ფრინველში ავიტამინოზების გამოვლინება ბევრი მიზეზის გამო, მაგალითად:

  • ფრინველის არასრულფასოვანი კვება, ვადა გასული ან უხარისხო პრემიქსით ( ვიტამინოვან-მინერალური საკვებ დანამატი), რომლის ვიტამინოვანი წილი მკვეთრად მცირდება;
  • არასრულფასოვანი მოვლა შენახვის პირობები (მაღალი ან დაბალი ჰაერის ტემპერატურა, ინფექციები, საკვების არასწორი შერჩევა და ა.შ);
  • ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სასუნთქი გზების დაავადებების დროს, შინაგანი და გარეგანი პარაზიტების დროს (ჰელმინთოზები), ინფექციური დაავადებები ( სალმონელოზი, კოლიბაქტერიოზი, პუროლოზი და ა.შ.)

ავიტამინოზის სიმპტომები

    დაავადების ამოცნობა შესაძლებელია ზოგადი სიმპტომებით, როგორიცაა ფრინველის დათრგუნული მდგომარეობა, უმადობა, წონის დაკარგვა.

 ხშირია როდესაც ავიტამინოზურ დაავადებებს თან სდევდეს კუჭის აშლილობა. შესამჩნევია ციანოზი (გალურჯება) ბიბილოზე და საყურეებზე. ზრდასრული ფრინველის კვერცხს არ გააჩნია ნაჭუჭი ან ნაჭუჭი ძალიან თხელი და რბილია.

 ყველაზე ხშირად გავრცელებულ ავიტამინოზებს მიეკუთვნება: A;D;B1;B2;Bc ვიტამინების უკმარისობა.

ვიტამინ A

    რეტინოლი მონაწილეობს ყველა ნივთიერებათა ცვლაში. ის უზრუნველყოფს ფრინველის ნორმალურ ზრდას და განვითარებას, კვერცხდებას, საინკუბაციო კვერცხის განაყოფიერებას და მათ გამოსავალს. A ვიტამინი მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს და ის გროვდება ღვიძლში. ის დიდი რაოდენობითაა კვერცხის ყვითრში და უზრუნველყოფს ფრინველის ნორმალურ ზრდას ცხოვრების პირველ კვირებში.

A ავიტამინოზის გამომწვევი ფაქტორები:

  • ინფექციური დაავადებები (სალმონელოზი, კოლიბაქტერიოზი);
  • ჰელმინთოზები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • ცილის უკმარისობა რაციონში;
  • ანტიბიოტიკების გამოყენება დიდი დროის განმავლობაში;
  • საკვებში ანტიოქსიდანტების უკმარისობა ან მისი დიდი ხანი შენახვა

დაავადების ნიშნები:

  • ზრდის შეჩერება;
  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება;
  • აბურძგნული ბუმბული;
  • კოორდინაციის დაკარგვა;
  • ლორწოვანი გარსების დაზიანება ( გამონადენი თვალებიდან, ცხვირიდან, ხაჭოსებრი ექსუდატის დაგროვება თვალებში, ბუნდოვანი ლაქები რქოვანაში, თეთრი ნადები ენაზე და ქათმის სიბრმავე);
  • ბიბილოების და საყურეების გალურჯება;
  • კვერცხმდებლობის შემცირება ან სრული არ არსებობა (მკრთალი ფერის ყვითრი, დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევები);
  • წიწილის გამოსავლიანობა მცირდება 3-5 ჯერ;
  • კვერცხის განაყოფიერების შემცირება, სპერმის ხარისხის გაფუჭება.

ვიტამინ B1

    ამ ელემენტის უკმარისობას ორგანიზმში ეწოდება პოლინევრიტი. დაავადება ვითარდება, როდესაც ფრინველს აჭმევენ დიდი რაოდენობით თევზს, პარკოსნებს. ასევე მარცვლეულის დამუშავება 80 °C-ზე დიდი დროის მონაკვეთში.

დეფიციტის ნიშნები:

  • ნერვული სისტემის მუშაობის დაზიანება;
  • კუნთების ატროფია;
  • მადის დაკარგვა და ლეტალური შედეგი;
  • სისუსტე;
  • კისრის გადატრიალება, კრუნჩხვები, კიდურების დამბლა.

ვიტამინ B2

     ეს ელემენტი ნაწილობრივ წარმოიქმნება კუჭში. დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტების ხანგრძლივმა გამოყენებამ – კერძოდ ანტიბიოტიკებმა, ტემპერატურის სწრაფმა ცვლილებამ, საფრინველეში სიცივემ. ძირითადად მსგავსი ავიტამინოზი ემართება ზრდასრულ ფრინველს 14 კვირის ასაკიდან.

