გვხვდება  ფრინველის ყველა ქსოვილში და ასევე აღწევს კვერცხის ნაჭუჭში, საიდანაც აღწევს კვერცხის შიგთავსში მიკროფორების მეშვეობით.

 გრამ-უარყოფითი სალმონელას ბაქტერიას გააჩნია ჩხირისებრი ფორმა. ის ცხოვრობს ნიადაგში 10 თვის განმავლობაში, წყალში 4 თვე, გაყინულ ხორცში 5 თვე, ხოლო შებოლილ-დამარილებულ ხორცში – 4 თვე. ოთახის პირობებში ბაქტერია ცხოვრობს წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში.  

 ორგანიზმში სალმონელა გამოყოფს სპეციფიკურ ენდოტოქსინს, რომელიც ვრცელდება  ლორწოვან გარსებში და იწვევს ნეკროზს. ამ ტოქსინის ზემოქმედებისას შესამჩნევია სისხლჩაქცევები ღვიძლში, თირკმელებში, სახსრებში და თავის ტვინში.

გალლინარუმ- პულლორუმ – მეტად ცნობილი, როგორც პულლოროზი, არ არის ადამიანისთვის საშიში, თუმცა იწვევს დიდ პრობლემებს ფრინველში და მოითხოვს მკურნალობას.

 ფრინველი ავადდება საკვებიდან, წყლიდან, მოვლა-შენახვის ინვენტარიდან, ინკუბატორში დაავადებული კვერცხიდან ან კვერცხის ნაჭუჭზე მოთავსებულ ბაქტერიიდან.

  თუ კვერცხმდებელი ფრინველი სალმონელოზით არის დაავადებული,  ის ან კარგავს პროდუქტიულობას ან/და ქვეითდება ინკუბატორში განაყოფიერებული კვერცხის გამოსავლიანობა.

დაავადება პირველ რიგში აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. სასუნთქი გზებიდან შეღწევის შემთხვევაში ფილტვებს და ვრცელდება მთელ ორგანიზმში სისხლთან ერთად, რაც სამომავლოდ ვლინდება სეფსისის სახით – საერთო ანთებით პროცესებში.

არსებობს სალმონელას მიკრობის 2.3 ათას სახეობაზე მეტი, აქედან 230 სახეობა საშიშია ფრინველისთვის. ამ ფორმებით ავადდებიან როგორც ცხოველები და ფრინველები, ასევე ადამიანიც.

სიმპტომები:

დაავადების მიმართ დიდი ამთვისებლობით გამოირჩევიან წიწილები 2 კვირის ასაკამდე. პირველი სიმპტომები ვლინდება 2-4 კვირის ასაკში. დაავადება მიმდინარეობს მწვავე და ქვემწვავე ფორმებში, ძირითადად ფილტვების დაზიანებით. ასევე შესამჩნევია:

  • გაძნელებული სუნთქვა;
  • ფიზიკური სისუსტე, უმოძრაობა;
  • მადის დაკარგვა;
  • ბუმბულის ნელი ზრდა ან ცვენა;
  • კვერცხდების შემცირება;
  • მხედველობის დასუსტება;
  • კოორდინაციის დაკარგვა;
  • კოჭლობა;
  • გაძლიერებული წყურვილი;
  • თეთრი ან მომწვანო-მოყავისფრო ფერის ფაღარათი;
  • სხეულის ცალკეული ნაწილებიდან ბუმბულის ცვენა.

მიმდინარეობა:

ზემწვავე – აზიანებს წიწილებს ადრეულ ასაკში, დაავადება გადადის დაავადებული ფრინველიდან. წიწილა კვდება რამდენიმე საათში.

მწვავე – დაავადება ვლინდება 10 დღის ასაკამდე. წიწილას ეწყება ფაღარათი, ის უარს ამბობს საკვებზე, შეიმჩნევა ზოგადი მდგომარეობის დათრგუნვა.

ქვემწვავე (ქრონიკული) – სიმპტომები ფაქტობრივად არ ვლინდება. ერთადერთი სიმპტომია ფრინველის ფაღარათი. ფრინველის დიარეა შესამჩნევია დაბინძურებული კლოაკათი.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

სალმონელოზის მკურნალობა ძალიან რთულია, რადგან ბაქტერია სწრაფად იჩენს რეზისტენტობას ანტიბიოტიკების მიმართ. თუ დაავადება გამოვლინდა წიწილაში და ის აშკარად ჩამორჩა ზრდა- განვითარებაში, მას აცილებენ საერთო გუნდიდან და აქვემდებარებენ უტილიზაციას. დარჩენილ გუნდს აუცილებლად უტარებენ მკურნალობას ანტიბიოტიკებით. მიზანშეწონილია, დაავადების მკურნალობა გამოვლინების  ადრეულ სტადიაში. დაავადებულ ასაკოვან ფრინველს კლავენ, ხოლო შემდეგ წვავენ.

 დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში საფრინველეში აუცილებლად უნდა შეიცვალოს სრული ქვეშსაგები.

 პროფილაქტიკისთვის დაიცავით საფრინველეში სისუფთავე და რეგულარულად ჩაატარეთ დეზინფექცია-დერატიზაცია. მთავარია დაცული იყოს ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე.

სალმონელოზით დაავადებული ფრინველის პროდუქტების გამოყენება არ შეიძლება!