კოქციდიოზი – ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მეფრინველეობაში. უმარტივესი პარაზიტები, რომლებიც არიან დაავადების გამომწვევები მრავლდებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

 ამის გამო ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება. ასევე შესამჩნევია გაუწყლოვნება, გამძაფრებული რეაქცია სხვადასხვა ინფექციების მიმართ, სისხლის დაკარგვა.

მიმდინარეობა და სიმპტომები – დაავადების სიგნალები

  • შესამჩნევია ზოგადი სისუსტე და მოძრაობის შეფერხება, პარალიჩის განვითარებამდე;
  • მადის არ არსებობა;
  • გამძაფრებული წყურვილის გრძნობა;
  • ფრინველი დათრგუნულია (მობუზული);
  • ფრინველი მიისწრაფის თბილი ადგილებისკენ და იჯგუფება;
  • თავი მიბჯენილია სხეულზე;
  • აბურძგნული ბუმბული;
  • შეშუპება;
  • სკორე თხელი, დიდი რაოდენობით ლორწოს შემცველობის, ხანდახან სისხლთან ერთად, დროის განმავლობაში ვითარდება ფაღარათი, ბუმბული კლოაკის გარშემო დასვრილია;
  • ანემიის შედეგად ბიბილო და საყურეები თეთრდება.
დაკვლის შემდეგ დიაგნოზი ისმევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შესწავლით !  

ეს სიმპტომები ნარჩუნდება 4-5 დღის განმავლობაში, რის შემდეგ ფრინველი კვდება.

ბრძოლის ღონისძიებები, პროფილაქტიკა და კონტროლი

კოქციდიოზის თავის აცილების მიზნით, საფრინველეში ან გასასეირნებელ ეზოში აუცილებელია სისუფთავის დაცვა.

 ფრინველის იმუნიტეტის გაძლიერება შესაძლოა სრულფასოვანი კვებით. უკეთესია არჩეული იყოს ხარისხიანი საკვები, ვიტამინებთან და სხვადასხვა დანამატებთან ერთად.

ღონისძიებები, რომლებიც ტარდება კოქციდიოზის შესაჩერებლად შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად:

გარემო ფაქტორებთან ბრძოლა

კოქციდიოზთან ბრძოლა ორგანიზმის შიგნით

ყველაზე ეფექტური მეთოდი კოქციდიოსთან ბრძოლაში არის ქიმიური და ბუნებრივი პრეპარატების გამოყენება: კოქციდიოსტატები

  • ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა;                                 
  • ხარისხიანი და სწორედ გაფენილი ქვეშსაფენი;
  • სუფთა საკვებური და საწყურებელი;
  • საფრინველის მექანიკური დასუფთავება წარმოების ციკლის შემდეგ;
  • დეზინფექცია, დერატიზაცია;
  • საკვებურების და საწყურებლების დაცვა ფეკალისგან;
  • მნიშვნელოვანია არ შეირიოს სხვადასხვა ასაკის ფრინველი.

ყველაზე მარტივი ხერხი კოქციზიოსთან ბრძოლაში არის ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვა!

 ზემოთაღნიშნული მარტივი რჩევები უზრუნველყოფს ფრინველის შეგუებას სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

გამოჯანმთელების შემდეგ, ფრინველი რჩება პარაზიტმარატებელი, ის გამოყოფს დიდი რაოდენობით კოკციდიას. ამიტომაც საჭიროა რეგულარულად საფრინველეს დასუფთავება და დაუშვებელია ახალგაზრდა ფრინველის, ხნიერ ფრინველთან ერთად დასმა  

რუბრიკა “ჩვენებურად”:

ფერმაში შესვლის დროს პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება სისველეს. დასველებული ქვეშსაფენი ან სამყოფელი გარემო, სინესტე, არის კოქციდიის გადამტანი, მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ სისუფთავე და სიმშრალე ფერმაში. დასველების და სინესტის შემთხვევაში გამოიყენეთ ხელსაყრელი მეთოდები პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად გამოყენეთ ჩამქვრალი კირი, მნიშვნელოვანია, რომ კირი იყოს ჩამქვრალი.

თანამედროვე ბროილერის კროსის მწარმოებელი ფერმები ითხოვენ ფრინველის სიყვითლეს, რადგან ამ დროს ბაზარზე სწორედ ყვითელი ფერის ფრინველია მოთხოვნადი. ყვითელი ფერის პიგმენტის შეთვისება ხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კერძოდ ნაწლავებიდან.

ფრინველი ვერ იღებს სასურველ ყვითელ ფერს? რატომ? აი ერთ-ერთი პასუხიც :

კოქციდიოზი აზიანებს ნაწლავების ლორწოვან გარსებს, რის გამოც ვერ ხდება გამაყვითლებელი პიგმენტის შეთვისება, შესაბამისად ფრინველი ვერ იღებს ყვითელ ფერს.

გაკვეთის შედეგად ყველაზე მარტივია კოქციდიის ბრმა ნაწლავში ნახვა.- შეშუპება; სიწითლე; ანთების დამახასიათებელი ნიშნები. <– ეს მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია.

ასე, რომ დაამუშავეთ თქვენი ფრინველი კოქციდიაზე, რათა მიიღოთ მოთხოვნილი ჯანმრთელობა და ფრინველის ყვითელი ფერი.