არსებობს ვირუსის სახეობები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ღორის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მათ შორის ერთ-ერთ ვირუსული დაავადება, რომელიც ეკონომიკურად დიდ ზიანს აყენებს ფერმერებს არის პარვოვირუსი.

 პარვოვირუსის ინფექცია – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწვევს უნაყოფობას. ვირუსი, როგორც წესი, მრავლდება ღორის კუჭ-ნაწლავში, ყველანაირი კლინიკური სიმპტომების გამოვლენის გარეშე. ის ფართოდ არის გავრცელებული დედამიწის მასშტაბით.

  დაავადების აღმძვრელია – დაავადებული ან დაავადება მოხდილი ცხოველი, რომლებიც გამოყოფენ ვირუსს ნერწყვთან, შარდთან, ფეკალთან, პლაცენტასთან და სპერმასთან ერთად.

 თუ თქვენს ფერმაში არსებულ სულადობას შეამოწმებთ პარვოვირუსზე, პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება. ეს ინფექცია მუდმივია და აუცილებელია მასთან მუდმივი ბრძოლა. ვირუსთა უმრავლესობას არ შეუძლია ცხოვრება მასპინძელი ორგანიზმის გარეშე, პარვოვირუსს კი შეუძლია თვეების განმავლობაში იცხოვროს ღორის ორგანიზმის გარეთ და იგი მდგრადია სხვადასხვა დეზინფექტანტების მიმართ.

  ვირუსი გადაეცემა რესპირატორული გზით, ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სადაც იწყებს გამრავლებას და გამოიყოფა ფეკალთან ერთად. თუ ღორი არ არის მაკედ და ავადდება პირველად, კლინიკური სიმპტომები არ შეიმჩნევა. ხოლო, თუ ღორი არის მაკედ და ის პირველად ავადდება მაკეობის 55 დღის განმავლობაში, ვირუსი აღწევს პლაცენტაში და არჩევითად კლავს გოჭებს. თუ ნაყოფი ინფიცირდება 35 დღემდე, ანუ იმ პერიოდამდე სანამ დაიწყება ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბება, იღუპება და გაიწოვება, შედეგად ღორი შობს გოჭების ნაკლებ რაოდენობას. თუ ნაყოფი ინფიცირდება 30-55 დღის განმავლობაში, იღუპება და განიცდის მუმიფიკაციას.

 ნაყოფს განვითარებიდან 70-ე დღიდან უვითარდება იმუნური სისტემა, რაც იძლევა ვირუსთან ბრძოლის საშუალებას. ასე რომ, თუ დაინფიცირება მოხდა მაკეობის 55 დღიდან კლინიკური სიმპტომები არ გამოიხატება. საშვილოსნოში ვირუსი მრავლდება ძალიან ნელა, შედეგად ხდება გოჭების არათანაბარი მუმიფიკაცია.

  ვირუსის გადაცემა ერთი ნაყოფიდან მეორეში ნელა მიმდინარეობს და გოჭები კვდებიან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ხშირად ვირუსი ვერ აინფიცირებს ყველა ნაყოფს და მშობიარობის შედეგად ვიღებთ, მუმიფიცირებულ, სხვადასხვა ზომის, დასუსტებულ და ჯანმრთელ გოჭებს. თუ დაინფიცირება მოხდა მაკეობის 70 დღიდან, გოჭები არ კვდებიან, თუმცა იბადებიან დასუსტებულები და ვირუსმატარებლები, სამომავლოდ კი ჩამორჩებიან ზრდაში.  

კლინიკური ნიშნები

 როგორც წესი დედა ღორებში დაავადება მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე. დაავადებიდან პირველი კვირის განმავლობაში ოდნავ შესამჩნევია სხეულის ტემპერატურის მომატება.

 ინფექცია არ იწვევს კლინიკურ ცვლილებებს ღორებში, გარდა მუმიფიცირებული და დასუსტებული გოჭებისა.

მწვავედ მიმდინარეობის დროს:

  • მშობიარობისას გოჭების მცირე რაოდენობა;
  • სხვადასხვა ზომის მუმიფიცირებული გოჭები;
  • დაბადებული მკვდარი გოჭების რაოდენობის ზრდა.

დაავადების გაჩენის დროს, კეთილმოწყობილ ფერმებში, ახალშობილი გოჭების რაოდენობა მცირდება 50-60%-ით ერთი წელიწადის განმავლობაში.

დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა, თუმცა რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევამ შეიძლება მიგვითითოს პარვოვირუსის არსებობაზე ღორის ორგანიზმში.

მკურნალობა შემუშავებული არ არის.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები

  • სწორედ და დროულად ჩაატარეთ ღორის ვაქცინაცია
  • დაიცავით ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე
  • ფერმაში უზრუნველყავით სისუფთავე
  • მოათავსეთ ახლადმიღებული ღორები კარანტინში
  • მოახდინეთ ცხოველის ორგანიზმის სტიმულირება (ვიტამინოთერაპია)