სიმპტომები:

  • ჩამორჩენა ზრდა-განვითარებაში;
  • მოძრაობის კოორდინაციის დაკარგვა, თითების გადაგრეხა;
  • დათრგუნული მდგომარეობა;
  • კანის ფერის ციანოზი, რქოვანაში სისხლჩაქცევების არსებობა;
  • კანის პრობლემები – აქერცვლა, ჭრილობების შეხორცების გართულება.

ვიტამინ Bc

     მსგავსი ავიტამინოზი ხშირია ფრინველში, განსაკუთრებით მაღალ ენერგეტიკული საკვების გამოყენებისას. მიზეზი ხდება ღვიძლის დაავადებები, სულფანილამიდური პრეპარატების და კოქციდიოსტატების ხანგრძლივი გამოყენება.

სიმპტომები:

  • ზრდა-განვითარების შეწყვეტა;
  • ანემია;
  • კუნთების დამბლა, რაც იწვევს კისრის გადაგრეხას;
  • ბუმბულის ხარისხის გაფუჭება, მუქი შეფერილობის დროს – ფერის დაკარგვა;
  • კიდურების სისუსტე, ბიძგური მოძრაობა;
  • თხელი განავალი, თეთრი ფერის სკორე.

ვიტამინ C    

ასკორბინის მჟავის დეფიციტი გამოიხატება იმუნიტეტის დაქვეითებით და სხვადასხვა დაავადებების მიმართ მდგრადობის დასუსტებით. ასეთი წიწილები ჩერდებიან ზრდა-განვითარებაში, ხოლო ზრდასრულ ქათამში ირღვევა რეპროდუქციული ციკლი, რადგან ეს ნივთიერება მოქმედებას ახდენს ჰორმონალურ სისტემაზე.

ვიტამინ D

ამ ვიტამინის უკმარისობა ძირითადად ეხება წიწილებს, მათ უვითარდებათ რაქიტი, რომლის გამოვლინება ადრეულ ასაკში რთულია. ასევე სიმპტომებია:

  • დარღვევა ბუმბულის შეცვლის პროცესში;
  • კოჭლობა და მოძრაობის გართულება;
  • კანიბალიზმი, ბუმბულის კორტნა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა;
  • ძვლის დარბილება.

ძირითად პრევენციულ ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს კარგი ვენტილაცია და მზის შუქი, დახურული ფერმის შემთხვევაში ვიტამინოთერაპია და ულტრაიისფერი შუქი.

ვიტამინი E

ვიტამინ E (ტოკოფეროლი) ორგანიზმში ხვდება გარემოდან და გროვდება ღვიძლსა და სხვა ორგანოებში. ტოკოფეროლი მალე მძაღდება და კარგავს საკუთარ თვისებებს. ნაწლავებიდან ამ ვიტამინის შეწოვას ხელს უშლის ცხიმები (თევზის ქონი, ზეთი), დიდი რაოდენობით რკინა და სხვა. დეფიციტი ძირითადად ეხება სახორცე ჯიშის ფრინველს, განსაკუთრებით გასუქებულ მამლებს. ზიანდება კუნთოვანი ქსოვილი და თავის ტვინი.

სიმპტომები:

    კუნთოვანი სისუსტე; მოძრაობის დარღვევა; გაშეშება; ცვალებადი აქტიურობა; კონვულსიები; თავი იხრება დაბლა და გვერდზე.

ზრდასრული ფრინველი არ რეაგირებს საწინააღმდეგო სქესის ფრინველზე. მამლებში იკარგება სასქესო ფუნქცია, ხოლო კვერცხი არასრულფასოვანია.

ვიტამინი K

სიმპტომები:

  • დათრგუნული მდგომარეობა;
  • აბურძგნული ბუმბული;
  • კანზე ლურჯი ლაქები;
  • წონის დაკარგვა;
  • ციანოზური ბიბილო და საყურეები.

ავიტამინოზის მკურნალობამდე სასურველია ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ამისთვის სასურველია გამოყენებული იყოს ვიტამინოვანი დანამატები.

ავიტამინოზის პრევენციისთვის ასევე საჭიროა:

  • სისუფთავე საფრინველეში;
  • სწორი საკვები რაციონის შერჩევა და დაბალანსება;
  • განათების რეჟიმის შენარჩუნება.